Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა კიევის რეჟიმი დაადანაშაულა ხარკოვის რეგიონში პროვოკაციების მომზადებაში

რუსეთმა კიევის რეჟიმი დაადანაშაულა ხარკოვის რეგიონში პროვოკაციების მომზადებაში

79
რუსეთმა კიევის რეჟიმი დაადანაშაულა ხარკოვის რეგიონში პროვოკაციების მომზადებაში

უკრაინის უშიშროების სამსახური ხარკოვის რეგიონში მარცვლეულის საცავის აფეთქებას გეგმავს, რათა რუსეთი სურსათის დეფიციტის შექმნაში დაადანაშაულოს. ამის შესახებ იტყობინება „რია ნოვოსტი“ უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით.

შტაბის ცნობით, ქალაქ ვოლჩანსკში (ჩუგუევსკის რაიონი) დივერსიის მოსამზადებლად ჩავიდნენ უკრაინელ მენაღმეთა ჯგუფი და უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, სულ 30-მდე ადამიანი. ამავდროულად, მარცვლეულის საცავი ეკუთვნის უკრაინის უშიშროების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს, ვ. უვაროვს, – ნათქვამია მოხსენებაში.

ხარკოვის ოლქის სოფელ კარაიჩნოეში, უკრაინის სპეცსამსახური ნაღმავს ხორბლის საცავს, რომლის აფეთქების შემდეგ რუსეთის ფედერაციას ბრალს დასდებენ, თითქოსდა, „უკრაინაში მარცვლეულის მარაგების განზრახ განადგურებაში“, “შიმშილის პროვოცირებაში”, და ამით მარცვლეულზე შეთანხმების ჩაშლაში“, – უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი.

დასავლურ მედიაში ეს ინციდენტი იქნება წარმოდგენილი, როგორც “რუსული ჯარების მორიგ სისასტიკეს”, რომელიც მოითხოვს “მკაცრ პასუხს მსოფლიო თანამეგობრობისგან”, – გაგაცხადეს შტაბში.

დივერსიული ჯგუფი განთავსებულია ქალაქ ვოლჩანსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის განყოფილებაში, დუხოვნაიას ქუჩა N29-ში.

შტაბში მიაჩნიათ, რომ ამ გზით კიევს სურს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა მოახდინოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარუმატებლობის ფონზე და 20 იანვარს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების გერმანიაში შეხვედრის წინ, მიაღწიოს იარაღის ახალი მარაგის მიღებას.

უკრაინაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე.

მასში შევიდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ფედერალური ორგანოს, სახელმწიფო კორპორაციებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here