თუ ისტორიულ წყაროებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ მასობრივი შიმშილი თითქმის ყოველთვის _ უძველესი დროიდან დღემდე _ მნიშვნელოვანწილად ხელოვნურად იყო შექმნილი, ანუ ისეთი კატასტროფის ბუნება, როგორიც არის შიმშილი, არის სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო. საკვების უკმარისობა, შიმშილის პირველი მიზეზი კი არა, მრავალფაქტორიანი პროცესის შედეგია, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მასობრივ შიმშილს, _ წერს vz.ru.
საერთოდ, ბუნება ისეა მოწყობილი, რომ, როგორც წესი, თითოეულ სახეობას ჰყოფნის საჭმელი მის ნიშაში. შეფერხება კი სწრაფად გამოსწორდება ხოლმე, თუმცა ამისთვის ზოგჯერ იმ პოპულაციის რაოდენობის შემცირებაა საჭირო, რომელსაც საკვების დეფიციტი აქვს, მაგრამ ადამიანი მთლად ბიოცენოზში (ისტორიულად ჩამოყალიბებული არსებების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების ერთობა, რომლებიც ცხოვრობენ შედარებით ერთგვაროვან სივრცეში _ გ.გ.) არ ცხოვრობს, ე.წ. ნეოლითური რევოლუციით დაწყებული, ადამიანი ცხოვრობს ანთროპოცენოზში: მან თვითონ შექმნა გარშემო ცხოველებისა და მცენარეების ისეთი თანამეგობრობა, რომელიც მისთვის საყრდენია სამეურნეო საქმიანობასა და საკვებ ბაზაში.
ადამიანის მიერ შექმნილი ეკოსისტემა მეტ-ნაკლებად აშენებულია იმ პრინციპებზე, რომლებითაც ნებისმიერი სხვა, ანუ ის ავტომატურად უზრუნველყოფს პოპულაციას (მოსახლეობა) აუცილებელი საკვებით. დაიმახსოვრეთ ეს მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური პოსტულატი: ადამიანი არ “გამოიმუშავებს” საკვებს, “არ ზრდის და არ მოჰყავს”, მოჰყავს საკვები, არ ქმნის თავისთვის საკვებს, ადამიანი, რომელიც “ჩაშენებულია” ანთროპოგენურ ეკოსისტემაში მხარს უჭერს ამ სისტემას და ის ავტომატურად კვებავს ადამიანს. ეს არის არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ეკოსისტემის ნებისმიერი სახეობის არსებობის პრინციპი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ. ჩვენ არ ვართ, მაგალითად, ფუტკრებზე განსაკუთრებულნი, რომლებიც თავიანთ ფუნქციას ასრულებენ მცენარეების სიცოცხლეში (დამტვერვა) და ამისთვის იღებენ “ხელფასს”.
სხვა საქმეა, რომ ადამიანის ანთროპოგეოცენოზი ვრცელდება სრულიად პლანეტაზე და ეკოსისტემის წესები სამართლიანია მხოლოდ პლანეტის მასშტაბით.
რეგიონების (რომლებიც თითქმის ნეოლითში აღმოცენდნენ) და ეკონომიკური კავშირების გამო თანამეგობრობებს შორის (რომლებიც ასევე წარმოიქმნენ ნეოლითში) ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ხელოვნურად დაბლოკილმა უბანმა შეიძლება არ იმუშაოს, როგორც სრულფასოვანმა ანთროპოცენოზმა და დაბალანსებულმა ეკოსისტემამ.
ადამიანთა საზოგადოებებში მასობრივი შიმშილი თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია რეგიონებსა და რეგიონულ თანამეგობრობას შორის სისტემური კავშირების რღვევასთან. ასეთია ისტორიის დასკვნა.
როგორც ყველაზე აშკარა მიზეზი, ხშირად ფიგურირებს სასოფლო-სამეურნეო კატაკლიზმი: მაგალითად, გვალვა, რომელმაც გამოიწვია მოუსავლიანობა, მაგრამ გვალვა ძალიან იშვიათად არის ერთდროულად მთელ მაკრორეგიონში და არასდროს _ სრულიად პლანეტაზე. თუ კავშირები შენარჩუნებულია, სურსათ-სანოვაგე შეიძლება შეიტანონ მეზობელი ქვეყნებიდან. ამასთანავე, ყოველთვის არიან მეზობლები, რომლებიც მიწათმოქმედნი კი არა, მონადირეები, მეთევზეები ან მეცხოველეები არიან და მათ შეუძლიათ გაუნაწილონ საკვები. ვითარებამ, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიწვიოს არაეკვივალენტური გაცვლა, დაცემა, გაღარიბება, მაგრამ გაღარიბება სასიკვდილო შიმშილი არ არის.
სასიკვდილო შიმშილი ხელოვნურად იქმნება მათ მიერ, ვინც არღვევს კავშირებსა და სურსათ–სანოვაგის განაწილებას, როგორც თანამეგობრობებს შორის, ისე თვით თანამეგობრობის შიგნით.
შიმშილსა და შიმშილის საფრთხეს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდს. ძალაუფლებას საზოგადოებრივი მეურნეობა გადაჰყავს კონტროლს დაქვემდებარებულ, მაგალითად, მარცვლეულის წარმოებაზე. შემდეგ იწყებს მარცვლეულის მარაგების მონოპოლიზაციას; შემდეგ _ საზოგადოების მანიპულაციას, როდესაც გასცემს ან არ გასცემს მარცვლეულს საკვებად. ეს ფენომენი დაწვრილებით არის აღწერილი ლიტერატურაში.
