24 იანვრიდან ევროკომისია ოფიციალურად რთავს ნებას მწარმოებლებს, ე.წ. სახლის ჭრიჭინების ფხვნილი გამოიყენონ… საკვებში; მათ შორის პურში, პიცაში, ფუნთუშებში, შოკოლადში, ლუდსა და ხორცის ვეგეტარიანულ შემცვლელებში, _ წერს იური ბარანჩიკი ტელეგრამის არხში.
ამბობენ, გემრიელი და ჯანსაღიაო. შემადგენლობაში აღნიშნული იქნება, როგორც Acheta domesticus-სი. ახლა საჭიროა, ყურადღებით დავაკვირდეთ ევროპული საკვები პროდუქტების შემადგენლობას.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