Home ახალი ამბები მსოფლიო შოიგუმ ახალი მსოფლიოს პარამეტრები დაასახელა

შოიგუმ ახალი მსოფლიოს პარამეტრები დაასახელა

“სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულს ჩაუყარა საფუძველი”

174

24 თებერვლის შემდეგ რუსეთი ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ ტრენდებს, რომლებსაც ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საპროგრამო გამოსვლით საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე.

საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის მე-10 კონფერენციაზე 16 აგვისტოს სიტყვით გამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მისი თქმით, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულს ჩაუყარა საფუძველი.

“მრავალპოლუსიანობა რეალობად იქცა. მსოფლიოს პოლუსები მკვეთრად გამოიხატა”, _ განაცხადა შოიგუმ და დასძინა: ამ პოლუსებს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ერთნი პატივს სცემენ სუვერენული სახელმწიფოების ინტერესებს, მეორენი კი _ უგულებელყოფენ. კოლონიალიზმის გამოცდილება დაეხმარა დიდ ბრიტანეთს, როგორც კიევის რეჟიმის მთავარ სპონსორს, უკრაინის ხელისუფლებასთან მუშაობაში”. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკრაინელთა ქვედანაყოფების ოპერაციები იგეგმება აშშსა და დიდ ბრიტანეთში. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები უკრაინელებს აწვდიან არა მხოლოდ შესატევი მიზნების კოორდინატებს, არამედ ამ მონაცემების შეიარაღების სისტემაში შეყვანასაც დასავლელი სპეციალისტები აკონტროლებენ”.

შოიგუმ უსაყვედურა დასავლეთს, რომ მას სურს, აფრიკაში კოლონიური წესრიგის დაბრუნება ქვეყნების სუვერენიტეტზე სამხედრო წნეხის, სეპარატიზმის მხარდაჭერისა და ტერორიზმის მეშვეობით. ამის ნათელი მაგალითია ლიბია. იქ ნატოს ინტერვენციის შემდეგ ჯერაც არ არის აღდგენილი სახელმწიფოებრიობა, დასავლეთ აფრიკაში კი ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ევროპის ქვეყნებში ჯარები შეიყვანეს.

აფრიკის ქვეყნების მთავრობები და ხელმძღვანელები, როგორც იტყვიან, “უძლებენ დარტყმებს”, ცდილობენ, განიმტკიცონ სუვერენიტეტი, განავითარონ ეკონომიკა და თავდაცვისუნარიანობა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში”, _ აღნიშნა შოიგუმ და ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიისწრაფვის აფრიკის ქვეყნების ურთიერთქმედების გაფართოებისკენ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში.

თავის გამოსვლაში შოიგუმ უსაყვედურა აშშ-ს ე.წ. მონროს დოქტრინის შესაბამისად ლათინურ ამერიკაში გავლენის გაფართოებისა და რეგიონის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევის მცდელობის გამო.

“ლათინურ ამერიკაში აამოქმედეს ანტირუსული საინფორმაციო კამპანიები, მალავენ სიმართლეს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზეზებსა და მიმდინარეობაზე. იქმნება ანალოგიები დიდი ბრიტანეთის ქმედებებთან მალვინის კუნძულებზე კონფლიქტის პერიოდში”, _ თქვა მინისტრმა.

ამ საკითხზე  რუსეთის საერთაშორისო საკითხების საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრია კორტუნოვი ამბობს, რომ ევროპაში რუსეთის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა კონტინენტის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

 “ე.წ. დიდი ევროპული სამეული (გერმანია, საფრანგეთი და იტალია) მხარს უჭერს კიევს, ამასთანავე, ცდილობს, კომუნიკაცია შეინარჩუნოს მოსკოვთან და მთავარი _ ამ ქვეყნებს სურთ დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარება”, _ თქვა პოლიტოლოგმა. დიდი ბრიტანეთი კი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან ერთად “ძალისხმევას არ იშურებს  უკრაინის სრული და უპირობო გამარჯვებისთვის”. სწორედ ამ გარემოებების გამო სიტყვით გამოსვლისას შოიგუს ყურადღება მიპყრობილი იყო დიდ ბრიტანეთზე, მის პოლიტიკურ ამბიციებზე, ინგლისის კოლონიურ გამოცდილებაზე.

კორტუნოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გავლენას იქონიებს აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე და ისინი რუსეთისკენ გადაიხრებიან.

