Home რუბრიკები საზოგადოება ვინ გაიტანს ძაღლს?

ვინ გაიტანს ძაღლს?

620

«…მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვით, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობამიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში…» _ პრემიერის ამ ისტორიულ სიტყვებზე ბედნიერების ცრემლი უხვად ჩამოვყარე, ხოლო მის დანარჩენ ნალაპარაკევს ყურადღება არ მივაქციე. «გავიმარჯვეთ!» _ გავიფიქრე და იმ ღამეს მკვდარივით მეძინა.

 

მეორე დილით, ეიფორიაში მყოფს, კვლავ მომინდა მოსმენა ბატონ ღარიბაშვილის მთავრობის ისტორიულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვისა! მოვუსმინე ბოლომდე… და ეს, რა გაიგო ჩემმა ყურებმა!.. «…ჩვენ აღნიშნული საკითხი განვიხილეთ კოალიციის პოლიტსაბჭოზე, სადაც ერთხმად მოგვიწონეს აღნიშნული ინიციატივაო».

_ ეს კაცი უთუოდ «გვაბოლებს!» _ ამჯერად სიმწრის ცრემლებმა დამივსო თვალები. _ გამორიცხულია, ასეთი ინიციატივა მოსწონებოდა კოალიციის პოლიტსაბჭოს ყველა (ხაზს განსაკუთრებით ვუსვამ) წევრს, მაგალითად, ჯორჯ სოროსის ოფიციალურ მოჯამაგირეებს, ე. წ. რესპუბლიკელებს ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ვილნიუსში რომ გაურკვეველი სქესის კეტრინ ეშტონთან ერთად «დააპარაფირა» საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; და, ჩემი რწმენით, სრულიადაც არაშემთხვევით დემოკრატიული საქართველოს ჰიმნად გაისმა «შალახოს» (ცვედანთა ცეკვის) «დიდებული» ჰანგები…

მიხვდი, ალბათ, ძვირფასო მკითხველო, რომ ბატონი ღარიბაშვილის ეს მაამებელი ინიციატივა ხელისუფლების მორიგი «ტროას ცხენია»! ქურუმ ლაოკოონის გაფრთხილებას მოვიშველიებ, რა თქმა უნდა, გათანამედროვებულ ვარიანტში, დავუშვათ ასე: «მეშინია «მეოცნებეების» მიერ კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის განსაზღვრისაც კი!», და ვიმედოვნებ, რომ «ქართული ოცნების» «ათინა» _ ხიდაშელი (რომელსაც, როგორც საგარეჯოს მაჟორიტარს, დღემდე ვერ მოუგვარებია სოფელ გომბორში წყალდიდობის შედეგად მოშლილი პატარა ხიდის აღდგენაც კი!) მოსახრჩობად არ გამომიგზავნის ორ გველს _ თეა თუთბერიძისა და ნინია კაკაბაძის სახით!…

სამხედრო ხელოვნებაში არსებობს ყურადღების გადატანის მანევრი, ანუ როდესაც მცირე ძალებით შეტევის იმიტაციას ახორციელებ მოწინააღმდეგის დაცვითი ხაზის ყველაზე ძლიერ მონაკვეთზე და, ამავე დროს, ძირითადი ძალებით უტევ მის ყველაზე სუსტად გამაგრებულ წერტილს.

საქმე კი ასეა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი უეჭველად ელოდნენ ფსევდოლიბერალების მორიგ, საზღვარგარეთიდან უხვად დაფინანსებულ თავდასხმას, კერძოდ, 17 მაისს. სამი თვით ადრე გაიხსნა ბერი გაბრიელის საფლავი და სალოსის წმინდა სხეული სამების ტაძარში დააბრძანეს. ამ თვენახევრის განმავლობაში წმინდანის თაყვანსაცემად სამ მილიონამდე ადამიანი მივიდა! ასეთი «სიბნელის» და «შუა საუკუნეების ფანატიზმის» დამნახავმა ევროკავშირის და აშშის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ «ნაყოფი» (ქართველი ერი) არაა მომწიფებული წალეკვისთვის და ქვეშევრდომებს (საქართველოს ხელისუფლებას) სასწრაფოდ უბრძანეს «თანამედროვე ევროპული ფასეულობებისგან» 180 გრადუსით შემოტრიალება, ანუ მისთვის ზურგის მიქცევა, დროებით. მაშასადამე, კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ «ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა», ხელისუფლების მხრიდან იძულებული ნაბიჯია, რომელსაც ერთი მიზანი აქვს _ ქართველი საზოგადოების ყურადღების გადატანა, მოდუნება და დამშვიდება (ყურადსაღებია, რომ ღარიბაშვილის პარალელურად, ე. წ. ლგბტ-ს ქართულმა ფილიალმა «იდენტობამ», ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზეზით, უარი განაცხადა 17 მაისის აქციის ჩატარებაზე). ხელისუფლება კი შეტევას მთელი პროპაგანდისტული ძალით განახორციელებს ერის თავდაცვის ყველაზე სუსტად გამაგრებულ და, უნდა ითქვას, მიტოვებულ «უბანზე»  _ ბავშვებსა და მოზარდებზე! და ეს არაა ჩემი ფანტაზია!

