Home ახალი ამბები მსოფლიო 1 სექტემბრიდან რუსეთის უნივერსიტეტები სამშობლოს ისტორიის განახლებულ კურსს შემოიღებენ

1 სექტემბრიდან რუსეთის უნივერსიტეტები სამშობლოს ისტორიის განახლებულ კურსს შემოიღებენ

62
1 სექტემბრიდან რუსეთის უნივერსიტეტები სამშობლოს ისტორიის განახლებულ კურსს შემოიღებენ

1 სექტემბრიდან რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაისტორიული სპეციალობების სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სამშობლოს ისტორიის განახლებულ კურსს შემოიტანს, – განაცხადა უწყების უფროსის მოადგილემ კონსტანტინე მოგილევსკიმ.

„რუსეთის ისტორიის განახლებული კურსი არაისტორიული სპეციალობების სტუდენტებისთვის – მთელი ეს კურსი ორიენტირებულია რუსეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე, იგი დაინერგება 1 სექტემბრიდან“, – განუცხადა მან TASS-ს.

მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებული რუკები ახალი სასწავლო გეგმების შემოღების შემდეგ განახლდება ახალი რეგიონების გათვალისწინებით.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ სამუშაო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, უკრაინაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ამოცანები გამოჩნდება ისტორიის ერთიან სახელმწიფო გამოცდაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here