Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოვას სწრაფი ტემპით ამზადებენ ომისთვის

მოლდოვას სწრაფი ტემპით ამზადებენ ომისთვის

139

ოკეანის გაღმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინელთა მხარდამხარ მოლდოველებმაც უნდა იბრძოლონ ვაშინგტონის ინტერესების დასაცავად

1 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვს სტუმრობდნენ გერმანიისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებიკრისტინ ლამბრეხტი და ვასილე დინკუ, რომლებიც მოლდოველ კოლეგა ანატოლი ნოსატის შეხვდნენ და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს, _ იუწყება politnavigator.net.

კონსულტაციების მიმდინარეობისას მინისტრებმა მოლდოვის არმიის მოდერნიზაციაზე იმსჯელეს. მაგალითად, გერმანია მოლდოვას დრონებისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა. ბუქარესტთან კი, რომელიც, დიდი ხანია, ეხმარება მოლდოვის არმიას, კიშინიოვმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოილაპარაკა.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კიშინიოვში ვიზიტი “რეგიონული უსაფრთხოების უკიდურესად რთულ კონტექსტში” მიმდინარეობდა.

სამხედრო სფეროში მოლდოვისა და დასავლეთის მოლაპარაკებებზე politnavigator.netთან სოციალურპოლიტიკური კვლევებისა და რეგიონული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა იგორ შორნიკოვმა ისაუბრა.

პოლიტნავიგატორი”: _ გერმანია მოლდოვას უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება, სად შეიძლება გამოიყენოს ეს დრონები მოლდოვამ?

იგორ შორნიკოვი: _ ზოგიერთი ღია წყარო უკვე წერს, რომ მოლდოვა უპილოტო საფრენ აპარატებს დნესტრისპირეთ-უკრაინის საზღვრის გასაკონტროლებლად გამოიყენებს. მაგრამ საეჭვოა, გერმანელებსა და რუმინელებს ასე ეშინოდეთ მთლიანად დაბლოკილი საზღვრის მონაკვეთზე უკრაინელი არალეგალი ლტოლვილების ან ვიღაც კონტრაბანდისტების შესვლის, რომ ასეთისაჩუქრებითგაანებივრონ მოლდოველები. არც იმას ვფიქრობ, რომ გერმანელებმა და რუმინელებმა უცებ გადაწყვიტეს, უზრუნველყონ მოლდოვის სამხედრო უპირატესობა დნესტრისპირეთზე, ვითარება გაცილებით სახიფათოა.

მოლდოვის მილიტარიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება. ახლა დაიწყება მოლდოველი ძალოვნების გაწვრთნა, რათა მათ იარაღის თანამედროვე სახეობების გამოყენება ისწავლონ.

ცხადია, რომ ეს კეთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლის კონტექსტში. ოკეანის გაღმა ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უკრაინელთა მხარდამხარ მოლდოველებმაც უნდა იბრძოლონ ვაშინგტონის ინტერესების დასაცავად.

მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ანგლოსაქსებს შეუძლიათ, ის რუსეთთან ომში ჩაითრიონ, მაგალითად, პროვოკაციის მოწყობით დნესტრისპირეთის მიმართულებით, სადაც დისლოცირებულია რუსეთის სამშვიდობო ძალები. ანგლოსაქსები ხომ პროვოკაციების მოწყობისა და საინფორმაციო ომის ცნობილი ოსტატები არიან. კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთის სამშვიდობო ძალების ან დნესტრისპირელთა დადანაშაულება მათთვის, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა. გერმანიისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები კი მოცემულ შემთხვევაში კვლავ თავიანთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ნუთუ ამ ქვეყნებისთვის ცოტაა უკრაინა?!

პოლიტნავიგატორი”: _ როგორ მიესადაგება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად მოლდოვის ეროვნული არმიის მოდერნიზაცია ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს?

იგორ შორნიკოვი: _ ეს, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან კავშირში არ არის. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვა, დიდი ხანია, მონაწილეობს პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობისთვის”; რომ მოლდოველი ოფიცრები, დიდი ხანია, სტაჟირებას გადიან აშშ-ში და ნატოს კონტინგენტთან ერთად მონაწილეობენ სამხედრო სწავლებებში; რომ მოლდოველი სამხედროების უნიფორმაც კი ნატოს ნიმუშების მიხედვითაა შექმნილი. ეს შეიძლება აიხსნას ნატოს სტანდარტების დამკვიდრების მცდელობითაც, მაგრამ მოლდოვაში სწორედ ბოლო თვეებში სწრაფად მკვიდრდება ნატოს მხარდამჭერი ტენდენციები: მოლდოვის ხელისუფლება რეგულარულად გამოხატავს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსისადმი უკმაყოფილებას და ეს ხდება ახლა, როცა მეზობლად შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. სწორედ ამჟამად დაიწყეს მათ არმიის მოდერნიზაციაზე ზრუნვა და სამხედრო სწავლების ჩატარება ნატოელი სამხედროების მონაწილეობით.

