Home ახალი ამბები მსოფლიო ლატვიაში დრონების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

ლატვიაში დრონების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

74

მარუპეში (პრაქტიკულად, რიგაში) ხანძარი გაუჩნდა ქარხანას, რომელშიც უპილოტო საჰაერო აპარატ Edge Autonomy აწარმოებდნენ. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 50 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის რიგის აეროპორტის სახანძრო ბრიგადა. ტელეგრამ არხი „Рамзай“ წერს, რომ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს.  

კორპუსში გავრცელებული იყო კვამლი და სხვადასხვა სახის სახიფათო ნივთიერება. ამის გამო ხელისუფლებამ ახლომდებარე რაიონის მცხოვრებლებს სახლების ფანჯრებისა და კარების დახურვისა და ვენტილაციის გათიშვისკენ მოუწოდა.

ლატვიური სოციალური ქსელები წერენ, რომ  Edge Autonomy-მ ცოტა ხნის წინათ გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა პენტაგონთან Penguin-ის სერიის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე (თითქოსდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის). ამას გარდა, ადრე  Edge Autonomy-ისუპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნიდნენ უკრაინას _ მას შემდეგ, რაც შეწყვიტეს `ბაირაქტარების~ ერთეული ეგზემპლარების აწყობა.

ქარხანაში წარმოებული პროდუქციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტურისტები _  პეტროვი და ბაშაროვი წარმატებით გაეცნენ რიგის ღირსშესანიშნაობებს…

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here