Home ახალი ამბები მსოფლიო “რუსეთი იბრძვის ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის”

“რუსეთი იბრძვის ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის”

203

ფსონზე დევს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე უკრაინა, ევროპა და თუნდაც ევრაზიაა. აშშისა და მისი მოკავშირეებისთვის ლაპარაკია მსოფლიოზე ბატონობის კოლონიური სისტემის ბედზე, _ განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელმა, გენერალპოლკოვნიკმა ვლადიმერ მატვეევმა საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის კონფერენცია MCIS-2022-ზე გამოსვლისას. ამის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Politrus.

“უკრაინაში სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ დიდი ხნის წინათ მომწიფებული ტენდენციების გახსნითა და დაჩქარებით ქირურგიული ზემოქმედება იქონია საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე. აშკარაა, რომ მსოფლიო “ბრტყელი” კი არა, როგორც ამერიკელი გეოპოლიტიკოსები გვარწმუნებდნენ, არამედ მოცულობითი და მრავალწახნაგოვანია.

1990-იან წლებში ჩამოყალიბებული ერთპოლუსიანი მსოფლიო სულაც არ არისისტორიის დასასრულიდა მხოლოდ მისი ხანმოკლე ეპიზოდია. ახლა ის სრულდება და ადგილს უთმობს მრავალპოლუსიან მოწყობას. ეს პროცესი მტკივნეულია, უწინარესად, დასავლეთისთვის, მაგრამ შეუქცევადი.

აღსანიშნავია გააფთრება, რომლითაც აშშ და ნატო ცდილობენ, არ მისცენ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბუნებრივი, კანონიერი უფლება, ისევე, როგორც უკრაინის რუსულენოვან და არამხოლოდ რუსულენოვან მცხოვრებლებს, შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა და განამტკიცონ კავშირები რუსულ სამყაროსთან.

აშკარაა, რომ დასავლეთი კიევის რეჟიმის ბედით არ არის შეშფოთებული, საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული მონაცემებიდან ჩანს, რომ დასავლელმა კურატორებმა ის თითქმის ჩამოწერეს და გეგმებს აწყობენ უკრაინის მიწების სრულიად თუ არა, მათი ნაწილის გასაყოფად და ოკუპაციისთვის.

სინამდვილეში ფსონზე დევს გაცილებით მეტი, ვიდრე უკრაინა, ევროპა და თვით ევრაზიაა. ვაშინგტონსა და მისი მოკავშირეებისთვის ლაპარაკია მსოფლიოზე ბატონობის კოლონიურ სისტემაზე, რომელსაც დასავლეთი მეთოდურად აგებდა, სულ ცოტა, ბოლო 4 ასწლეულის განმავლობაში. ახლა კი “ის “ნაკერებზე ირღვევა”.

მასობრივი დეკოლონიზაციის პროცესი დე იურე, რა თქმა უნდა, დაიწყო გასული საუკუნის შუა წლებში, მაგრამ ჩაგვრისა და დამორჩილების ბორკილები დე ფაქტო შენარჩუნებულია. ყოფილი დასავლური მეტროპოლიის მიდგომას თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოების მიმართ კარგად წარმოაჩენს ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბენჯამინ დიზრაელის ფრაზა: კოლონიები არ შეწყვეტენ კოლონიებად ყოფნას იმის გამო, რომ მათ მოიპოვეს თავისუფლება”.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ცალკეული, ერთმანეთის კონკურენტი ევროპელი კოლონიზატორების შემცვლელად მოვიდა მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები. ის თავს არ იწუხებდა ურთიერთობაში ფორმალური პოლიტიკური დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, მაგრამ იყენებდა იძულების ნეოკოლონიურ ზომებს _ ეკონომიკურს, იდეოლოგიურს, ჰუმანიტარულს. იქ, სადაც ეს ზომები არ ჭრიდა, ამერიკელები იყენებდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს, სახელმწიფო გადატრიალებებსა და პირდაპირ სამხედრო ჩარევას.

მაგალითად, კარგად არის ცნობილი აშშ-ის მონაწილეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერმინისტრ პატრის ლუმუმბას, დომინიკელი სახელმწიფო მოღვაწის _ რაფაელ ტრუხილიოს, ვიეტნამის პირველი პრეზიდენტის _ ნგო დინ ზიემის მკვლელობებში; სახელმწიფო გადატრიალებაში: 1953 წელს _ ირანში, 1954 წელს _ გვატემალაში, 1973 წელს _ ჩილეში; თავდასხმებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ჯოუ ენ ლაისა და კუბის ლიდერ ფიდელ კასტროზე. ამ სიის გაგრძელება ძალიან დიდხანს შეიძლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშის მიერ დაწყებული იძულებითიდემოკრატიზაციააისახა იუგოსლავიის დაბომბვაში, ავღანეთის, ლიბიის, ერაყის დანგრევაში. ესდემოკრატიზაციაარსით კოლონიური ხასიათის იყო, რადგან, უწინარესად, მიმართული გახლდათ ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის წართმევისკენ.

ამასთანავე, ერაყის კამპანიის დაწყებისთანავე “ამერიკელებს რაღაც ისე არ აეწყოთ, როგორც საჭირო იყო”.

ეს ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბა საერთაშორისო პოლიტიკის გამოჩენილმა ამერიკელმა ექსპერტმა ფარიდ ზაკარიამ: “იმპერიამ მეტისმეტად დაძაბა ძალები და თანდათან გადაიქცა გაბერილ, დასაჭურისებულ ჰეგემონად, რომელსაც არ ძალუძს ძალაუფლებაზე თავისი უფლების განმტკიცება რეალური ნაბიჯებით”.

 ამ დასკვნის მართებულობას უკრაინის კრიზისი ადასტურებს.

საილუსტრაციო მაგალითი: მიმდინარე წლის თებერვალში ინდოეთმა და გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა, ჩინეთთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ ანტირუსულ რეზოლუციას.  სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის ყველა საელჩოებს გაუგზავნა ცირკულარი, რომელშიც იყო მოთხოვნა, ინდოეთისა და არაბეთის წარმომადგენლებისთვის ეცნობებინათ, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია ვაშინგტონისთვის, თუმცა მეორე დღესვე დეპეშა უკან გაიწვიეს. ამასთანავე, ამერიკის პოლიტიკურ თანამეგობრობაში აღიარეს, რომ აშშ უკვე აღარ შეუძლია პარტნიორებთანბუშიუმცროსის პერიოდის სულისკვეთებით”, ანუ ძალის ენით საუბარი.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ დასავლურ ე.წ. ბლოკადას, ანუ, როგორც დასავლეთში ამბობენ, “რუსეთის გაუქმების” კამპანიას არ შეუერთდა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა.

უფრო მეტიც, ვაშინგტონის აგრესიული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობა სულ უფრო ღიად ჩანს და აქ საქმე არ არის რუსეთისადმი სიმპათიაში. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესის არსის მართებულად შეცნობის შედეგი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არალეგალური დაზვერვის 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ისეთი, ვინც ჩვენსავით ფიქრობს, ძალიან ბევრია, მაგრამ ზოგს თავის წამოყოფის ეშინია”. ამ დარბაზში მსხდომი უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლები ნამდვილად არ არიან გაუბედავები. მერწმუნეთ, რუსეთში დიდად აფასებენ გაბედულებასა და პრინციპულობას.

უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი _ ეს არის აშშის პოლიტიკის, არსით რუსეთის კოლონიზაციის ჩაფლავება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დასავლეთის ჰეგემონიას საკმაოდ ძლიერად დაარტყა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა განვითარებამ. დღეს ე.წ. გლობალური სამხრეთი მსოფლიოს მთავარი ბეღელი, ფაბრიკა და კაცობრიობის აკვანია. მასზე მოდის პლანეტის მოსახლეობის 80% და მსოფლიო მშპ-ის ნახევარზე მეტი.

