Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას ზრდის – ელჩი

თურქეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას ზრდის – ელჩი

244
თურქეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას ზრდის

ანკარას მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მათი სია კი იზრდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ალექსეი იერხოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“მიწოდება გრძელდება. მათი ნომენკლატურა ფართოვდება. დასკვნები თავად გააკეთეთ“, – განაცხადა იერხოვმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ისკენდერუნის პროვინციაში ჩავიდა, განაცხადა, რომ თურქეთი მიწისძვრის შედეგების დაძლევას მოკლე დროში შეძლებს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს, ისრაელს, საუდის არაბეთს, კატარს, ქუვეითს მხარდაჭერისთვის, „რომლებიც პირველები გამოეხმაურნენ და დასახმარებლად გამოემართნენ“.

ქვეყნების ამ ჩამონათვალში რუსეთი არ აღმოჩნდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ შესთავაზა კონკრეტული დახმარება თურქ კოლეგას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here