Home ახალი ამბები მსოფლიო ცხრა გაბედული დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთის მოკავშირეების მოლაპარაკებების ფარული აზრი

ცხრა გაბედული დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთის მოკავშირეების მოლაპარაკებების ფარული აზრი

214

დსთის ქვეყნების მეთაურთა არაფორმალური შეხვედრა სანქტპეტერბურგში, ალბათ, ბოლო დღეების ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოვლენაა, რა თქმა უნდა, სხვა გამორჩეულ მოვლენებთან შედარებით, როგორიცაა ვლადიმერ პუტინის ბევრისთვის უეცარი ვიზიტი მინსკში, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერების რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში შეკრების ფაქტი გამორჩეულია, _ წერს tsargrad.tv

რუსეთი, თუ “დასავლელ პარტნიორებს“ დავუჯერებთ, დიპლომატიურ იზოლაციაშია. მეტიც, დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ის გარიყულ სახელმწიფოდ იქცა. თუ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში (უნგრეთის გარდა) ნებისმიერ მოქმედ პოლიტიკოსს რუსეთის სტატუსზე ჰკითხავთ, მოისმენთ დაახლოებით ამას: არავის სურს რუსებთან საქმის დაჭერა; არავის სურს, რუსებისთვის დაწესებული სანქციების გამო საფრთხე დაემუქროს; რუსებთან საქმეს მხოლოდ აზიელები იჭერენ (კბილებში გამოცრით)… პოსტსაბჭოთა სივრცესა და რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში რეალური ურთიერთობები კი სულ სხვა სურათს ქმნის _ რუსეთი რიგი ქვეყნებისთვის მიზიდულობის ცენტრია; უფრო ზუსტად, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც არ სურთ სუვერენიტეტის დაკარგვა თავიანთი სახელმწიფო უფლებამოსილებების დასავლეთისთვის გადაცემით.

 “რა არის შენთვის ჩემი სახელი?”

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა მოვლენების განვითარება ორ ორგანიზაციაში _ დსთ-სა და ბრიჩს-ში (BRICS  _ 5 სახელმწიფოს გაერთიანება, რომელშიც შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა _ გ.გ). დსთ-ის სამიტს უძღვოდა ცვლილებები ბრიჩს-ში. ცვლილებები შემდეგია: ბრიჩს-ი აღარ არსებობს. მის ადგილას ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ბრიჩსია _ გაერთიანებას  შეუერთდნენ ირანი და ალჟირი, უახლოეს მომავალში კი აბრევიატურა ბრიჩსია არგენტინის (ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მალე დაემატება გაერთიანებას) პირველი ასოს დამატებით კიდევ უფრო გრძელი გახდება _ ბრიჩსიაა. ასევე, შესაძლებელია, რომ გაერთიანებას  თურქეთიც დაემატოს, მაგრამ ამას აფერხებს მისი მრავალვექტორული პოლიტიკა და ნატოს წევრობა.  ის ფაქტი, რომ ბრიჩსი აქტიურად ვითარდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც რუსეთი თითქოს იზოლირებულია, იმის დასტურია, რომ რუსეთის როლი მსოფლიოში კი არ მცირდება, პირიქით _ იზრდება.

დსთ _ მეგობრების კლუბი თუ პრობლემების გროვა?

დაახლოებით ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას რუსეთის როლზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ იქ ვითარება, სამწუხაროდ, გაცილებით რთულია. ერთი მხრივ, რუსეთი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ იყოს აშკარა ლიდერი 15-დან 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გაერთიანებაში. დსთ-ში ახლა არ შედიან მხოლოდ დასავლეთის აშკარად ერთგული ქვეყნები _ ბალტიისპირეთის სამი საამირო”, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. შეხვედრას, რომელიც 26-27 დეკემბერს რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში პუტინის ინიციატივით გაიმართა, ბელორუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდნენ. თითოეული ამ ქვეყნის მოწყვეტა რუსეთისგან, დასავლეთის ყველა სურვილის მიუხედავად, ჯერჯერობით შეუძლებელია. მეორე მხრივ, როგორც tsargrad.tv-სთან ინტერვიუში მართებულად აღნიშნა პოლიტოლოგმა ასლან რუბაევმა, დსთ-ში რუსეთის ყველა მოკავშირე ცდილობს, დასავლეთს აჩვენოს „მრავალვექტორული მიდგომა“ _ უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დამარცხებისა და თვით დსთ-ის ქვეყნებს შორის წინააღმდეგობების გათვალისწინებით.  პრობლემები, რომლებიც შექმნილია სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა მონაწილის პრობლემებია…  და, როცა პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერი რუსეთი ვერ ახერხებს ამ საკითხების გადაწყვეტას დიპლომატიური გზით ან მაგიდაზე მუშტის დარტყმით, რათა წესრიგი დაამყაროს, მაშინ ეს სივრცე დასავლეთის წნეხში ექცევა”, _ ამბობს ასლან რუბაევი. და ის აბსოლუტურად მართალია.  როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ეთანხმება. ამაზე მიუთითებს მისი გამოსვლა დსთ-ის ქვეყნების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასაწყისში, როცა მან პირდაპირ ილაპარაკა დაგროვილ წინააღმდეგობებზე:  ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ასეთ მეგობრულ წრეში, ჩემი აზრით, მოწმობს ჩვენს მისწრაფებას, სამომავლოდაც ერთობლივად ავაგოთ თანამშრომლობა დსთის სივრცეში ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის, ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებითა და ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ უთანხმოება თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორისაც არსებობს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ სათანამშრომლოდ და ვითანამშრომლებთ კიდეც. თუ პრობლემური საკითხები წამოიჭრება, შევეცდებით, თვითონვე მოვაგვაროთ ისინი; ერთად, ერთობლივად გავუწიოთ ერთმანეთს ამხანაგური დახმარება და ვიშუამავლოთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო რწმენა, რომ დსთის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხთა ძირითად ინტერესებს, ხელს უწყობს თანამეგობრობის სახელმწიფოების სოციალურეკონომიკური განვითარების პრობლემების უფრო ეფექტიანად გადაჭრას და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას”.