პოლიტოლოგი დიმიტრი დრობნიცკი მიუთითებს, რომ ბრიტანეთი ახლა გარედან სრულიად მართავს უკრაინას და “მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებდა ინდოეთში”. ბრიტანეთის გამოცდილება ინდოეთის სისტემური კოლონიალიზმისა ჰგავს იმას, რაც ამჟამად ხდება უკრაინაში _ მასების, ელიტების, სამხედროების მართვა, “ახალი ადამიანის გამოზრდა”.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არგენტინელებს მოეწონებოდათ შოიგუს პასი, როდესაც მინისტრმა ფოლკლენდის კუნძულებს მალვინის კუნძულები უწოდა, იმიტომ, რომ ეს ფორმულირება გააღიზიანებდა ლონდონს.

“ამჟამინდელი ვითარება ხასიათდება იმით, რომ ჩვენმა “პარტნიორებმა” გაანადგურეს ყველა წესი, ისინიც კი, რომლებიც თვითონ შემოიღეს საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით, ამიტომ წესები აღარ არსებობს.  ერთადერთი წესი, რომელსაც რუსეთი იტოვებს, არის ის, რომ რუსეთი საიმედო პარტნიორია”, _ მიაჩნია ექსპერტს.

აფრიკის ქვეყნებისადმი მიმართვისას მინისტრი შემთხვევით არ შეხებია ნეოკოლონიალიზმის თემას. დღეს აფრიკის ქვეყნებს მეორედ უპირებენ კოლონიზაციას”, _ აღნიშნა დრობნიცკიმ და დასძინა, რომ ბევრმა აფრიკელმა ლიდერმა განათლება მიიღო საბჭოთა კავშირში, შემდეგ _ რუსეთში და  “რეფლექსების დონეზეხვდებიან, რომ ნეოკოლონიალიზმის უკან დგანან ლონდონი, ვაშინგტონი და ბრიუსელი.

“მათთვის აფრიკა ისეთივე ასათვისებელი გარემოა, როგორიც არქტიკა და კოსმოსი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ხალხი ცხოვრობს”, _ მიაჩნია დრობნიცკის.

თუ აშშ-მა და განსაკუთრებით ბრიტანეთმა შოიგუსგან საყვედურები საკმარისად მიიღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთი გარკვეულწილად დაინდო.

აფრიკაზე ლაპარაკისას შოიგუმ ახსენა კონტინენტის ბევრი ქვეყანა, რომელთა მბრძანებელი პარიზი იყო, მაგრამ ახლა ეს ქვეყნები მეგობრულად არიან განწყობილნი რუსეთისადმი. ეს კიდევ ერთი მსოფლიო ტრენდია: რუსეთთან კარგი დამოკიდებულება აქვს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნეოკოლონიალიზმის აღორძინებას. დამიუხედავად იმისა, რომ პარიზზე გადაკვრით იყო ნათქვამი მინისტრის გამოსვლაში, მან საფრანგეთი მაინც არ დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ნეოკოლონიალურ პოლიტიკას.

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორ ვიქტორ ხეიფეცის აზრით, ამერიკელები არ შეეგუებიან გავლენის დაკარგვას ლათინურ ამერიკაში, სადაც მათთვის მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთია.

ხეიფეცის თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლათინურ ამერიკაზე, მაგრამ ეს ქვეყნები ყოველთვის არ არიან სოლიდარულები მოსკოვის მიმართ პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა რუსეთს შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მას მხარს დაუჭერენ ვენესუელა, ნიკარაგუა, კუბა და ოლივია, ხოლო ბრაზილია, არგენტინა და მექსიკა უფრო სოლიდარულები რომ იყვნენ რუსეთთან, საჭიროა მათთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისთვის ისინი, აშშ-ის საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად, მზად არიან”, _ დარწმუნებულია ხეიფეცი.

გიორგი გაჩეჩილაძე

ამონარიდები შოიგუს სიტყვით გამოსვლიდან:

* ევროპაში ვითარება უსაფრთხოების სფეროში უფრო ცუდია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში იყო;

* დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების გამო, რადგან ისინი იარაღით ამარაგებენ უკრაინას;

* უკრაინაში რუსეთს უპირისპირდებიან დასავლეთის გაერთიანებული ძალები, რომლებიც მართავენ უკრაინის ხელისუფლებას ჰიბრიდულ ომში;

* გლობალური უსაფრთხოების სისტემა რადიკალურად იცვლება, აშშისა და მათი მოკავშირეების უპირობო დომინაცია წარსულში რჩება;

* ნატოს ძალისხმევა მიმართულია კიევის რეჟიმის აგონიის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ალიანსში ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ;

* სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა, მისი მთავარი დანიშნულება ბირთვული თავდასხმის შეკავებაა;

* AUKUS-ის ჩარჩოებში ევროპიდან ბირთვული წვრთნების გადატანა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ააფეთქებს რეგიონს. შესაძლოა, სწორედ ამ მიზანს ისახავს აშშ.

https://vz.ru/politics/2022/8/17/1172866.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here