და ეს ხდება იმ პირობებში, როცა დნესტრისპირეთში კონფლიქტი მოუგვარებელია. ჩვენ არ გვსურს, ეს დავიჯეროთ და არ გვსურს აშკარა სიგნალების შემჩნევა, მაგრამ მოლდოვას მისი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ სწრაფი ტემპით ამზადებენ ომისთვის.

პოლიტნავიგატორი”: _ ამჟამად შესაძლებელია ვითარების გამწვავება დნესტრისპირეთში?

იგორ შორნიკოვი: _ ამისთვის მოლდოვა ჯერჯერობით მზად არ არის. ჩემი აზრით, უახლოეს ხანში მოლდოვაში ვითარების გამწვავება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მომავალი წლის პერსპექტივა საგანგაშოა.

როგორც ვხედავთ, მოლდოვის ხელისუფლება აღებული კურსიდან გადახვევას არ აპირებს, დასავლეთის მიერ დასახული ამოცანებიდან ყურადღების გადატანა ვერ აიძულა კიშინიოვის ცენტრში მასობრივმა პროტესტმაც კი. არადა, პროტესტი, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება, ამიტომ ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი გუნდი ესკალაციას ვერ გაბედავენ. ისინი არიან სუსტი და დამოკიდებული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ სხვისი პოლიტიკური ნების აღსრულება შეუძლიათ.

პოლიტნავიგატორი”: _ მოლდოვაში ისმის რადიკალი პოლიტიკოსების მოწოდებები, რომ ქვეყანამ უკრაინის მსგავსად მოითხოვოს ნატოში ინტეგრაცია. ხომ შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ანალოგიით, რომელიც სასწრაფოდ მისცეს, მოლდოვაც ჩართონ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში?

იგორ შორნიკოვი: _ ეს თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად დასავლეთს არ სურს. ნატოში გაწევრება ალიანსის მხრიდან დაცვას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ანგლოსაქსებს მოლდოველთა მიმართ სულ სხვა გეგმები აქვთ. იმის გათვალისწინებით, რა უპასუხა სტოლტენბერგმა კიევს, კიშინიოვმა ეს არც უნდა სცადოს.

პოლიტნავიგატორი”: _ მოლდოვის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კიშინიოვმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა რუმინეთთან, რადგან ესგაძლების ერთადერთი გზაა”. “მოლდოვისა და რუმინეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისას ცუდი არ იქნება, თუ შემუშავდება პანრუმინული სივრცის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგია, _ ამბობს მმართველი პარტია PASის ერთერთი იდეოლოგი ანატოლი ცარანუ.

იგორ შორნიკოვი: _ პირველ რიგში, მოლდოვას თავს არავინ ესხმის. მოლდოველებმა, უწინარესად, უნდა “გაძლონ” სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით; მოილაპარაკონ “გაზპრომთან” ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებაზე მისაღები ფასით; გადააგორონ ზამთარი; დაეხმარონ მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, შეაჩერონ ინფლაცია.

მაგრამ არა, კიშინიოვში საქმის კეთება არ სურთ, ხოლო ცარანუს მსგავსი ადამიანები ჯიუტად უბიძგებენ მოლდოვას რუმინეთისკენ. მკაფიოდ ჩანს, რომ PASის გუნდი მოლდოვის სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციაზე მუშაობს, რათა არავინ ინანოს, როდესაც მოხდებაუნირია (გაერთიანება _ გ.გ.).

მეორე _ “პანრუმინული სივრცის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგია, ფაქტობრივად, უკვე არსებობს. ეს არის უწყებათაშორისი შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, რუმინელი ძალოვნები შეიყვანონ მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით, თუ რეჟიმს საფრთხე დაემუქრება შიგნიდან.

ბუქარესტსა და კიშინიოვს შორის დამატებითი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებით ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება გავრცელდეს სხვა სფეროებზეც, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებზე. და, თუ ასე მოხდება, მაშინ მოლდოვის ნეიტრალიტეტს, რომელიც ისედაც ფორმალურია, შეიძლება წერტილი დაესვას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here