Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირიც და თურქეთიც ცდილობენ სომხეთის და საქართველოს თავის მხარეზე გადაბირებას. სომხეთთან აქტიურად...

ევროკავშირიც და თურქეთიც ცდილობენ სომხეთის და საქართველოს თავის მხარეზე გადაბირებას. სომხეთთან აქტიურად მუშაობენ, საქართველოს ჯერ მხოლოდ პირი მოუსინჯეს.

136

ეს ძალიან მომგებიანია შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის და, პრსპექტივაში, მოიყვანს ნატოს კასპიის ზღვამდე და ირანის ჩრდილოეთ საზღვრამდე.

პროდასავლური ძალები სომხეთის შიგნით შეეცდებიან წარმოაჩინონ დასავლეთისთვის შესაძლო ჩაბარება, როგორც იძულებითი ღონისძიება, რუსეთისა და ОДКБ –ღალატისგამო ოსმანთა ურდოების საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის საფრთხის ასაცილებლადხოლო პარიზის და ბრიუსელის, როგორც შუამავლების მონაწილეობამ მოლაპარაკებებში უნდა დაამშვიდოს სომხური საზოგადოება და წარუდგინოს მას ევროკავშირისა და კოლექტიური დასავლეთის ილუზორულიგარანტიები“.

პრაღაში კიდევ ერთი ნიშანდობლივი ამბავი მოხდა: ალიევმა წამოაყენა ინიციატივა, შეოქმნას უსაფრთხოების სამმხრივი პლატფორმა აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს მონაწილეობით. დიდი ალბათობით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი ე.წ. უსაფრთხოების გარანტირების საბაბით პროცესში თურქეთის ჩართვა და მისი, როგორც ამიერკავკასიაში მშვიდობის მთავარი გარანტორის დამაგრება იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორის დაკნინების ხარჯზე.

6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტზე პრაღაში თურქეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები გამართეს. ამის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გამართეს ცალკე შეხვედრა, რომელიც პირველი იყო 13 წლის განმავლობაში ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის.

საუბარი ჯერ ერდოღანმა, ალიევმა და ფაშინიანმა დაიწყეს და მალე მათ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც შეუერთდა.

საფრანგეთის ლიდერი აქ შემთხვევით აშკარად  არ ყოფილა და მაკრონს ამ შეხვედრის დროს ერდოღანის ფიგურის დაბალანსების ფუნქცია ჰქონდა, რათა სომხეთის პოზიციები გაეძლიერებინა.

სავარაუდოდ, ამ საჯარო აქციას წმინდა საიმიჯო ამოცანა ჰქონდა, მას უნდა ეჩვენებინა მთელ მსოფლიოს, ევროკავშირის, ამიერკავკასიის და მთელი მცირე აზიის საზოგადოებისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესში არის პროგრესი და ეს მიიღწევა არა რუსეთის, არამედ თურქეთის და დასავლეთის მონაწილეობით.

ალბათ  იგივე მიზანი ქონდა ერდოღანსა და ფაშინიანს შორის პირადი მოლაპარაკებებსაც, რომელიც 6 ოქტომბრის საღამოს უკვე ცალკე გაიმართა. ანკარისთვის ეს რეალური გარღვევაა ერევანთან ურთიერთობებში, ვინაიდან ორი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა ჯერ კიდევ 2009 წელს შედგა.

ერდოღანს მალე საპრეზიდენტო არჩევნები ექნება და მისთვის ახლა მნიშვნელოვანია ეს ქმედება წარმოაჩინოს აზერბაიჯანის საერთო სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვებად, რომელიც მიღწეულია თურქეთის პირდაპირი მხარდაჭერით და რომელიც ახლა ოფიციალურად ფორმდება.

თურქეთს ეს განსაკუთრებით სჭირდება ანკარასა და ათენს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, როდესაც სომხეთთან ურთიერთობები დემონსტრაციულად თბება და განიხილება საზღვრების გახსნის საკითხები, რომლებიც ჩაკეტილი იყო 1993 წლიდან. ამ ნაბიჯით, პოტენციური ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხური ფრონტი, თითქოს, ლიკვიდირებულია.

შესაძლებელია, რომ ერდოღანს ამის მიღწევა სურდა ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში სამარყანდის შანხაის ორგანიზაციის შეხვედრის ფარგლებში, მაგრამ მაშინ ეს არ გამოუვიდა, რადგან ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა სამიტში მონაწილეობაზე, რითაც ორი ოსმანური სახელმწიფოს ზეწოლისგან დაიძვრინა თავი. ეხლა, როგორც ვხედავთ, ასეთი მცდელობა მას აღარ ჰქონია.

ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეთანხმებულია ვაშინგტონთან და ლონდონთან, ასევე პარიზთან და ბრიუსელთან. უფრო მეტიც, ერდოღანთან შეხვედრის მერე ფაშინიანი ალიევთან ცალკე მოლაპარაკებებზე აღმოჩნდა უკვე ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მონაწილეობით.

ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ  სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისთვის ევროკავშირი მისიას გააგზავნის.

  მისიის მუშაობა ოქტომბერში დაიწყება და მაქსიმუმ ორი თვე გაგრძელდება. მისიის მიზანია ნდობის დამყარება ორ ქვეყანას შორის და საზღვრის დემარკაციის კომისიების საქმიანობაში წვლილის შეტანა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა პაშინიანის, ალიევის, მაკრონისა და მიშელის მოლაპარაკებების შემდეგ.

მისია სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში განთავსდება.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდების და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის (დეკლარაცია დსთ-ს მიზნებისა და პრინციპების შესახებ) მიმართ, რომლითაც ისინი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ.

