Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

93
აშშ-ის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამები ჩინეთისა და სი ძინპინის შესახებ არღვევს დიპლომატიური ეტიკეტის ძირითად ნორმებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინგმა განაცხადა.

„ამერიკული მხარის ასეთი განცხადებები უკიდურესად უპასუხისმგებლოა, ისინი ასევე არღვევენ დიპლომატიური ეტიკეტის ძირითად ნორმებს. ჩინეთი ამ მხრივ სერიოზულ უკმაყოფილებას და მტკიცე პროტესტს გამოხატავს“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ოთხშაბათს, 8 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს მან გააფრთხილა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომ ჩინეთში დასავლური ინვესტიციები შეწყდებოდა, თუ პეკინი მხარს დაუჭერდა მოსკოვს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში.

„ამ კაცს დიდი პრობლემა აქვს. მას ასევე დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ ჯერჯერობით, ეკონომიკაში მისთვის ყველაფერი არც ისე კარგად მიდის“, – განაცხადა ბაიდენმა ჩინეთის მეთაურის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here