ბევრი არადასავლური ქვეყანა, უწინარესად, ჩინეთი და ინდოეთი, მნიშვნელოვნად უსწრებს განვითარებულ ეკონომიკებს ზრდის ტემპით.

წარმატებით მუშაობს და ვითარდება ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციები და ფორმატები, როგორიც არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია და ბრიჩსი.

“დიდ ევრაზიაში” ყალიბდება ურთიერთობების ხარისხობრივად ახალი სივრცე. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია არა მხოლოდ სამეურნეო პოტენციალების შეერთებაზე, არამედ იქ მცხოვრები ხალხების ცივილიზაციურ ერთობაზე. მტკიცდება დამოუკიდებელი ინტეგრაციული პროცესები აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც.

მნიშვნელოვანია, რომ ევრაზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ხალხებმა შეძლეს იმის შენარჩუნება, რაც დასავლეთმა, პრაქტიკულად, დაკარგა, უფრო ზუსტად, თვითონ გაანადგურა. მხედველობაში მაქვს ყოფის, ტრადიციების კავშირი სულიერ განზომილებასთან, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებში ადგილი დაუთმო მატერიალური წარმატების კულტს. ევრო-ატლანტიკური “ელიტა” თავისი ქედმაღლობითა და მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვით ადამიანებს უარს ეუბნება არა მხოლოდ რელიგიურ, ეკონომიკურ და სქესობრივ კუთვნილებაზე, არამედ ადამიანად ყოფნაზეც კი.

ჩვენთან არის ჭეშმარიტი ცხოვრება, მათთან _ ხრწნა და სულიერი დეგრადაცია.

ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ დომინაციის შესანარჩუნებლად აშშის ბრძოლაში მთავარი მსხვერპლი აღმოჩნდნენ ევროპის ქვეყნები. ბებერი კონტინენტი, რომელზეც ოდესღაც გაჩნდა პირველი მძლავრი მეტროპოლია, ახლა თვითონ იქცა აშშის კოლონიად. .. რუსული საფრთხის საბაბით ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, შეძლო თავისი სტრატეგიული პროექტის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. ეს არის პროექტი, რომელიც ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სულიერ დამორჩილებას ითვალისწინებს.

განსაცვიფრებელია, როგორ დაეცა დამამცირებელ მდგომარეობამდე ეს შესანიშნავი ცივილიზაცია. ამერიკელები ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს კარნახობენ ევროპის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის აშკარად დამღუპველ პირობებს და ისინიც ემორჩილებიან.

გარკვეული თვალსაზრისით, თვითონ ამერიკაც თავისი გლობალისტური ელიტის კოლონიური უღლის ქვეშ იმყოფება, რომელიც აშშ-ის ეკონომიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ რესურსებს თავისი ავანტიურებისთვის იყენებს. ამ გეგმებში რიგით ამერიკელებს (ისევე, როგორც ევროპელებს) გასახარჯი მასალის როლი აქვთ. ისინი ცხოვრობენ დავოსის ერზაც-რელიგიური ლოზუნგით, რომელიც 2 წლის წინათ წამოაყენეს: “2030 წლისთვის თქვენ არაფერი გექნებათ და თქვენ იქნებით ბედნიერი”.

ზოგჯერ რთულია, არ იფიქრო, რომ დასავლეთში აგორებული რუსოფობიის კამპანია წყვეტს ანალოგიურ ამოცანებს _ კონტროლის გაძლიერებას საზოგადოებაზე, მასობრივი მოხმარებისა და შობადობის შეზღუდვას, იმისთვის, რომ “ელიტამ” მსუბუქად ისუნთქოს”.

ამიტომ დღეს ევროპელ და ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინის ნეონაცისტურ რეჟიმთან სოლიდარობის მიზნით უარი თქვან გათბობასა და პირად ავტოტრანსპორტზე. ხვალ მათ, დიდი ალბათობით, ეტყვიან, რომ რუსეთთან ან, მაგალითად, ჩინეთთან ბრძოლა ტოტალური ტრანსჰუმანისტური დიქტატურის დამყარებას მოითხოვს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევრო-ატლანტიკური ელიტები ძალიან დიდხანს განიხილავდნენ მსოფლიოს, როგორც თავის განუყოფელ მამულს. და ისინი ამ ჩვეულებაზე უარს ნებაყოფლობით არ იტყვიან.

