Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ქუჩებში “ამერიკული სასაკლაო” დაბრუნდა

აშშ-ის ქუჩებში “ამერიკული სასაკლაო” დაბრუნდა

142

ამერიკის შეერთებული შტატები შავკანიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისადმი დამოკიდებულების სისხლიან ნაყოფს იმკის. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმემ გადაატრიალა არა მხოლოდ წარმოდგენა პოლიციის მუშაობაზე, არამედ ძალადობრივ დანაშაულთა სახელმწიფო სტატისტიკა. ამჟამად ამერიკელები თავდაცვის ერთერთ საშუალებად პირად იარაღს მიიჩნევენ.

2017 წლის 20 იანვარს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას american carnage თავის საინაუგურაციო სიტყვაში ამერიკელ ხალხს ბევრ რამესთან ერთად დაჰპირდა, რომ დანაშაულებს შეაჩერებდა.

დანაშაულებმა, ბანდებმა და ნარკოტიკებმა ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირესეს ამერიკული სასაკლაო (american carnage) შეწყდება პირდაპირ აქ და ახლა”, _ განაცხადა ტრამპმა მსმენელთა აპლოდისმენტების ქვეშ.

ამ საზეიმო დაპირებიდან 5 წელზე ცოტა მეტის გასვლის შემდეგ შეიძლება დარწმუნებით ითქვას _ თუკი ტრამპმა ტყუილი არ უთხრა თავის ამომრჩევლებს, სულ ცოტა, ძალიან შეცდა თავის პროგნოზებში.

ეს ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უფრო ჩანს.

“ამერიკული სასაკლაო” არათუ შეჩერდა, არამედ სიჩქარეს მოუმატა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ძალადობრივი დანაშაულის რეკორდული რაოდენობაა აღრიცხული.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ამერიკული საბჭოს მიერ მოწოდებული დანაშაულების ტენდენციების ანალიზის მონაცემებით, 2021 წელს ამერიკის დიდ ქალაქებში მკვლელობების რაოდენობამ 5%-ით მოიმატა 2020 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელთან შედარებით _ 44%-ით. მიმდინარე წელს ნიუ-იორკის პოლიციის სტატისტიკის დეპარტამენტის ბიუროს მონაცემებით, შეტყობინებები მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, თავდასხმასა და ძარცვაზე ზაფხულის ბოლოს 25%-ით მეტი იქნება, ვიდრე 2021 წელს იყო.

დიდი ვაშლი” (ასე ეძახიან ნიუიორკს) ამ მხრივ მარტო არ არის, კიდევ სულ ცოტა 5 დიდ ქალაქში მოიხსნება შარშანდელი რეკორდი დანაშაულის მოსახლეობის ერთ სულზე რაოდენობის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში დანაშაულის რაოდენობამ 2021 წელთან შედარებით 12%-ით მოიმატა.

2021 წელს აშშ-ში 8%-ით მოიმატა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავდასხმებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ და წინა წლის მონაცემებს სამი მეოთხედით გადააჭარბა. მთლიანად ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილიანობამ 43%-ით მოიმატა 2010 და 2020 წლებთან შედარებით.

განსაცვიფრებელია, რომ აშშ-ში _  ქვეყანაში, რომელშიც მოქალაქის წმიდათაწმიდა უფლებაა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა _ დღემდე არ არსებობს მონაცემების საერთო ეროვნული ბაზა იარაღის შემძენთა შესახებ. მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო დამზადების, შენახვის, გამოყენებისა და დანაშაულის თავიდან აცილების საკითხებით დაკავებულია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ფედერალური სააგენტო _ ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხების ბიურო (Bureon of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives, BATF). სწორედ BATF-ის მონაცემები წარმოაჩენს, რომ 2020 წელს პოლიციამ მოქალაქეებისგან 2-ჯერ მეტი იარაღის შეძენის დეკლარაცია დაარეგისტრირა, ვიდრე 2019 წელს (68 ათასი), რომლებიც დანაშაულის ჩადენამდე არაუმეტეს 7 თვით ადრე იყო ნაყიდი.

“2021 წელს ჩვენ ვნახეთ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობების სარეკორდო რაოდენობა, _ ამბობს მისურის უნივერსიტეტის  პროფესორი, ამერიკის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საბჭოს ანალიზის თანაავტორი რიჩარდ როზენფელდი. _ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დანაშაულის ჩადენისას გამოიყენეს, თითქმის ყოველთვის კანონიერად არის შეძენილი. ჩნდება კითხვა: როგორ ხვდება კანონიერად შეძენილი იარაღი იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც შეუძლიათ ის დანაშაულის ჩასადენად გამოიყენონ?”

Small Arms Survey-ის კვლევის შედეგების მიხედვით, იარაღზე სუსტი კონტროლის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოება ყველაზე შეიარაღებულია მსოფლიოში.

 2020 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ჯო ბაიდენი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ გააუქმებდა აქტს იარაღის კანონიერი ვაჭრობის დაცვის შესახებ (PLCAA, რომლის თანახმად, იარაღის მწარმოებელი პასუხს არ აგებს ამ იარაღით გამოწვეულ ზარალზე), რომ აკრძალავდა ე.წ. შტურმისთვის განკუთვნილი იარაღისა და მჭიდების გაყიდვას, აგრეთვე, შეზღუდავდა ადამიანის მფლობელობაში არსებული იარაღის რაოდენობას.  ბაიდენმა არ შეასრულა ეს დაპირება, ისევე, როგორც ბევრი სხვა, რომლებზეც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ილაპარაკა.

2020 წელს აშშ-ში 19 წლამდე ახალგაზრდის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის 4 300 შემთხვევა აღირიცხა. ეს 30%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შესადარებლად: 2020 წელს ავტოავარიაში 3900-მდე 19 წლამდე  ამერიკელი დაიღუპა.

