Home ახალი ამბები მსოფლიო კაიროს სურს გაზარდოს რუბლის გამოყენება მოსკოვთან ვაჭრობაში

კაიროს სურს გაზარდოს რუბლის გამოყენება მოსკოვთან ვაჭრობაში

81
კაიროს სურს გაზარდოს რუბლის გამოყენება მოსკოვთან ვაჭრობაში

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გამოაცხადა კაიროს სურვილი გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან და უფრო აქტიურად გამოიყენოს ეროვნული ვალუტები ორმხრივ ვაჭრობაში. ამის შესახებ ეგვიპტეში რუსეთის საელჩო იტყობინება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამეჰ შუკრიმ განაცხადა:

”ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით შესაბამის მექანიზმებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მეტი გადახდები განვახორციელოთ რუბლებში, ასევე, უფრო მეტად გამოვიყენოთ ეროვნული ვალუტები ჩვენს სავაჭრო ოპერაციებში.”

ეგვიპტის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე დასძინა:

„ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ ორმხრივი ანგარიშსწორების მოცულობა ამ ვალუტებში“ (რუბლი და ეგვიპტური ფუნტი – რედ.).

როგორც EADaily ადრე იტყობინებოდა, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუკრიმ განაცხადა, რომ კაირო აპირებს გაზარდოს რუსული მარცვლეულის შესყიდვების მოცულობა.

„ჩვენ გვსურს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ შესყიდვების მიმდინარე მაჩვენებლები, არამედ გავზარდოთ მათი მოცულობა, გარდა იმისა, გავაფართოვოთ საქონელბრუნვა სხვა სახის საქონლის დამატებით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here