ჟურნალისტმა, ტელერადიოკომპანია RAI–ის ყოფილმა პრეზიდენტმა მარჩელო ფოამ დასვა კითხვა _ რატომ მოილაპარაკეს საფრანგეთმა და გერმანიამ ერთმანეთისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ სხვა ევროპული ქვეყნების ინტერესების გაუთვალისწინებლად? _ და სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა, _ წერს ria.ru.
“საფრანგეთი, _ აღნიშნავს ფოა, _ ბუნებრივი აირის მიწოდებას დაჰპირდა გერმანიას გფრ-დან ელექტროენერგიის მიღების სანაცვლოდ. ყველა დანარჩენი ქვეყანა, მათ შორის იტალია, მოკვეთილია, რასაც არავინ აპროტესტებს, მაკრონი კი ამას ევროპულ სოლიდარობას უწოდებს”.
ლუკა მაისურაძე