Home ახალი ამბები მსოფლიო შთაგონებული დაუსჯელობის აპრობირებული მექანიზმი

შთაგონებული დაუსჯელობის აპრობირებული მექანიზმი

122
მარია ზახაროვა

კოსოვოში ბოლოდროინდელი ვითარება საქართველოში 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივით იყო „შთაგონებული“ და დაიწყო სამხრეთ ოსეთის დაბომბვა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კოსოვოში ესკალაცია ალბანეთში ევროკავშირის სამიტის ფონზე მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ 6 დეკემბერს ევროკავშირმა მიიღო ტირანას დეკლარაცია, რომელშიც საუბარია „დასავლეთ ბალკანეთის“ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერაზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სეპარატისტული კოსოვო (ისევე, როგორც სერბეთი) „ევროპულ გზაზეა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

„განა უნდა გაგვიკვირდეს, რომ, ფაქტობრივად, ერთი კვირის შემდეგ, კოსოვოს სეპარატისტებმა შეიარაღებული ესკალაცია და ძალისმიერი პროვოკაციები წამოიწყეს რეგიონში? სერბი დეიან პანტიჩი დააკავეს და დაიწყო აგრესიული რიტორიკის ტრანსლირება. შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ამჟამინდელი მაცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ალბანელები არიან, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან მეზობელი ალბანეთის სახელმწიფო ცხოვრებას და ევროპულ პერსპექტივას“, – წერს იგი.

მისი თქმით, კოსოვოში გამწვავების პარალელურად, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, „დაიწყო პოლიტიკური პროცესი“. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ „მსგავსი რამ“ მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილი „გაგიჟდა და დაიწყო სამხრეთ ოსეთის, რუსეთის მოქალაქეების და სამშვიდობოების დაბომბვა“.

„შთაგონებული დაუსჯელობის აპრობირებული მექანიზმი. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ესკალაციისა და შეიარაღებული დაპირისპირების რისკი იზრდება. ასე რომ, ევროპული პერსპექტივის ნაცვლად, კოსოვოს პერსპექტივები, გამოდის რომ, სრულიად განსხვავებული იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.

მან ევროკავშირის ქმედებებს ღალატი უწოდა: ერთი ხელით მიჰყავს ბელგრადი „ლამაზი მომავლისკენ“, მეორეთი კი ანტისერბულ პროვოკაციებშია ჩართული“, – განმარტა ზახაროვამ.

რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა 10 დეკემბერს მას შემდეგ, რაც ეთნიკური სერბი და კოსოვო პოლიციის ყოფილი ოფიცერი, დეიან პანტიჩი დააკავეს იარინეს საგუშაგოზე, საარჩევნო კომისიაზე სავარაუდო თავდასხმისთვის. სერბმა მოსახლეობამ საპასუხოდ დაიწყო ბარიკადების აღმართვა, გადაკეტა გზატკეცილზე გასასვლელი რამდენიმე დასახლებაში საგუშაგოსთან ახლოს, და საპროტესტო აქციები მოაწყო. ამ აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო პანტიჩის პრიშტინაში გადაყვანის არდაშვება.

საპასუხოდ, ბარიკადებთან მიიყვანეს კოსოვოში ევროკავშირის მისიის პატრული (EULEX), ასევე კოსოვოსა და მეტოხიაში ნატო-ს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების (KFOR) წევრები. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მოითმენს თავდასხმებს მის მისიაზე და კოსოვოს სერბებს მოსთხოვა „დაუყოვნებლივ მოეხსნათ ბარიკადები“. კურტიმ განაცხადა, რომ სერბების მიერ აღმართული ბარიკადების შესახებ ნატო-ს KFOR-ის მისიას მიმართა და დასძინა, რომ პასუხს დაელოდებოდა 11 დეკემბრის საღამომდე, რის შემდეგაც მათ დემონტაჟს დაჰპირდა. ამის შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here