ერ–რიადმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ოფიციალურად ღიაა ნავთობისა და ბუნებრივი აირით ვაჭრობისას აშშ დოლარის გარდა სხვა ვალუტებში ანგარიშსწორებისთვის, _ წერს ტელეგრამ–არხი “ლიგა ჯენტლმენოვ” (@TheLeagueOfGentlemen) სააგენტო “ბლუმბერგის” ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დაუშვებს თუ არა ამას აშშ?
ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიბმული დოლართან, ცდილობს, განამტკიცოს ურთიერთობა საკვანძო სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ჩინეთთან.
საუდის არაბეთის სამეფო არის 1970-იან წლებში დაარსებული ნავთობდოლარის სისტემის ხერხემალი, რომელზეც დამოკიდებულია ფასწარმოქმნა ნედლი ნავთობის ექსპორტისას აშშ-ის ვალუტაში.
2022 წელს ერ-რიადში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტისას ორი ქვეყანა შეთანხმდა ენერგეტიკულ პოლიტიკაში კოორდინაციის გაძლიერებაზე. ვიზიტისას სიმ განაცხადა, რომ ჩინეთი შეეცდება, შეიძინოს მეტი ნავთობი საუდის არაბეთიდან და გადაიყვანოს ეს ვაჭრობა იუანებში.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