ცნობილმა მეწარმემ, კორპორაციების _ SpaceX–სა და Tesla–ს _ შემქმნელმა ილონ მასკმა დასავლეთი გააფრთხილა: თუკი რუსეთის ხელისუფლება ყირიმზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით, _ წერს pravda.ru.
ბიზნესმენის თქმით, მოსკოვი ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო-საზღვაო ბაზად აღიქვამს. მასკმა ყირიმი სტრატეგიული მნიშვნელობით ჰავაის კუნძულებს შეადარა.
“ასეთი სცენარის შემთხვევაში რუსეთი ვერ მიიღებს ყირიმს, თქვენ კი შეძლებთ, თავი ინუგეშოთ ამ აზრით და უყუროთ სოკოს მსგავს ღრუბელს”, _ აღნიშნა მასკმა.
უფრო ადრე მან განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია, 30 წუთში გაანადგუროს დასავლეთის ქვეყნები.
ლუკა მაისურაძე