Home ახალი ამბები მსოფლიო WSJ: აშშ უკრაინაში სპეციალური სამხედრო მისიისთვის ემზადება

WSJ: აშშ უკრაინაში სპეციალური სამხედრო მისიისთვის ემზადება

144

გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, უკრაინაში სამხედრო მისიას სპეციალური სახელწოდება მიანიჭოს და მისი ხელმძღვანელობა მოქმედ გენერალს მიანდოს. ეს მოწმობს იმას, რომ ვაშინგტონს განზრახული აქვს კონფლიქტში პირდაპირი ჩართვა და უკრაინაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გადასროლა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. ეს კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ესკალაციას რეგიონში, – იუწყება avia.pro.

მოპოვებული მონაცემებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ვაშინგტონი ერთ მისიაში აერთიანებს სამხედრო ძალებს და პასუხისმგებელ პირად ნიშნავს მაღალი რანგის ოფიცერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება უკრაინელი სამხედროების სწავლების ამერიკულ პროგრამას და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას.

ე.წ. კურატორების გამოჩენა მიუთითებს, რომ აშშ-ს განზრახული აქვს, კონფლიქტში ჩაერიოს, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რეგიონში სრულიად სხვა მასშტაბის შეტაკების ალბათობის გამო. ამას, სხვათა შორის, არც მალავენ უკრაინაში.

ვაშინგტონის მხრიდან ეს ფორმალური აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ ამერიკის არმია მონაწილეობს კონკრეტულ საომარ მოქმედებაში და ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს იარაღისა და საბრძოლო მასალების გადმოცემის პროცედურებს”, _ განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ბორისლავ ბერეზამ.

ამ მომენტისთვის ვაშინგტონის მხრიდან ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა, მაგრამ ვითარება მოუთითებს იმაზე, რომ რეგიონში დაძაბულობა მხოლოდ მოიმატებს, ამასთანავე, გამორიცხული არ არის ინსტრუქტორების სახით ამერიკელი სამხედროების გადაყვანა უკრაინაში.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/wsj-ssha-gotovyatsya-k-provedeniyu-specialnoy-voennoy-missii-na-ukraine

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here