Home ახალი ამბები მსოფლიო სამხედრო სამზადისმა პოლონელთა მასობრივი გაქცევა გამოიწვია

სამხედრო სამზადისმა პოლონელთა მასობრივი გაქცევა გამოიწვია

პოლონელები უკმაყოფილონი არიან ჯარში გაწვევის პერსპექტივით

236

ისინი მშიშარა ვირთხებივით იქცევიანეს სირცხვილი და პოლონეთის ღალატია“, _ ასეთ მრისხანე კომენტარს აკეთებს ზოგიერთი პოლონელი პოლიტიკოსი ქვეყნიდან იმ ადამიანების მასობრივ გაქცევაზე, რომელთა მობილიზებაც შეიძლება  არა სამხედრო ოპერაციებისთვის, არამედ, უბრალოდ, სამხედრო შეკრებისთვის. რატომ აღმოჩნდნენ პოლონელები ასეთი ლაჩრები? _ წერს vz.ru.

გასულ ზაფხულს მსოფლიო პრესამ გაავრცელა ინფორმაცია პოლონელების საომარი  განწყობის შესახებ, რომლებიც თითქოს მზად არიან, გაერთიანდნენ “აღმოსავლელი აგრესორისგან” თავის დასაცავად. მაგალითად, ივლისში Washington Postმა დაწერა, რომ პოლონეთის მოსახლეობა მომხრეა, აღდგეს ჯარში გაწვევა, რომელიც 2010 წლის 1 იანვარს გაუქმდა. გამოცემა მკითხველს არწმუნებდა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გამო პოლონეთში მილიტარისტული განწყობა ძლიერდება _ პოლონელთა დაახლოებით 94% რუსეთსსერიოზულ საფრთხედმიიჩნევს, 2018 წელს კი ამ თვალსაზრისს პოლონელთა 65% იზიარებდა. გარდა ამისა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მოითხოვს  იარაღის ფლობის შესახებ კანონის ნორმების შესუსტებას, რათა, რაც შეიძლება მეტმა სამოქალაქო პირმა შეძლოს შეიარაღება.

„იმ ქვეყანაში, რომელშიც იარაღის ფლობის ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩარიცხულთა რაოდენობა მატულობს, ამასთანავე, დიდ ინტერესს იჩენენ საბრძოლო კურსების, გადარჩენის კურსებისა და ტირში სროლის სწავლების მიმართ“, _ წერდა Washington Post-ი და იხსენებდა იმ ფაქტს, რომ სამხედრო მომზადება მასობრივად არის დანერგილი პოლონეთის სკოლებში.

გაიქცა 70 ათასი

რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად განსხვავებული ციფრები გამოქვეყნდა. გასული წლის შემოდგომაზე პოლონელების უმრავლესობამ (57,1%) მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჯარში სავალდებულო გაწვევის აღდგენის საჯარო სივრცეში გამოთქმული იდეის მიმართ. ეს მონაცემები  IBRiS-ის სოციოლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ნიშანდობლივია, რომ გაწვევის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა იყო სწორედ ის, ვისაც ეს ემუქრება _ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები (77%), ასევე, 50 წელზე უფროსი ასაკის პირები (78%) და სოფლის მოსახლეობა (62%). ჯარში გაწვევის აღდგენას მხარი  დაუჭირა გამოკითხულთა 35,7%-მა. ასეთი გადაწყვეტილების მომხრე, ძირითადად, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ელექტორატია (56%). იმ მომენტში, 2022 წლის სექტემბერში, ადგილობრივმა მედიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმებში არ შედის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა, რადგან ეს აუცილებელი არ არის. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, ახალგაზრდები სხვადასხვა „პროგრამითა და პერსპექტივით“ უნდა მიიზიდონ.

