Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა 1 აგვისტომდე შემოიღოს კურსი რუსული სახელმწიფოებრიობის...

პუტინმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა 1 აგვისტომდე შემოიღოს კურსი რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების შესახებ

50
პუტინმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა 1 აგვისტომდე შემოიღოს კურსი რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა 1 აგვისტომდე შეიმუშაოს კურსი რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების შესახებ.

„შემუშავდეს და შეტანილ იქნას უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებში კურსი (მოდული) „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პასუხისმგებლად დაინიშნა რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი ვალერი ფალკოვი.

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფროსის მოადგილემ კონსტანტინე მოგილევსკიმ ადრე განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან სამინისტრო უნივერსიტეტებში, არაისტორიული სპეციალობების სტუდენტებისთვის, ეროვნული ისტორიის განახლებულ კურსს დანერგავს.

როსობრნაძორის პრესსამსახურმა ასევე აღიარა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ამოცანები, სამუშაო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, გამოჩნდება ერთიან სახელმწიფო გამოცდაზე ისტორიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here