Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთმა რუსეთი ღარიბი ქვეყნების გლობალური ბაზრის კანონებით მოატყუა

დასავლეთმა რუსეთი ღარიბი ქვეყნების გლობალური ბაზრის კანონებით მოატყუა

თანამედროვე კაპიტალიზმი მხოლოდ თავისი შემქმნელების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს

104
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი გადის პორტიდან

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკაცრ კრიტიკას, რომ უკრაინული მარცვლეულიმესამე სამყაროსღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდების (რაზეც რამდენიმე თვის წინათ დასავლეთი გაჰყვიროდა) ნაცვლად მოულოდნელად წავიდა ევროკავშირის ქვეყნების ბეღლებში, პასუხი ოკეანის გაღმიდან მოჰყვა, _ წერს svpessa.ru.

ეს პასუხი, ალბათ, პოლიტოლოგიისა და პოლიტეკონომიის სახელმძღვანელოებში უნდა შევიტანოთ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასანქციო პოლიტიკის კოორდინატორმა ჯეიმს ბრაიენმა აღნიშნულ საკითხზე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე (სადაც გაისმა ვლადიმერ პუტინის განცხადება), გამართულ დისკუსიას “გარკვეული თვალსაზრისით შეცდომაში შემყვანი უწოდა”.

ბრაიენმა აღნიშნა, რომ კრიტიკის ერთი მიმართულება იყო ის, რომ სურსათი არ წავიდა გლობალური სამხრეთის იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ღარიბია. მისი აზრით, საქმეგლობალურ ბაზრებშია”, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სად მიდის საკვები, ხორბლის ეს კონკრეტული კალათა, ის ზრდის გლობალურ მიწოდებას და საშუალებას აძლევს სხვა ადამიანებს, იყიდონ სხვა ხორბალი”, _ ასე ჩამოაყალიბა მან დასავლური სამყაროს ლიდერების ეკონომიკური პოლიტიკის არსი.

ადრე პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან იმსჯელა უკრაინის მარცვლეულის საკითხზე, რადგან ეს მარცვლეული არ მიდის უღარიბეს ქვეყნებამდე. ჩვენ თურქეთთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინული მარცვლეულის გასატანად. და, თუ თურქეთს გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, პრაქტიკულად, მთელი მარცვლეული წავიდა არა უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებში”. რფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში ღარიბ ქვეყნებში შეიტანეს სულ 60 ათასი ტონა მარცვეული 2 მლნ ტონიდან. პუტინი დარწმუნებულია, რომ ასეთი მიდგომით სურსათის პრობლემის მასშტაბი უფრო გაფართოვდება და შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

ისტორიული კვლევების მხარდამჭერი ფონდის ხელმძღვანელი ალექსეი ანპილოგოვი დაწმუნებულია, რომ “მარცვლეულის საკითხი” უნდა განვიხილოთ გლობალური კაპიტალიზმის ჭრილში, რომლის ჩარჩოებშიც მოქმედებენ დასავლური ქვეყნები.

_ ეს მოდელი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩამოყალიბდა. მან შექმნა ეკონომიკური სისტემის მეორე პოლუსი, რომელიც ჩართული არ იყო გლობალურ მოდელში და ჰქონდა საკმაო ავტონომიურობა. საერთოდ, გლობალიზმი აღმოცენდა, როგორც კლასიკური იმპერიალიზმის გაგრძელება, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო არენაზე დარჩა მხოლოდ ერთი გლობალური იმპერია _ აშშ, სწორედ მან ჩამოაყალიბა ეს გლობალური, ანუ “საერთო” ბაზარი.

თავდაპირველად ეს იყო ტარიფების კომისია, შემდეგ _ საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახლა კი ჩვენ ვცხოვრობთ ამ გლობალური მსოფლიოს ნგრევის პერიოდში, რომელიც კვლავ იშლება ვალუტის ზონებად, ახლა დასავლეთში მხოლოდ ზარმაცი არ საუბრობს გლობალიზმის სიკვდილზე.

“СП”: _ ლაპარაკით კი ლაპარაკობენ, მაგრამ მარცვლეული თვითონ მიაქვთ.

_ გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკის ფარგლებში, რომელზეც  ვისაუბრე, ეს აბსოლუტურად ლოგიკური ჩანს. დასავლეთის ქვეყნებს აქვთ ფინანსური უპირატესობა, უფრო მეტს იხდიან მარცვლეულში. ამიტომ მარცვლეულის მარშრუტები მიემართება თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნებისკენ და არა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის უღარიბესი ქვეყნებისაკენ, რომლებშიც ახლა მარცვლეულის კრიზისია. მათ ხომ არ შეუძლიათ მარცვლეულში მაღალი ფასის გადახდა?!

“СП”: _ ეს ნათელი შეიქნა მოგვიანებით თუ მარცვლეულის გატანის დაწყებისას?

_ უნდა გავიხსენოთ უკრაინის პორტიდან გასული პირველი გემის ისტორია. ის ლიბანში შევიდა. მაგრამ იქაურმა მყიდველმა უარი თქვა, იმიტომ, რომ მარცვლეულის ფასი იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე კონტრაქტით გათვალისწინებული. შეთანხმება გაფორმდა იანვარში. ტვირთი კი, რომელიც ლიბანში გაცილებით გვიან ჩავიდა, რამდენიმეჯერ ძვირი ღირდა, ამიტომ ითქვა უარი.

“СП”: _ ღარიბმა და მშიერმა ქვეყნებმა კი, რომლებითაც აპელირებდა დასავლეთი, თითქმის ვერაფერი მიიღეს.

_ შეგახსენებთ, რომ გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა ზნეობისა და მორალის კატეგორიებით არ მუშაობს. თუ ეს მომგებიანია, მაშინ მისაღებია. და ახლა დასავლურმა ქვეყნებმა არა მხოლოდ განბლოკეს და წაიღეს უკრაინული მარცვლეული, არამედ დაბლოკეს რუსული მარცვლეული, რომელიც უღარიბესი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/economy/article/345731/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here