10 ივლისს კინორეჟისორმა მაიკლ მურმა გამოაქვეყნა კონსტიტუციაში შესატანი შესწორების პროექტი, რომელსაც კონგრესს განსახილველად შესთავაზებს.

ამ პროექტის მიხედვით, მკაცრად უნდა შეიზღუდოს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა, შეძენა და გავრცელება.

მურის პროექტს, როგორც მოსალოდნელი იყო, მკაცრი კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იზიარებენ ჯო ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის მოსაზრებებს, იარაღის ფლობის კონსტიტუციური უფლება უკანასკნელი ბურჯია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დანაშაულის ჩასადენად აშშის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ქაოსური პოლიტიკის შედეგია, რომელმაც გახლიჩა ამერიკელი საზოგადოება, გააღვივა შეუწყნარებლობა და შეასუსტა სამართალდამცავი ორგანოების როლი დანაშაულების თავიდან აცილების საქმეში.

მოვლენებმა, რომლებიც მოჰყვა 2020 წლის 25 მაისს რეციდივისტ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, ქვეყანაში დანაშაულების მატებას მისცა ბიძგი. მკვლელობების რაოდენობა, რომლებიც 2020 წელს ჩაიდინეს, 30%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და უპრეცედენტოა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ამ დანაშაულებს ახლდა ქმედებები, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. მინეაპოლისში (სადაც მოკლეს ფლოიდი) მოძრაობამ, რომელიც პოლიციის აკრძალვას ითხოვდა, პოლიციის სტრუქტურის თითქმის ნახევარწლიანი პარალიზება გამოიწვია. ამ პერიოდში BLM-ის აქტივისტებისა და მათთან დაახლოებული ხულიგნების მოქმედებების ფონზე, კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, თუ მოპარული ქონების ღირებულება 950 დოლარს არ აღემატება, ეს დანაშაულებრივი ქმედება (ძარცვა, ქურდობა) სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ითვლება. ანალოგიური რამ დაწესდა ვაშინგტონსა და ნიუიორკშიც _ ოღონდ იქ დაუსჯელად ძარცვის ლიმიტი 1000 დოლარია.

2021 წლის მხოლოდ სექტემბერში ნიუ-იორკში ძარცვის შედეგად დაზარალებული  26 ათასი ადამიანის საჩივარი შევიდა სამართალდამცავ ორგანოებში, მსგავსი რამ 1995 წლის შემდეგ არ მომხდარა, დანაშაულების აფეთქება ნოყიერ ნიადაგზე მოხდა. 2020 წელს ვადაზე ადრე ციხიდან გათავისუფლებული დამნაშავე ელემენტები აქტიურად უწყობენ ხელს ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობის მატებას.

პოლიციამ და სასამართლოებმა, რომლებიც დეზორიენტირებულები არიან უაზრო ლიბერალიზაციით, 2020 წელს იმაზე ნაკლები ადამიანი დააპატიმრეს, ვიდრე წინა 35 წლის განმავლობაში. ამასთანავე, პოლიციელთა რაოდენობა 5,9%-ით შემცირდა.

ამ მოვლენების ფონზე, რომლებიც გაღრმავებულია ეკონომიკური კრიზისით, აშშ-ის პრეზიდენტმა პოლიციის სამმართველოების გასაძლიერებლად უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და მუნიციპალიტეტებს იმ საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდა რომლიც გათვალისწინებულია 2021 წლის “ხსნის ამერიკული გეგმით” (American Rescue Plan).

არადა, პოლიციის სამმართველოებისთვის ცდილობდნენ დაფინანსების შემცირებას.

გამოიყენეთ ეს სახსრები იმისთვის, რომ ყურადღება დაუთმოთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, _ ციტირებს ბაიდენს The New York Post-ი, _ გააკეთეთ ეს სწრაფად, ზაფხულამდე, როცა დანაშაულის დონე, ჩვეულებრივ, იმატებს ხოლმე. დღეს მიღებული ზომები გადაარჩენს სიცოცხლეებს ხვალ, გამოიყენეთ ფული, დაიქირავეთ პოლიციელები. შექმენით რეაგირების სისტემები”.

მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჩვეულებრივ დემაგოგიას, ფინანსების თანხლებითაც კი, ვითარების შეცვლა არ შეუძლია. დაპირისპირების სქემაში _ “დამნაშავე _ სამართალდამცველისისტემური ცვლილებები მოხდა. შეიცვალა კანონების სულისკვეთება, გაბუნდოვანდა ცნებადამნაშავედა, შესაბამისად, მასთან დაპირისპირების აუცილებლობაც.

სახელმწიფო, რომელიც წუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო სისხლის სამართლის დამნაშავეს წმინდანად აცხადებს, ხოლო ინსტრუქციით მოქმედ პოლიციელს _ ბოროტმოქმედად, საკუთარ თავს ართმევს დაცვის უფლებას და შესაძლებლობას, რომელიც მას აუცილებლად დასჭირდება უახლოეს ხანში, როცა კრიზისი ქუჩაში გამოიყვანს ათიათასობით ადამიანს. მათ ვერაფერს მოუხერხებენ დემოტივირებული პოლიციელები, რომლებსაც ახსოვთ ყოფილი კოლეგა დერეკ შოვინი, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დაადანაშაულეს და 22 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

ამ ქაოსურ ვითარებაში არგუმენტები იმ ამერიკელებისა, რომლებიც თავდაცვის ერთადერთ საშუალებად იარაღის შეძენის უფლების შენარჩუნებას მიიჩნევენ, უფრო დამაჯერებელია.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here