Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა კობახიძემ რელიგიასა და ქართულ კულტურას ძალადობრივი უწოდა!

მანანა კობახიძემ რელიგიასა და ქართულ კულტურას ძალადობრივი უწოდა!

543

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, განსაკუთრებით _ თბილისში, 74 საარჩევნო ოლქიდან 15-ში გასამართი მეორე ტური _ ასეთია 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები. თვითმმართველობის არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინა მმართველი გუნდის _ კოალიცია «ქართული ოცნების» მიერ დაშვებული შეცდომები.


დიდი მოხერხება უნდა, რომ ასე გაატანო ქარს წელიწად-ნახევრის წინათ მოპოვებული ხალხის უზარმაზარი ნდობა, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი იმ მოქმედებების ფონზე, რომელსაც «ქართული ოცნება» და მისი ლიდერები სჩადიოდნენ. ჯერ იყო და, გამოაცხადეს ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია, რომელიც იმას ნიშნავდა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» დამნაშავე ლიდერები, რომელთა მითითებითაც 9 წლის განმავლობაში სისხლს სწოვდნენ და ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს, გაანადგურეს ქართული მეცნიერება, განათლება, კულტურა და სხვა სფეროები, ატერორებდნენ ბიზნესმენებს და ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, არ უნდა გასამართლებულიყვნენ, რადგან მათ აშშ-ის ხელისუფლება იცავდა, ანუ «ქართულმა ოცნებამ» დაივიწყა დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ამას მოჰყვა გამოხდომები მართლმადიდებლობისა და საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებასაც არ გაუბედია, შემდეგ იყო ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიბლიას ბოროტება უწოდა, მისმა მოადგილემ მანანა კობახიძემ კი მართლმადიდებლობასა და ქართულ კულტურას _ ძალადობრივი.

«ქართული ოცნება», რომლის მიერ ერთხმად მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ხალხმა უჩუმრად გაატარა და მოღალატეობრივ პოლიტიკაზე მწვანე შუქი სამარისებური დუმილით აუნთო, ბოლო ხანს თვითლუსტრაციის რეჟიმში გადავიდა. ევროინტეგრაციის ვირუსმა «ქოცებს» მორალისა და ზნეობის იმუნიტეტი ისე დაუქვეითა, რომ უმრავლესობის მოეროვნულ-მოეკლესიურო ელემენტები ღვთის გმობასაც აღარ ერიდებიან.

აი, რა განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ცოტა ხნის წინათ: «ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, შეიძლება აქ გარკვეული რელიგიური, ეთნიკური, კულტურული ფაქტორები მოქმედებდეს, იგივე მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, რომელიც ოჯახს აიძულებს, გოგონა სხვა ოჯახს «გადააბაროს». შეიძლება, ეკონომიკურ სარგებელზეც კი იყოს საუბარი. სამწუხაროდ, ზოგჯერ გოგონებს, როგორც ნივთს, ისე ექცევიან. ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ეს ხდება საქართველოში».

როგორც ხედავთ, ქალბატონი კობახიძის რიტორიკა, თავისი პათოსით, უკვე არაფრით განსხვავდება იმ ქალების განცხადებებისგან, თავიანთ თავს ფემინისტებს რომ უწოდებენ და პირდაპირ ეთერში ხან წელს ზემოთ შიშვლდებიან, ხან წელს ქვემოთ. მართალია, კობახიძეს გახდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ უცდია, მაგრამ ზემოაღნიშნული განცხადებით მან საკუთარი მსოფლმხედველობრივი გენიტალიები ნათლად დაგვანახვა. მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: რელიგიური, ეთნიკური, კულტურული ფაქტორები. რა ქვეტექსტია ამ ყველაფერში ჩადებული? მინიშნება მარტივად იკითხება _ ვიცესპიკერს ოსტატურად უნდოდა ეთქვა, რომ ქართული კულტურა და მართლმადიდებლობა, რომელიც ერის სულიერ ფუნდამენტს წარმოადგენს, თავისი არსით ძალადობრივია.

მეგობრებო, თქვენი არ ვიცი და, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მსგავსი მზაკვრობები კობახიძის ან სხვა ფსევდოდეპუტატთა ტვინში ექსკლუზიურად იხარშება. მათ ამისთვის არც გონებრივი დიაპაზონი ჰყოფნით და არც გამბედაობა. აქ, უბრალოდ, საქმე გვაქვს ერთ დიდ იდეოლოგიურ ჯაჭვთან, პროპაგანდისტულ ნიაღვართან კულტურისა და მენტალობის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი პოლიტელიტის ქვედა ეშელონებში ანონსდება, ხოლო ზედა ფენებში იგეგმება და ხორციელდება. მიზანი ყოველთვის მერე გამოჩნდება _ საკანონმდებლო ინიციატივებში, ცვლილებებსა თუ ახალ რეგულაციებში, მაგრამ ხელმოწერილ დოკუმენტზე ვაი-ვიშის ძახილი ძალიან გვიანია; უსუფაშვილის პარლამენტში შეღწეულ «ლიბერალურ» პაკეტს რომ უკან ვერანაირი ვნებათაღელვა გამოაბრუნებს, ამაში ანტიდისკრიმინაციული კანონის შემთხვევამაც დაგვარწმუნა; რაც შეეხება ეროვნულ ფასეულობებზე შეტევის სამზადისს, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში «ოცნება» წინამორბედის შეცდომებს ითვალიწინებს და სტრატეგიულად ერთობ ფრთხილი, «ნაცებისგან» განსხვავებით, დახვეწილია. ანტიდისკრიმინაციული კანონი ვახსენე და წინასაარჩევნო პერიოდში მარგველაშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას უმცირესობების უფლებების დაცვასო. იმხანად მას რატომღაც არავინ დაუსვა შეკითხვა, რას გულისხმობდა უმცირესობების უფლებების დაცვაში, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა მათ დასაცავად და როგორ აისახებოდა რეალობაში ეს ყველაფერი. შედეგიც ნათელია _ ხელისუფლებამ სოდომ-გომორული ცოდვის პროპაგანდა პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. დღეს კი გაკვირვებული სახეებით გამოდიან და ამბობენ, _ არ ველოდით, თუ ამ კანონს მარგველაშვილი ხელს მოაწერდაო. ბატონებო, ჩვენ კი არა, ორი წლის წინათ თვითონ მარგველაშვილიც ვერ წარმოიდგენდა, რამე კანონზე თუ მოუწევდა ხელის მოწერა. რესპუბლიკელები ხომ ვერც იოცნებებდნენ ქვეყნის სათავეში მოსვლაზე, მაგრამ ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი… იმის თქმა მინდა, რომ კაცმა არ იცის, კიდევ რას გვიმზადებს საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურა; რა დირექტივების შესრულება მოუწევს დასავლეთიდან ბიძინას, ხოლო ბიძინასგან _ მთავრობასა და პარლამენტს. კობახიძის მინიშნებაც, რომ თურმე საქართველოში გოგონებს, როგორც ნივთს, ისე ექცევიან, ამ ყველაფერში კი დამნაშავე რელიგია, კულტურა და ეთნიკური ფაქტორებია, რაღაცის წინასამზადისს ჰგავს. დიახ, ეს უსათუოდ უნდა მივიჩნიოთ იმ პროპაგანდისტული ომის ლოგიკურ გაგრძელებად, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან, ანუ, ხელისუფლებაში «ნაცხროვის» მოსვლის დღიდან დაიწყო.

გარდა ამ ყველაფრისა, კობახიძის განცხადება კიდევ ერთ სახიფათო მინიშნებას შეიცავდა. მან ხაზგასმით აღნიშნა: «მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება, მიზეზების დადგენა და იდენტიფიცირება. თუ საჭიროა, სისხლის სამართლის წესით უნდა ხდებოდეს დასჯა ადამიანების, რომლებიც საკუთარ შვილებს ასეთი ფორმით მოექცევიან… ეს რომ არ მოხდეს, სანქციების გამკაცრება და ამ სფეროს სისხლის სამართლის ნორმებით რეგულირება ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა». რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რას გულისხმობდა ქალბატონი ვიცესპიკერი და როგორ წარმოუდგენია მას მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის სიხლის სამართლებრივი ნორმებით რეგულირება?

