რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორია სამხედრო–ბიოლოგიური ექსპერიმენტების საცდელ პოლიგონად გადააქციეს.
„უკრაინის ტერიტორია გადააქციეს სამხედრო-ბიოლოგიური ექსპერიმენტების საცდელ პოლიგონად და ახლა მას იარაღით ძეძგავენ“, – განაცხადა პუტინმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოების და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელებთან საუბრისას.
მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს, მათ შორის მძიმე შეიარაღებას განუსაზღვრელი რაოდენობით აწვდის.