ამ რამდენიმე ხნის წინ გერმანიის სკოლებში შემოიღეს ე.წ. სექსის გაკვეთილი, როგორც სავალდებულო. გაცდენებისთვის მოსწავლეები და მათი მშობლებიც კი უმკაცრესად ისჯებიან (ამ უკანასკნელებს აპატიმრებენ). ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ეს «გაკვეთილი» უტარდებათ უმცროსი კლასის მოსწავლეებს. აი, ბრიტანეთმა კი, «დემოკრატიის» ამ ციტადელმა, გაუსწრო გერმანიას მსგავს «პროგრესში» და უკვე 5 წლის ბავშვებს ონანიზმის გაკვეთილებს უტარებს. «სახელმძღვანელოს», რომლითაც ბრიტანეთის მთავრობა «ანათლებს» ბავშვებს, ასეა დასათაურებული: «სექსუალური განათლება, განმარტებული 5 წლის ბავშვებისთვის». ამიერიდან ხუთი წლის ბავშვებს ყველაფერს მოუყვებიან სქესობრივ ურთიერთობებზე, მეტიც, ასწავლიან ონანიზმს. ეს «მსოფლიო ბესტსელერი» უკვე 30 ენაზე გადათარგმნეს (ქართულზეც) და მისი ავტორები არიან რობი ჰარისი და მაიკლ ებერლი. «წიგნი», როგორც მოსალოდნელი იყო, უხვადაა ილუსტრირებული უხამსი, ბავშვის ფსიქიკის გამანადგურებელი «სურათებით»; შინაარსზე კი, საერთოდ, უხერხულია ლაპარაკი!

საუბედუროდ, ამგვარი მაკულატურა ჩამოტანილია თბილისშიც. დედაქალაქის ერთერთი პრესტიჟული სკოლის დამწყებ კლასებში უცხოელი «ტრენერები» ჩვენს ბავშვებს «ატრენინგებენ»: «ვახომ ცოლად უნდა მოიყვანოს არა ნუცა, არამედ ბექა»…

თუ ამჟამინდელი ხელისუფლების ზემოხსენებული ინიციატივა თავისებურ «ნირვანაში» გადაგვიყვანს, ამ «ტრენინგებთან» ერთად ქართველ ბავშვებს ჩაუნერგავენ შემწყნარებლობას პედერასტობის, ლესბოსელობის, პედოფილიის, ზოოფილიის და, ეშმაკმა უწყის, კიდევ რა გაუკუღმართებისადმი! ამგვარად აღზრდილი ბავშვები რომ გაიზრდებიან, თავად გააუქმებენ კონსტიტუციაში ჩანაწერს: «ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა». ქვეყნის მთავარი კანონის «გადაკერგადმოკერვის» უსწრაფესი მაგალითი ნაპრეზიდენტალმა სააკაშვილმა ხომ უკვე «გვიბოძა».

ო! სხვათა შორის, სააკაშვილზეც. ამ საბრალო ორგანიზმს პატრონები არ აპატიებენ მის მიერ ერის ვერ გარყვნას. მართლაც, ბოლოს და ბოლოს, რისთვის მისცეს გასაძარცავად, საჯიჯგნად და ასაწიოკებლად საქართველო?! იმისათვის, რომ უამრავ ადამიანს თაყვანი ეცა წმინდა ბერი გაბრიელისთვის?! _ შეცდა «გრუზინებშიო»! _ დახმარების ხელს გაუწვდიან მისი გულშემატკივრები. უპასუხებენ: შეცდაო?! მსგავს შეცდომებს მხოლოდ საკუთარი სისხლით ასწორებენო!

ასეთია «თამაშის» წესი. თუ ადრე პოლიტიკოსები «ჭადრაკს» თამაშობდნენ, დღეს «დომინოს» დროა და «დომინოს პრინციპი» ბატონობს!

დაბოლოს, თუ ბატონ ღარიბაშვილს მართლა სურს ხალხში ავტორიტეტის მოპოვება, იგი ვალდებულია, იბრძოლოს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ეს სიტყვები ჩაიწეროს: «საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება უზნეობის პროპაგანდა და ბავშვთა სულების გახრწნა!».

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here