Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, 1 ივლისამდე წარადგინოს წინადადებები ახალგაზრდებისთვის შეღავათიანი იპოთეკის შესახებ

პუტინმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, 1 ივლისამდე წარადგინოს წინადადებები ახალგაზრდებისთვის შეღავათიანი იპოთეკის შესახებ

61
პუტინმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, 1 ივლისამდე წარადგინოს წინადადებები ახალგაზრდებისთვის შეღავათიანი იპოთეკის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა 2023 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს წინადადებები ახალგაზრდებისთვის დამატებითი შეღავათიანი იპოთეკური პროგრამების განსახორციელებლად.

„წარმოდგენილ იქნას წინადადებები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, დამატებითი შეღავათიანი იპოთეკური პროგრამების განსახორციელებლად“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პასუხისმგებელ პირად დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი.

მანამდე, რუსეთის მშენებლობის მინისტრის მოადგილემ ნიკიტა სტასიშინმა განაცხადა, რომ უწყება მხარს უჭერს «ДОМ.РФ»-ის წინადადებას, შემცირდეს იპოთეკური განაკვეთები 55 კვ.მ. ფართის ბინებისთვის.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ აუცილებელია ამ წინადადების დაფინანსების წყაროს მოძიება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here