შიმშილი და შიმშილის საფრთხე, აგრეთვე, არის გავლენისა და დამორჩილების საგარეო პოლიტიკური მექანიზმი.
კავშირების, მიწოდების გაწყვეტის, სურსათ–სანოვაგის გადასატანი გზების ბლოკირებით აგრესორი წარმატებით იმორჩილებს მსხვერპლს. საერთოდ, ადამიანთა საზოგადოებაში მასობრივ შიმშილს “პლანეტის ჭარბი მოსახლეობა” არ იწვევს, არც ბუნებაში საკვების უკმარისობა იწვევს და არც კატაკლიზმები. ეს არის პოლიტიკური წნეხის, სოციალური უთანასწორობის, მანიპულაციების შედეგი. დედაბუნება დამნაშავე არ არის, ნებისმიერი ბიოცენოზი, მათ შორის ანთროპოგეოცენოზი მოწყობილია და განწყობილია, რომ გამოკვებოს მასში მცხოვრები ყველა სახეობა. ახალი არაფერი ხდება.
დღეს გაერო შეშფოთებით იუწყება შიმშილის საფრთხეზე მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიწოდების შეჩერების გამო. და, თუ შიმშილი დაიწყება, ის იქნება ყველაზე ხელოვნური შიმშილი კაცობრიობის ისტორიაში.
ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთი შეუპოვრად ანგრევდა გლობალურ ეკონომიკას, წყვეტდა ეკონომიკურ კავშირებს, ართულებდა და ბლოკავდა ნებისმიერ კავშირს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, და ამით პლანეტას შიმშილისკენ უბიძგებდა. ახლა კი “მოულოდნელად” პლანეტას შიმშილი ემუქრება. რამე გასაკვირია? და რისთვის სჭირდება ეს დასავლეთს? _ გასაკონტროლებლად, დასამორჩილებლად, ძალაუფლებისთვის. დასავლეთს სურს, სურსათ–სანოვაგის ფლობა იყოს პრივილეგია და მასზე ხელი მიუწვდებოდეს რჩეულ სოციალურ ფენებსა და რჩეულ ქვეყნებს.
მდიდარ ქვეყნებში სურსათის უკმარისობა გამოიწვევს ფასების მომატებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაქვეითებას. ღარიბ ქვეყნებში კი ის დასრულდება მასობრივი შიმშილითა და სიკვდილის პირზე მიყვანით. შემდეგ კეთილისმსურველები დასავლეთიდან მასობრივი შიმშილის რეგიონებში ცოტაოდენ ჰუმანიტარულ საკვებს გაგზავნიან დიდი პომპეზურობით. იმ საკვებს, რომლებიც ჩუმად და პომპეზურობის გარეშე მოჰპარეს იმ რეგიონებს, რომლებიც შიმშილობდნენ.
სურსათ–სანოვაგის დეფიციტების მიზანმიმართულად შექმნა დასავლეთმა ე.წ. პანდემიის პერიოდში დაიწყო _ ჯერ პანდემია, შემდეგ “პანდემიასთან ბრძოლის კამპანია”, მერე უპასუხისმგებლო საფინანსო პოლიტიკა, არაუზრუნველყოფილი ფულადი ემისია, რათა შეესყიდათ რეალური აქტივები მთელ მსოფლიოში; შემდეგ _ სანქციები, რომლებსაც “ნაფლეთებად უნდა დაეგლიჯა” რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ ნაფლეთებად აქციეს გლობალური ეკონომიკა. და ახლა პლანეტას შიმშილი ემუქრება, დამნაშავე კი არის… რუსეთი! იმიტომ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება საშუალებას არ იძლევა უკრაინული მარცვლეულის გატანას, რომლითაც, როგორც გაირკვა, ნახევარი აფრიკა იკვებებოდა.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: “უკრაინული მარცვლეული სულ 5 მლნ ტონაა. დაე, გაიტანონ, არავინ უშლით, ხორბლის მსოფლიო მოცულობაში ეს 1%-იც არ არის. რუსეთი მზად არის 50 მლნ ტონის მისაწოდებლად, მაგრამ არა ყველა ქვეყნისთვის, არამედ მხოლოდ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ სასუქების მისაწოდებლადაც მზად ვართ, რომელთა გარეშეც მოსავლიანობა რამდენიმეჯერ შემცირდება. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად არაფერს ვხურავთ და ვაჩერებთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთს ყველაზე იოლად შეეძლო კრიზისის გადატანა ავტარქიის რეჟიმში. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი ჩვენი. თვითონ რუსეთია მაკრორეგიონი, ხოლო მოკავშირეებთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და პარტნიორებთან მეგობრული ქვეყნებიდან _ გლობალური კლასტერი, მეგარეგიონი”.
რუსებს ყველაფერი რიგზე აქვთ _ მათ აქვთ მარცვლეული, აქვთ ბუნებრივი აირი, გაიმზადებენ ფაფას და შეჭამენ, სხვებსაც დაეხმარებიან და უწილადებენ… ოღონდ მეგობრებს.
გიორგი გაჩეჩილაძე