თუმცა მალე გაირკვა, რომ პოლონეთში უახლოეს მომავალში იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები _ დეკემბერში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გაზაფხულზე  ჩატარდებოდა სწავლება რეზერვისტების მონაწილეობით და ეს მოხდებოდა „სამშობლოს დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ამ კანონში წერია, რომ რეზერვში ირიცხება არა მხოლოდ ის, ვინც რეალურად მსახურობდა ჯარში, არამედ ყველა პირი, რომლებმაც გაიარეს სამხედრო კომისია (ანუ ვარგისია გარკვეული კატეგორიის სამსახურისთვნის) და მომზადებულია (მაგალითად, გავლილი აქვს ორკვირიანი კურსი ტერიტორიულ თავდაცვის ძალებში ან ერთთვიანი კურსი ნებაყოფლობით ვადიან სამხედრო სამსახურში), მაგრამ არ დაუდევთ სამხედრო ფიცი. როდესაც გაირკვა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას გაზაფხულზე დაგეგმილ მანევრებში განზრახული აქვს ყველა რეზერვისტის გამოყენება, ამან ქვეყანაში ძლიერი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამ ფენომენს აღწერს გამოცემა Niezalezny Dziennik Polityczny. ჟურნალისტ იაკუბ მოზნიაკის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 70 000-ზე მეტი პოლონელი სასწრაფოდ გაიქცა ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში.   „დეკემბრის დასაწყისში პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რამდენი პოლონელი შეიძლება გამოიძახოს 2023 წელს აქტიურ სამხედრო სამსახურში და რეზერვისტად. საერთო ჯამში, ჯავშნის გარეშე მყოფმა 250 ათასმა 55 წლამდე პოლონელმა შეიძლება მიიღოს უწყება. ვინც უწყებას მიიღებს, რეკრუტირების ცენტრებში შესთავაზებენ მონაწილეობას რეზერვისტთა სწავლებაში. სწავლებისას წვევამდელები სამხედრო ტექნიკას გაეცნობიან და კონკრეტულ სამხედრო ნაწილში განაწილდებიან. რეზერვისტებს საშუალება მიეცემათ, აირჩიონ სწავლების ჩატარების თარიღი და ნაწილი, რომელშიც გაივლიან სამხედრო მომზადებას. გამოძახება შეიძლება გასაჩივრდეს თოთხმეტი დღის განმავლობაში. უარი უნდა იყოს დასაბუთებული, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობით ან სამსახურში შექმნილი ვითარებით“, _ წერს მოზნიაკი.

ავტომობილების რიგი პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე

  გაწვევა მონობაა                      

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეზერვისტების გაწვევა დაიწყო, პარალელურად დაიწყო პროტესტიც _ აღშფოთებული ხალხი თავიანთ ქალაქებში სამხედრო კომისარიატებთან მივიდნენ ლოზუნგებით  „არჩევანი  გაწვევა  არ არის“ და „გაწვევა მონობაა“. მათი აზრით, ქვეყნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ნატოს ალიანსმა და რეგულარულმა არმიამ, რომლის შესანარჩუნებლად პოლონეთის მოქალაქეები უზარმაზარ გადასახადებს იხდიან. რიგითი პოლონელები არ არიან საზარბაზნე ხორცი!” _ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ბევრმა, ბუნებრივია, მაშინვე დასვა კითხვა _ გაიწვევდნენ თუ არა, და თუ გაიწვევდნენ, როდის? თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარში გაწვევის გამოცხადებემ და ასიათასობით  რეზერვისტისთვის უწყების დარიგებამ მოქალაქეების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პოლონელებში პოპულარობა მოიხვეჭა მობილიზაციის საბოტაჟის შესახებ მოწოდებებმა. ჯარისთვის თავის არიდება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოზნიაკის თქმით, ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ყველაზე მარტივი და ეფექტიანი  გზა ქვეყნიდან გაქცევაა. ამასთანავე, პოლონეთის ახალგაზრდა მცხოვრებთათვის გაწვევისგან გაქცევის პირობები არის არა მხოლოდ მარტივი, არამედ ძალიან მარტივი. არაერთმა გაქცეულმა პოტენციურმა წვევამდელმა დალოცა ის დღე, როცა 2004 წელს პოლონეთი შეუერთდა ევროკავშირს და გახდა შენგენის უზარმაზარი ზონის ნაწილი საზღვრების გარეშე. შედეგად, ევროკავშირში ყოფნის მხოლოდ პირველი ათი წლის განმავლობაში პოლონეთი 1,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა. გასვლის პროცესი გაგრძელდა მომდევნო წლებშიც. ახლა თითქმის ყველა პოლონელს ჰყავს მეგობარი ან ნათესავი, რომელიც მუშაობს სანტექნიკოსად ან ოფიციანტად  გერმანიაში ან ირლანდიაში. ბევრ მათგანს, ვინც ახლა პოლონეთში ცხოვრობს, აქვს, სულ ცოტა, ერთი გასტერბაიტერული მოგზაურობის გამოცდილება. ყველა პოლონელმა მშვენივრად იცის, როგორ დასახლდეს სხვა ქვეყანაში, როგორ იპოვოს სამუშაო იქ და პოტენციურად დაეყრდნოს თავისი დიასპორის მხარდაჭერას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლონელისთვის პოლონეთის დატოვება და ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გადასვლა ახლა, პრაქტიკულად, იგივეა, რაც რუსისთვის ფსკოვიდან პენზაში გადაადგილება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მობილიზაციისგან გაქცეული  70 000 ადამიანის ქვეყნიდან გამგზავრება განპირობებულია ფულის შოვნის ყოველდღიური პროცესისგან ჩამოშორებისა და ნორმალური ცხოვრების დაპაუზების  სურვილის არქონით. მედია აღწერს დაბნეულობის შემთხვევებს, რომლებსაც განიცდიდნენ პოლონეთის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც იდგნენ ყველაფრის სასწრაფოდ მიტოვებისა და საბრძოლო უნარების გამომუშავების პერსპექტივის წინაშე. მაგალითად, პორტალ Wirtualna Polska-ს ჟურნალისტი ესაუბრა ქალაქ სერაძას მცხოვრებს, რომელმაც მიიღო უწყება სამხედრო მომზადების გავლის შესახებ. მანამდე ამ კაცს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ჯართან, მხოლოდ ერთხელ გაიარა სამხედრო კომისია. გასაწვევთა ცენტრში რომ მივიდა, შეიტყო, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს წვრთნებში, რომელიც დაიწყება 2023 წლის 27 მარტს და გაგრძელდება 33 დღეს. „სრული ახსნა-განმარტება ვერ მივიღე. მთავარი გზავნილი იყო, რომ სამხედრო შეკრებაზე იწვევენ სამშობლოს დაცვის შესახებ ახალი კანონის საფუძველზე, რომ სამხედრო შეკრება სავალდებულოა და მისგან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს სამედიცინო უკუჩვენებები“, _ განაცხადა მამაკაცმა.

