ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე უკრაინა ამზადებდა დარტყმას ბელარუსის ტერიტორიაზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით.
БЕЛТА-ს ცნობით, მან ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს იყო უკრაინული მხარის მიზანმიმართული ქმედებები. უბრალოდ არ ვიცი, რისთვის იყო ეს საჭირო“, – თქვა ლუკაშენკომ.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსი მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს.