კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 160 ჯარისკაცის განადგურება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ასეთი შედეგი ფრონტის მთელ ხაზზე შეინიშნება, _ განაცხადა ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა pravda.ru–სთან საუბარში.
“დანაკარგები მიუთითებს იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მანიაკური სიჯიუტით უტევს შეხების ხაზს, ცდილობს მის გარღვევას და რაღაც ტაქტიკური წარმატების მოპოვებას. მას ეს არ გამოსდის”, _ განმარტა ანალიტიკოსმა.
მისი თქმით, ძირითადი ტაქტიკა, რომელსაც დღეს მისდევს უკრაინის შეიარაღებული ძალები, არის ხარვეზების პოვნა რუსეთის არმიის დაცვაში. ამისთვის კი ისინი იყენებენ ტაქტიკური ჯგუფების ცალკეულ ასეულებსა და ბატალიონებს, რომლებიც ცდილობენ, შეუტიონ საბრძოლო შეხების ხაზს იმ იმედით, რომ ეს მანევრი წარმატებას მოუტანთ.
“მაგრამ რუსეთის არმია ფრონტის ხაზის გასწვრის პოზიტიურ და მანევრულ თავდაცვაზე გადავიდა, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთი მცდელობები ძირშივე აღიკვეთება ხოლმე და უკრაინელები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან”, _ აღნიშნა ლეონკოვმა.
გიორგი გაჩეჩილაძე