დასავლეთი სუსტდება, ბორძიკობს, მაგრამ თავი მაინც ძლევამოსილი ჰგონია.

ჩვენი მონაცემებით, თეთრ სახლში სერიოზულად ფიქრობენ გლობალური ლიბერალური დიქტატების რეანიმაციასა და განმტკიცებაზე. ამასთანავე, მსოფლიოს მრავალპოლუსიანი მოწყობა ან უგულებელყოფილია, ან ინტერპრეტირებულია, როგორც ანარქიის მოახლოების ნიშანი. ასეთი დრამატული მიდგომა, ერთი მხრივ, სასაცილოა, მეორე მხრივ, ძალიან სახიფათო. სახელდობრ, აქ იმალება მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

ძლევამოსილების დაკარგვასთან ერთად დასავლეთი, აშშის მეთაურობით, სულ უფრო აგრესიული და უგუნური ხდება. თავიანთი ძალების კონსოლიდაციისა და გადაჯგუფებისთვის დროის მოსაგებად აშშ და მისი სატელიტები შეეცდებიან სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ქაოსის დათესვას, ნებისმიერი მინავლებული პოტენციური კონფლიქტისცხელ წერტილადგარდაქმნას. ამ თვალსაზრისით მომატებული რისკის ზონაში იმყოფება მთელი ბალკანეთი, პოსტსაბჭოთა სივცე, სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონი, ინდოსტანის ნახევარკუნძული და ლათინური ამერიკა, აღარაფერს ვამბობ ახლო აღმოსავლეთზე. ამ ვითარებაში იმედისმომცემია ის, რომ აშშ არ არის საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთი სუბიექტი.

სხვა, უფრო პასუხისმგებლიან მსოფლიო და რეგიონულ მოთამაშეებს, თუ გაერთიანდებიან, თავისუფლად შეუძლიათ, წინ აღუდგნენ ამერიკელ ავანტიურისტებს და დამოუკიდებლად მოაგვარონ პრობლემები. ამის მაგალითი უამრავია.

ეს არის “ასტანის ფორმატი”, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გათვალისწინებული იყოს მონაწილეთა _ რუსეთის, თურქეთისა და ირანის _ ინტერესები სირიაში ვითარების ნორმალიზაციისთვის; ეს არის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი ძალისხმევით; ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმატებით მონაწილეობა ყაზახეთში ამბოხის ჩახშობაში.

ძალების კონსოლიდაცია ქვეყნებს აძლევს მდგრადობასა და სტრატეგიულ სიღრმეს, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს ახალი გადანაწილების პირობებში და ერთპოლუსიანი მსოფლიოდან მრავალპოლუსიან მსოფლიოზე გადასასვლელად.

გერმანიის პირველმა კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა თქვა, რომ ნამდვილი პოლიტიკა გამოარჩევს უნარს, “გაიგონო ღმერთის ფეხის ხმა მსოფლიო ისტორიაში და შეეცადო, ჩაეჭიდო მისი კალთის კიდეს, რათა მასთან ერთად იარო”.

ამჟამინდელ კრიზისს დაძლევენ ის სახელმწიფოები და ხალხები, რომლებიც ამოიცნობენ ცვლილებების მიმართულებას და ისტორიის სწორ მხარეს დადგებიან. დასავლეთი, რომელიც გააფთრებით ებღაუჭება წარსულს, მხოლოდ აღრმავებს თავის პრობლემებს. მისი დასასრული შეიძლება საშინელი იყოს.

ჩვენი მიზანი არ არის მსოფლიოს გადაკეთება, მით უმეტეს მასზე ბატონობა. რუსეთი იბრძვის ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში თანამზრახველი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გვყავს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.politrus.com/2022/08/20/world-analytics-4/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here