„სომხეთი დათანხმდა წვლილი შეიტანოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განხორციელებაში აზერბაიჯანის საზღვარზე, რომელიც ასევე თანახმაა თანამშრომლობაზე“, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ და მათი დავალებით, 24 მაისს გაიმართა პირველი შეხვედრა ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანსა და ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევს შორის.  მხარეები მაში ასევე შეთანხმდნენ, რომ იგივე ფორმატის მეორე შეხვედრა მოსკოვში, მესამე კი ბრიუსელში გაიმართებოდა. 30 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქში გამართულ მეორე შეხვედრაზე მხარეებმა აზრთა არსებითი გაცვლა-გამოცვლა გამართეს კომისიების მუშაობისა და ერთობლივი საქმიანობის რეგლამენტზე.

ბაქოს მოთხოვნები გასაგებია. ალიევი და ერდოღანი მიიჩნევენ, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, სომხეთმა კი თავისი ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფანი უნდა გახსნას, რომელიც ბაქოს პირდაპირ დააკავშირებს ნახიჩევანთან და ანკარასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში „თურქული ინტერნაციონალი“ შეწყვეტს სამხედრო ზეწოლას და გავლენას სომხეთის საზღვარზე და განახორციელებს ნანატრ დელიმიტაციას და საზღვრების დემარკაციას.

პრაღაში კიდევ ერთი ნიშანდობლივი ამბავი მოხდა: ერდოღანი-მაკრონი-მიშელი-პაშინიანი-ალიევის მოლაპარაკებების ჩამთავრების შემდეგ ალიევი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მისი სიტყვებით, სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა (შეიერთა ყარაბაღი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და სომხეთსა და თურქეთს შორის დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი) და  წამოაყენა ინიციატივა, შეოქმნას უსაფრთხოების სამმხრივი პლატფორმა აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს მონაწილეობით.

ამის იქით აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღარ წასულა, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ინიციატივას გაგრძელება ექნება და მისი მთავარი მიზანი ე.წ. უსაფრთხოების გარანტირების საბაბით პროცესში თურქეთის ჩართვა და მისი, როგორც ამიერკავკასიაში მშვიდობის მთავარი გარანტორის დამაგრება იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორის დაკნინების ხარჯზე.

ეს, სხვათა შორის, ძალიან მომგებიანია აშშ-სთვის, ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, პოტენციურად მოჰყავს ნატო კასპიის ზღვასთან და ირანის ჩრდილოეთ საზღვრამდე. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პროდასავლური ლიბერალური ელიტის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში ერევანი ადვილად შეიძლება ეკონომიკურად და პოლიტიკურად შთანთქოს „ოსმანთა სივრცემ“. მით უმეტეს, რომ პაშინიანს არცახის გადაცემას უკვე არავინ აღარ სთხოვს.

შესაძლო დათმობები პაშინიანმა შეიძლება წარმოადგენოს, როგორც აუცილებელი ზომა რუსეთისა და ОДКБ -ს “ღალატის” გამო „ოსმანთა ურდოების“ თვით სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრის საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობით, ხოლო პარიზის და ბრიუსელის, როგორც შუამავლების მონაწილეობამ მოლაპარაკებებში უნდა დაამშვიდოს სომხური საზოგადოება და წარუდგინოს მას ევროკავშირისა და კოლექტიური დასავლეთის ილუზორული „გარანტიები“.

რა თქმა უნდა, ერევანი ბალანსის და მრავალვექტორული პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა და ერთდროულად აწარმოებდა ტერიტორიული დავების განხილვას ამერიკელებთან, ევროპელებთან, როგორც ახლა ამ შემთხვევაში,  და რა თქმა უნდა რუსებთან.

რა თქმა უნდა, ფაშინიანს არ შეუძლია დაუყოვნებლივ თქვას უარი  რუსეთის ხელმძღვანელობის მონაწილეობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, რადგან გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის არსებობა და კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნა ბაქოსა და ანკარას პირდაპირი ექსპანსიის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია. ხოლო საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს, რომლებიც შორს არიან, უბრალოდ არ შეუძლიათ და არც სურთ რეალური მხარდაჭერა გაუწიონ სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას.

ამიტომ, ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი გაფრინდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც დსთ-ს სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს მოუყვა ჩეხეთში შემოთავაზებული ყველა ვარიანტი. მაგრამ სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მმართველი ლიბერალური ელიტის რუსეთისგან თანდათანობით დისტანცირების ალბათობა საკმაოდ სავარაუდოა.

მოსკოვს, რა თქმა უნდა, აქვს ერევანზე გავლენის სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტები ამის თავიდან ასაცილებლად. რუსეთი ასევე არ იყო უმოქმედოდ და თანამშრომლობდა ბაქოსთან, შესთავაზა რა ორივე რესპუბლიკას ერთობლივი მშვიდობიანი განვითარება საერთო ინტეგრაციული პროექტების ფარგლებში.

უფრო მეტიც, ყველა უნდა დარწმუნებულიყო, რომ ევროკავშირის, თურქეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის რეალური სტაბილიზაციით და სთავაზობს ორივე რესპუბლიკას წინააღმდეგობების აღმოფხვრას და ერთობლივ მშვიდობიან განვითარებას საერთო ინტეგრაციული პროექტების ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, ყველა დასავლელი მოთამაშე მხოლოდ იმას ცდილობს, ხალხები ერთმანეთს წაკიდოს, თამაშობენ წინააღმდეგობებზე და ხან კონფლიქტის ერთ მხარეს ეხმარებიან და ხან – მეორეს. ამიტომ, ევროკავშირის შუამავლობით რეგიონში გრძელვადიან მშვიდობაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here