  ისინი ვირთხებივით იქცევიან!”                     

პრესა სხვა მობილიზებულებსაც ესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი, 32 წლის მძღოლი, ამბობს, რომ თორმეტი წლის წინათ თავად სურდა არმიაში სამსახური, მაგრამ ჯანმრთელობის მიზეზების გამო უარი მიიღო. „იმხანად მითხრეს, რომ ხერხემალზე პრობლემები მაქვს, ახლა კი თვითონ დამირეკეს“, _ თქვა მამაკაცმა და დასძინა, რომ მის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას სამედიცინო კომისია მიიღებს. 24 წლის ავტომექანიკოსი ტომაშ ვიშნევსკი შეშფოთებულია: „საამქროში 50 მანქანა მელოდება. როგორ წავიდე ასეთ ხანგრძლივ სამხედრო სწავლებაზე? ბებია მაფრთხილებდა, _ ეს შეტყობინება ფოსტით არ მიმეღოო”. გამოძახებულთაგან ერთი დაკავებულია თუთიყუშების მოშენებით, რომელთა წყალობითაც მას გაწვევა გადაუვადეს. “საბოლოოდ სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ რვაას თუთიყუშს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა, მაგრამ სამომავლოდ ხელახალა გამომოძახება არ გამორიცხეს. შემდეგ ჯერზე ფრინველების მოვლის მიზეზი შეიძლება გაწვევის გადასავადებლად საკმარისი აღარ იყოს”, _ თქვა სელექციონერმა. პოლონელები, რომლებიც ინტერნეტში განიხილავდნენ ამ შემთხვევებს, იმედოვნებენ, რომ მმართველი პოლიტიკოსების ოჯახის წევრები, დეპუტატები და ტელევარსკვლავებიც მიიღებენ უწყებას. „ვინც ომზე ყველაზე ხმამაღლა ყვირის, წინა რიგებში უნდა წავიდეს, მაგრამ ვიცი ცხოვრება და ისინი პირველები ჩადგებიან ქვეყნიდან გასამგზავრებელთა თვითმფრინავის რიგში”, _ ამბობენ კომენტატორები.