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, უკვე კარგა ხანია, მოქმედებს იუვენალური იუსტიცია. იქ ამ რეგულაციებმა უაღრესად მკაცრი ფორმები მიიღო და შედეგიც მეტად სავალალო მოიტანა. 2009-2013 წლებში მხოლოდ გერმანიაში 34 ათასი ბავშვი ჩამოერთვა მშობელს. მიზეზად კი, ძირითადად, სახელდებოდა ის, რომ მშობელი სათანადოდ არ იყო ინტეგრირებული საზოგადოებაში. ეს გამოიხატებოდა შემდეგში: მოზარდის შეზღუდვაში თანატოლებთან ურთიერთობაში, გართობაში, ქცევაში და ა. შ. ანუ შვილის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი უმნიშვნელო მიზეზი, როგორიცაა, ვთქვათ, ბავშვის არგაშვება მეგობრის დაბადების დღეზე ან სასკოლო ღონისძიებაზე…

მანანა კობახიძის განცხადება, რომელსაც საეჭვოდ დაემთხვა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო-პერფორმანსი სახელწოდებით: «საქართველოში ქალებს კლავენ», სხვა არაფერია, თუ არა ევროპაში გამეფებული უზნეობისა და უხამსობის, გარყვნილებისა და ამორალურობის საქართველოში გადმონერგვის სურვილი. სწორედ ამ იდეით შეპყობილი რესპუბლიკელები ახლა წელზე ფეხებს იდგამენ, ეკლესია და პატრიარქი ცოცხლად რომ დამარხონ, თვითონ კი ამის შემდეგ მშვიდად მოკალათდნენ ფუმფულა სავარძლებში, რადგან დასავლეთის დირექტივაც პირნათლად ექნებათ შესრულებული და თავიანთი პარტიული ამოცანაც.

ზემოთ ვთქვი და კიდევ გავიმეოებ: დღეს კოალიცია თვითლუსტრაციის რეჟიმშია. ეს შეუქცევადი პროცესია და უსათუოდ გაგრძელდება, მაგრამ ჯერ კიდევ სად ვართ. ხიდაშელ-უსუფაშვილის პარლამენტი კანონს კანონზე რომ მიიღებს და ქართულ სამართალწარმოებას ფილიპ დიმიტროვის რეკომენდაციებზე ააწყობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის ნექტარს მერე გავსინჯავთ. მაშინ მივხვდებით, რეალურად რა ტრამპლინია ეს ანტიდისკრიმინაციული კანონიც და რისთვის ამზადებენ ნიადაგს სამპროცენტიანი ნეოლიბერალები. ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არაფერია, ჩვენ მივისწრაფვით იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ქრისტეს გმობა და სოდომ-გომორული ცოდვა ჩვეულებრივი მოვლენაა; ეს ის ევროპაა, სადაც მშობლებს შვილს ართმევენ და ერთსქესიან «ოჯახებზე» აშვილებენ… აი, სულ ესაა ჩვენი «ისტორიული არჩევანი», ასე დახამებულები რომ შევნატრით, თორემ ჰიუგოსა და გოეთეს ან, სულაც, შექსპირის ევროპისგან უკვე ბუნდღაც აღარ არის დარჩენილი.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო მაინც ვერ ასცდება დასავლურ მანკიერებებს. ეტყობა, ეს სახადი განგების მიერ მოვლენილი განსაცდელია და უნდა გადაილახოს. მთავარია, საზოგადოებამ დროულად გამოიცნოს ხელისუფლების მზაკვრობები, მთავრობასა თუ პარლამენტში კუდიანობას გასაქანი რომ არ მიეცეს. სხვა დანარჩენი კი უკვე ტექნიკური საკითხია და ხალხმა საარჩევნო ყუთთან უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა სათავეში ხიდაშელ-უსუფაშვილებს, ხმალაძე-ბერძენიშვილებს, მილიონის შოვნის მსურველ მძიმეწონიან სუბიექტებსა და ჩოხა-ახალუხში გახვეულ მედროვეებს…

ჯაბა ჟვანია

P.S. მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი ანტიდისკრიმინაციული კანონი მალე შევა ძალაში, ამიტომ, ვინც არ იცის, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ განსხვავებულ ადამიანებთან, განსაკუთრებით _ სექსუალურ უმცირესობებთან, სიფრთხილე და მოწიწება გვმართებს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტყვის _ პიდარასტის ხმამაღლა წარმოთქმაც კი შეიძლება თქვენ მიმართ სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდეს. ასე რომ, ნუ დაარღვევთ სხვის უფლებებს, იყავით კანონმორჩილნი და ტოლერანტულნი!

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here