 პუტინს სწამს, რომ რუსეთს შეუძლია მოაგვაროს წინააღმდეგობები მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. უფრო მეტიც, სანქტ-პეტერბურგში  გამართული წინასაახალწლო შეხვედრაც და რუსეთის ლიდერის  გამოსვლის ტონიც მოწმობს, რომ რუსეთი პარტნიორებს შორის არსებული წინააღმდეგობების მოგვარებას თავის მოვალეობად მიიჩნევს, კავშირის უფროსი წევრის მოვალეობად. 

ამ მოვალეობის შესრულება არც იოლი ჩანს და არც იაფი. მართლაც, განსახილველ “წინააღმდეგობებს” შორისაა სომხეთ-აზერბაიჯანის ომი (რეალობის შელამაზება იქნება, ამ კონფლიქტს ახლა “გაყინული” რომ ვუწოდოთ, ) და მუდმივი შეტაკებები უზბეკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს შორის (კონფლიქტი, რომლისთვისაც  სხვა დროს შეიძლება ეწოდებინათ გამოუცხადებელი ომი, მაგრამ ახლა ამას ასე არ ჰქვია მხოლოდ იმიტომ, რომ დსთ-ის სხვა ქვეყნები უფრო მეტ ომებში არიან ჩართულნი).

თვითონ რუსეთსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობებშიც არ არის ყველაფერი კარგად. გავიხსენოთ, მაგალითად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელი განცხადება, რომ ყაზახეთი რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლით არ დაეხმარება. განცხადება, რა თქმა უნდა, მზაკვრულია: ყაზახეთი თვალს ხუჭავს და თითქოს ვერ ხედავს რუსეთის „პარალელურ იმპორტს“ საკუთარი ფირმების გამოყენებით, მაგრამ  ის სახიფათოცაა _ ვითარების გამწვავების შემთხვევაში ყაზახეთს შეუძლია სცადოს, რუსეთს რაღაც დაუბლოკოს, თუმცა სანკტ-პეტერბურგში ჩასული ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმჟომარტ ტოკაევი ცდილობდა, მეტისმეტად მეგობრულიც კი ყოფილიყო, ხოლო პრეზიდენტ პუტინის ინიციატივის შესახებ, რომ 2023 წელი დსთ-ში რუსული ენის წელი იყოს, განაცხადა:  ყოველთვის აქვს მნიშვნელობა საერთო კულტურულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას დადსთში ენობრივი სივრცის განმტკიცებას. აქ რუსული ენის როლი, რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევს”.

 მერე აქედან რა?                               

რუსული ენის როლი ეჭვქვეშ არ დადგება, ამიტომ რუსეთის როლიც ეჭვქვეშ არ დადგება! სწორედ ამ დასკვნის გაკეთება მოუწევთ დამკვირვებლებს დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა წინასაახალწლო შეხვედრის შემდეგ, თუმცა ეს ოპტიმისტური დასკვნა მართებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის მოკავშირეებთან არა მხოლოდ მეგობრულად, არამედ მკაცრადაც მოიქცევა; არა მხოლოდ მათი სურვილებისა და შეშფოთებების მიმართ პატივისცემით, არამედ გამოიჩენს მომთხოვნელობასაც და თანამიმდევრულად მიაღწევს ვალდებულებების შესრულებას. რაც მთავარია, ეს ოპტიმისტური დასკვნა მართებული იქნება, თუ რუსეთი დსთ-ში საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს და არა მოკავშირეების ინტერესებით, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ 

https://tsargrad.tv/articles/devjat-smelyh-protiv-zapada-skrytyj-smysl-peregovorov-sojuznikov-rossii_693193                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here