Home ახალი ამბები მსოფლიო ბაიდენმა 200-წლიანი ანდერძი რუსეთის მიმართ დაარღვია

ბაიდენმა 200-წლიანი ანდერძი რუსეთის მიმართ დაარღვია

172

გამოცემა Newsmaxის ანალიტიკოს პატრიკ ბიუკენენის აზრით, აშშის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისე გაიტაცა რუსეთთან დაპირისპირებამ, რომ აშშის მამადამფუძნებლების ანდერძი დაარღვია, _ წერს topnews.ru.

ექსპერტს, რომელიც მიუთითებს ისტორიულ რელიეფზე, მიაჩნია, რომ ბაიდენმა, როცა განაცხადა “დემოკრატსა და ავტოკრატს შორის ბრძოლაზე”, დაარღვია 200 წლისწინადელი წესი, რომლის მიხედვით ამერიკა შორს უნდა იყოს უცხო ქვეყნის ომებისა და კონფლიქტებისგან”.

ბიუკენენმა მოიყვანა აშშ-ის მე-6 პრეზიდენტ ჯო ადამსის ციტატა იმის შესახებ, რომ აშშ არ გადის საზღვრებს გარეთ საძებნელად მონსტრებისა, რომლებიც უნდა განადგურდნენ”.

ექსპერტის თქმით, “ასე იყო ოდესღაც, დიდი ხნის წინათ”. მან, აგრეთვე, გაიხსენა, რომ აშშ-ის მოკავშირეთა რიგებში არაერთხელ ყოფილა ავტოკრატი რეჟიმის ქვეყანა. თვითონ აშშ-ის დამოუკიდებლობა კი მხოლოდ ფრანგი “ავტოკრატის” _ მეფე ლუდოვიკო XVI-ის წყალობით შეიქნა შესაძლებელი, როცა მხარი დაუჭირა ამერიკას, ჩაერთო დიდ ბრიტანეთთან ომში და 1781 წელს იორკთაუნთან გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და იტალია, რომლებსაც ჰქონდათ კოლონიები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი აშშ-ის მთავარი თანამებრძოლი იყო სსრკ. ცივი ომის პერიოდში აშშ-ს მხარს უჭერდნენ აშკარად არადემოკრატიული ქვეყნები _ ირანი, ჩილე, ნიკარაგუა, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. ქედან გამომდინარე, ბაიდენის სიტყვები ავტოკრატიასთან ახალი ბრძოლის შესახებ არ შეიძლება სანდო იყოს. ექსპერტის აზრით, აშშ და ჩინეთი არ წარმოადგენენ საფრთხეს აშშ-ისთვის, სანამ შენარჩუნებულია დიპლომატიური ურთიერთობები. ბიუკენენმა აგრეთვე, მიუთითა თეთრი სახლის უფროსის ორმაგ სტანდარტზე, რომელიც არ ცდილობს დემოკრატიული რეჟიმის დამყარებას ეგვიპტეში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ყატარში, იემენში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ომანში.

ლუკა მაისურაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here