Home ახალი ამბები მსოფლიო აფრიკელებისგან მაინც ვისწავლოთ

აფრიკელებისგან მაინც ვისწავლოთ

138

შვედებმა აფრიკის ქვეყნებში მილიონები გაგზავნეს ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციისა დალგბტ პირების უფლებების გადასარჩენად“, მაგრამ აფრიკელებმა ეს თანხა ჰომოსექსუალიზმისგან განსაკურნებლად დახარჯესშვედები კი აღშფოთებულნი არიან.

შვედეთის დახმარება მიმართული  უნდა ყოფილიყო აფრიკის ქვეყნებში ლგბტ თემის უფლებების განსამტკიცებლად, მაგრამ მრავალი მილიონი შვედური კრონა მოხვდა იმ ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დაკავებულნი არიან ჰომოსექსუალების  ჩვეულებრივ ადამიანებად გადაქცევით. ბევრი აფრიკული სამედიცინო ცენტრი ადამიანებს სთავაზობს კონვერსიულ თერაპიას, რომელიც აღწერს ჰომოსექსუალობას, როგორც ბოროტებას, და რომელსაც თეთრკანიანები თავს ახვევენ აფრიკელებს.

„ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც აღარ სურს, იყოს გეი“, _ განუცხადა შვედ რეპორტიორებს უგანდის უდიდესი სახელმწიფო საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

2019 წლიდან დღემდე ორგანიზაცია  TASO  Uganda-მ შვიდ მლნ-ზე მეტი  დახმარება მიიღო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (SIDA). ორგანიზაციის მისიაა აივ ინფიცირებულის დახმარება და მხარდაჭერა. ასევე, ეხმარებიან მას, ვისაც სურს, აღარ იყოს გეი. ახლა შვედეთში ძალიან იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ შვედური ფულიხმარდება უგანდის, კენიისა და ტანზანიის მოსახლეობის ჰომოსექსუალიზმისგან განსაკურნებას.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://swedinfo.ru/novosti-stokgolma/5217-shvetsiya-pozhertvovala-milliony-na-izbavlenie-afrikantsev-ot-gomoseksualizma

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here