Home ახალი ამბები მსოფლიო პესკოვი: კრემლი გაკვირვებულია, რომ ჰერშის სტატია “ჩრდილოეთ ნაკადებზე” აფეთქებების შესახებ ფართოდ არ...

პესკოვი: კრემლი გაკვირვებულია, რომ ჰერშის სტატია “ჩრდილოეთ ნაკადებზე” აფეთქებების შესახებ ფართოდ არ გავრცელებულა

53
პესკოვი: კრემლი გაკვირვებულია, რომ ჰერშის სტატია

კრემლი გაკვირვებულია დასავლური მედიის რეაქციით ამერიკელი ჟურნალისტის სეიმურ ჰერშის სტატიაზე „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ მომხდარ დივერსიაში თეთრი სახლის მონაწილეობის შესახებ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებმა, არამარტო რუსული, არამედ უცხოური, ყურადღება მიაქციონ ბატონ ჰერშის ძალიან სერიოზულ, შესაძლოა გარკვეულწილად საკამათო პუბლიკაციას თეთრი სახლის სავარაუდო ჩართულობას დივერსიული, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში, მიმართული ბალტიის ზღვაში კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, იგულისხმება „ჩრდილოეთ ნაკადები“ 1 და 2“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სტატია ფართოდ არ გავრცელებულა დასავლურ მედიაში. “რამაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი გაკვირვება”, – დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის შეფასებით, ჰერშის სტატია გამოირჩევა ანალიზის სიღრმით და ამბის გადმოცემის თანმიმდევრულობით, ამიტომ უსამართლო იქნება მისი იგნორირება, განსაკუთრებით გერმანიისთვის, რომელსაც მოაკლდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი. “თქვენ იცით, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები ანგლოსაქსების მონაწილეობის შესახებ. საჭიროა საერთაშორისო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმის ღია საერთაშორისო გამოძიება”, – აღნიშნა მან.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ჰერშის პუბლიკაციამ უნდა გამოიწვიოს საერთაშორისო გამოძიების პროვოცირება, მაგრამ არის მისი შეჩერების მცდელობები. “მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე, თუ ვინ ჩაიდინა დივერსიული აქტი. ვინმემ თუ ერთხელ ჩაიდინა, შეუძლია მეორედაც გაიმეოროს”, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა.

ამერიკელმა პუბლიცისტმა სეიმურ ჰერშმა, 1970 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატმა, დაწერა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების აფეთქების ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამხედროების და სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც მას ამზადებდნენ მკაცრად საიდუმლოდ დაახლოებით ცხრა თვის მანძილზე.

პესკოვი: კრემლი გაკვირვებულია, რომ ჰერშის სტატია "ჩრდილოეთ ნაკადებზე" აფეთქებების შესახებ ფართოდ არ გავრცელებულა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here