მაინტერესებს: ვინ იმუშავებს ჩემთვის, რათა გამოკვებოს ჩემი ოჯახი, სანამ მე პოლიგონზე ვიქნები?” _ აღშფოთებას ვერ მალავენ ადამიანები. ზოგიერთი კი პოტენციურ წვევამდელებს ურჩევს, დატოვონ პოლონეთი, რათა თავი დააღწიონსაზარმაზნე ხორცისროლს. „არ დაივიწყოთ ჰომო და ლგბტ სპეცრაზმის მებრძოლებიისინი მეომარი და აგრესიული ადამიანები არიან, ამიტომ მათი ადგილი ჯარშია“, _ დაცინვით ამბობენ რიგითი პოლონელები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა თანამდებობის პირმა ჯარში გაწვევისთვის თავის ამრიდებელთა მხარე დაიკავა. მაგალითად, ვოლსკის რაიონული  გამგეობის უფროსის მოადგილე ვოიცეხ ლესიუკმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთავრობა პოლონელებს ომისკენ უბიძგებს!.. ჩვენ გადასახადებიდან ვუხდით სამხედროებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაიცავენ ჩვენს ქვეყანას. მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, უნდა შეეძლოთ ქვეყნიდან გასვლა შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის შემთხვევაში. არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, როგორიც უკრაინაშია, როცა მამაკაცები იძულებულნი არიან, დარჩნენ ქვეყანაში ელექტროენერგიის, სამუშაოს, სითბოს გარეშე, ქალებს კი შეუძლიათ, დატოვონ ქვეყანა და გაიუმჯობესონ ცხოვრება საზღვარგარეთ. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა! მე სრულად ვუჭერ მხარს ათასობით ადამიანს, რომლებიც გაურბიან სამხედრო გაწვევას და არ მიკვირს, რომ მანქანების უზარმაზარი რიგი დადგა გერმანიასთან საზღვრის პოლონეთის მხარეს”. სხვა სახელმწოფო მოხელეებმა  კი, პირიქით, გაქცეულთა სტიგმატიზაცია დაიწყეს. მაგალითად, გამოყენებითი მეცნიერებების პოზნანის აკადემიის პრორექტორმა ანჯეი ბოლევსკიმ, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, განაცხადა: “უკრაინაში ვითარება დღითიდღე მწვავდება და მთავრობას რეაქცია უნდა ჰქონდეს მზარდ სამხედრო საფრთხეზე პოლონეთის საზღვრებთან… და მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მასობრივად გარბიან ქვეყნიდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და პოლონეთის დაცვას. ისინი იქცევიან, როგორც ვირთხები, როგორც მშიშარა ვირთხები _ სურთ, რომ თავიდან აიცილონ ომი. ეს არის პოლონეთის სირცხვილი და ღალატი“.  მაგრამ, როგორც შეგონებას, ასევე შეურაცხყოფას მცირე ეფექტი აქვს _ ადამიანები მაინც ტოვებენ ქვეყანას. „პოლონეთიდან ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლამ უკვე მასობრივი ხასიათი შეიძინა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 70 ათასზე მეტი პოლონელი გაემგზავრა ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში. ისინი ცდილობენ, თავიდან აირიდონ იძულებითი მობილიზაცია. ეს მხოლოდ დასაწყისია მიგრაციის უზარმაზარი ტალღისა, რომელიც 2023 წლის მარტისთვის შეიძლება გაიზარდოს და რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს მიაღწიოს“, _ ამბობს იაკუბ მოზნიაკი. ზოგიერთი პოლიტიკოსი გულწრფელად აღიარებს, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ ჩააფლავა საზოგადოებასთან კომუნიკაცია სამხედრო მომზადების თემაზე. „ამ საკითხზე, სამწუხაროდ, საკომუნიკაციო ქაოსი სუფევს. უცნობია, გაწვევის რა კრიტერიუმებია და ვის გაიწვევენ. თუ ასეთი რამ გამოცხადდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის და როდის შეეხება გაწვევა, მაგრამ, უწინარესად, აუცილებელია, საზოგადოებას აუხსნან ასეთი ქმედების მიზეზები. ადამიანებს აქვთ თავიანთი ცხოვრება, გეგმები, პროფესიული მოვალეობები. არ შეიძლება, ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს უყურებდე, როგორც “საზარბაზნე ხორცს” და გაურკვევლობაში ამყოფო, არ აუხსნა, რა წესებია. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდის ნაკლებობა არის ყველაზე უარესი, რაც ხელისუფლებას შეუძლია შემოგვთავაზოს დღეს“, _ ჩიოდა ევროპარლამენტარი რობერტ ბიდრონი გაზეთ Fakt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ინფლაცია, გაღატაკება და ომის აჩრდილი – აი სამი საფრთხობელა, რომლებიც ახლა პოლონეთის წინაშე დგას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://vz.ru/world/2023/1/9/1194066.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here