Home რუბრიკები საზოგადოება გივი ბერძენიშვილი: ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» სახით საქართველომ მმართველობის ახალი ფორმა _...

გივი ბერძენიშვილი: ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» სახით საქართველომ მმართველობის ახალი ფორმა _ ოლიგარქატი მიიღო!

1082

დაავადებული ეროვნული ცნობიერება, რომლითაც ქართველი საზოგადოება XXI საუკუნეს შეხვდა, გარანტიაა ერის ზნეობრივი დაცემისა და სულიერი გადაგვარებისა. სწორედ ამ დაავადების ვირუსი გავრცელდა ქართული საზოგადოების, უდიდეს თუ არა, დიდ ნაწილში მაინც; შედეგად, საზოგადოების ამ ნაწილს მოყვასი მტრად მიაჩნია და მტერი _ მოყვრად. სხვაგვარად ვერ ამიხსნია ჩვენი  ქვეყნის ბედოვლათი მესვეურების მიერ რუსეთის _ ისტორიულ მტრად, ხოლო თურქეთის ისტორიულ მოყვარედ გამოცხადება!..

 

ვისაც საქართველოს ისტორიისთვის გადაუვლია თვალი, კარგად იცის, როგორი «ისტორიული მოყვარე» იყო ჩვენთვის თურქეთი. მას, ასევე, ეცოდინება, რომ XIX საუკუნეში რუსეთმა იხსნა საქართველო და მისი მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისგან, რომელსაც გვიქადდნენ დასავლეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან _ სპარსეთი, ჩრდილოეთიდან კი _ ჩეჩნეთლეკეთი.

სწორედ რუსეთის მიერ საქართველოსადმი გაწეულმა ამ დაუფასებელმა დახმარებამ, გნებავთ, თანადგომამ, XIX საუკუნის ერის წინამძღოლების _ ილიას, აკაკის,  ვაჟას, გოგებაშვილის _ ცნობიერებაში დაამკვიდრა აზრი: თუ გინდა, მოსპო ქართველები, გადაამტერეთ ისინი ერთმორწმუნე რუსეთს. მტერს შეუსრულდება საწადელი: საქართველო _ ქართველების გარეშე.

იმათ კი, ვისაც ამის არ სჯერა, ვურჩევ წაიკითხონ ილია ჭავჭავაძის «ასი წლის შემდეგ».

ტრილიონების ფასად საბჭოთა კავშირის დაშლა-დანაწევრებისა და გაძარცვის შემდეგ, დასავლეთმა, კერძოდ კი, ამერიკულმა პირსისხლიანმა იმპერიალიზმმა საქართველოში მისივე ჩანერგილ «ეროვნულ მთავრობებს» უპირველეს ამოცანად სწორედ რუსეთის გადამტერება დაუსახა, რაც ზედმიწევნით შეასრულა «ნაცმოძრაობის» ხელისუფლებამ, რომელმაც თავის «საგარეო სამოქმედო ქარტიის» დოკუმენტებში რუსეთი #1 მტრად დაასახელა. ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ ბრძოლა სტალინის ფენომენთან. ამ ფენომენის დისკრედიტაციისთვის გააფთრებით იბრძვის დასავლური კოსმოპოლიტიზმი, რომელმაც ამ ბინძურ და სამარცხვინო საქმიანობაში მასშტაბურად ჩააბა ქვეყანაში არსებული ანტიეროვნული ძალები, ე. წ. მეხუთე კოლონა _ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებით ფინანსდებიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. დღეს «ნაცმოძრაობის» მიერ სტალინის ფენომენის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ესტაფეტა   «ქართული ოცნების» ხელისუფლებამ გადაიბარა, და ამ ბრძოლას შესაშური ენთუზიაზმით განაგრძობს.

ამას წინათ თელავში «თავისუფლების ინსტიტუტის» ეშმაკუნებმა მორიგი «შაბაში» ჩაატარეს _ დაამხეს სტალინის ძეგლი. ამ კუდიანთა თემობის მთავარ «ქურუმად» მოგვევლინა ვინმე ჩერგოლეიშვილი, რომელმაც საზოგადოებაში თავი უფრო ბოკერიას ცოლობით გაითქვა.

გვესაუბრება სტალინის ეპოქის გამოჩენილი მკვლევარი, მწერალი, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ტექნიკური და სამხედრო აკადემიების ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი გივი ბერძენიშვილი.

_ ბატონო გივი, სტალინის შეურაცხმყოფელი ფანჯიკიძეების, ოდიშარიების, ბერძენიშვილკორძაიებისა და სხვათა საქმეების გამგრძელებელმა ჩერგოლეიშვილმა თელავში სტალინის ძეგლის დამხობისას სტალინს სისხლიანი დიქტატორი უწოდა და ჰიტლერს შეადარა. თქვენი კომენტარი.

_ მკითხველმა განსაჯოს, რა შეიძლება ერქვას იმ ქვეყანას, იმ სახელმწიფოს, იმ ხელისუფლებას, იმ ერს, რომელშიც ნებისმიერი ვიგინდარა უფლებამოსილია, შეურაცხყოს და ყველა ბრუნვაში მოიხსენიოს კაცობრიობის მიერ მსოფლიოს გადამრჩენლად აღიარებული უძლეველი გენერალისიმუსი?! ან კიდევ, როგორ შეაფასებ იმ მთავრობის ზნეობრივ სახეს, რომელიც თავის სამშობლოში, ამერიკის ბრძანებით, სტალინის ძეგლებს ანგრევს, მაშინ, როცა თვითონ ამერიკაში სტალინის ძეგლებს დგამენ. ამერიკელთა ეს პრიმიტიული ხრიკი მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლების აშშისგან აბსოლუტურ დამოუკიდებლობაში!.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოს მართავენ აქ მოვლენილი ამერიკელი ელჩები, რომელთა გარეშე არ წყდებოდა და არ წყდება არც ერთი საშინაო თუ საგარეო საკითხი!..

დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: რატომ ებრძვიან სამოცი წლის წინათ გარდაცვლილ სტალინს ცოფმორეული ცილისმწამებლები? იმიტომ ხომ არა, რომ სტალინი დედამიწაზე ერთადერთი ლეგიტიმური «ხელმწიფე» იყო, რომელმაც ქრისტეს მოძღვრება გაიხადა ხალხთა ცხოვრების მოწყობის პროგრამად? იმიტომ ხომ არა, რომ სტალინის გაკეთებული უდიდესი მსოფლიო-ისტორიული სიკეთე ამხელს მათ? იმიტომ ხომ არა, რომ სტალინმა 1937 წელს შემუსრა, ტროცკიზმის სახით, საერთაშორისო კოსმოპოლიტიზმი? სტალინს მაშინ ტროცკიზმი რომ არ გაენადგურებინა, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს ვერ დაამარცხებდა! ან, იმიტომ ხომ არა, რომ სტალინმა შეწყვიტა ლენინისა და ტროცკის მიერ დაგეგმილი მსოფლიო რევოლუცია და, ნაცვლად კოსმოპოლიტური სახელმწიფოსი, შექმნა ეროვნულ-ინტერნაციონალური ზნეობრივი სახელმწიფო და კონკრეტული სამშობლო დაუბრუნა ხალხებს? ამით სტალინმა გააკეთა სიკეთე, რომლის მსგავსი მანამდე არც ერთ სახელმწიფო ლიდერს არ გაუკეთებია!

_ ბატონო გივი, რას ნიშნავს ნეოლიბერალების მიერ ასე მოწონებული კოსმოპოლიტიზმი?

_ ჩავიხედოთ ენციკლოპედიაში: «კოსმოპოლიტიზმი» _ ბურჟუაზიული რეაქციული იდეოლოგია, რომელიც ქადაგებს უარის თქმას ეროვნულ სუვერენიტეტზე, ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურაზე, უარყოფს პატრიოტიზმს». აქედან დასკვნა: სტალინი ებრძოდა კოსმოპოლიტიზმს, ბურჟუაზიულრეაქციული ძალები კი ებრძვიან სტალინს; და, რაც მთავარია, სტალინის წინააღმდეგ იბრძვიან ისეთი ცოფმორევით, გეგონებათ, ცოცხალ გამანადგურებელ ძალას ებრძვიანო! ესეც იმიტომ, რომ სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო მოდელი კაპიტალიზმს ამხელს გახრწნილებაში, ბოროტებაში, მილიონობით ადამიანის დამონებასა და რეპრესიებში. დღევანდელ კაპიტალიზმს არანაირი ადამიანური, ზნეობრივი ღირსება არ აქვს. მის ხელში უკვე მილიარდობით ადამიანი გმინავს!.. რა მივიღეთ 1991 წლის მერე, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს მოახვიეს კაპიტალისტური წყობა შესაბამისი «ეროვნული» ხელისუფლებებით?! 20 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 2 მილიონით და ახლა 3,5 მილიონსღა თუ შეადგენს. პირწმინდად განადგურდა ეკონომიკა, მიწასთან გასწორდა ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, გავერანდა სოფლის მეურნეობა; ყველაზე ნოყიერი მიწები, რომლებიც გლეხობამ უსახსრობის გამო ვერ დაამუშავა, ჩალის ფასად ხელთ იგდეს ამერიკელებმა, თურქებმა, არაბებმა, ინდოელებმა და სხვა გადამთიელებმა

მას შემდეგ, რაც «ნაცმოს» ხელისუფლება «ოცნებამ» შეცვალა, ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, როგორც სამართლიანობის აღდგენის, ასევე ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მხრივ, რასაც ჰპირდებოდა კიდეც წინასაარჩევნოდ «ოცნება» ხალხს. სამწუხაროდ, ყველა დაპირება მოსახლეობის ფართო ფენისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა. ის მხოლოდ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ ელიტას აუხდა, რომელმაც მიიღო გაორმაგებული, ასტრონომიული (ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის კვალობაზე) სიდიდის ხელფასები, პლუს თავისთვის გაწერილი ათიათასობით ლარის პრემიები, თურმე ნუ იტყვით, «ძალიან კარგი» (როგორც თვითონ ამბობენ) მუშაობისთვის. საინტერესოა, ფინანსთა მინისტრი, ბატონი ხადური რას ეძახის «ძალიან კარგ» მუშაობას? წლის ბოლოს დაცემულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ მორღვეულ, მილიარდიანი დეფიციტის სახელმწიფო ბიუჯეტს?! შედეგად, მმართველი ელიტა ახალ, 2014 წელს შეხვდა «ძალიან მსუყე» ქისით, გამთბარგაღუღუნებული სრასასახლეებით, დელიკატესებით გაძეძგილი მაცივრებით; სამაგიეროდ, მოსახლეობის 90%, მათ შორის პენსიონერები, ამავე 2014 წელს შეხვდნენ მწირი პენსიებითა და შემოსავლებით, ფასების უსაშველო ზრდით, გაყინული საცხოვრებელი ბინებითა და ცარიელი მაცივრებით.

რამდენიმე დღის წინათ ყურადღებით მოვუსმინე საქართველოს . . გადამრჩენელს _ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, ფაქტობრივად, «ჯვაროსნული ომი» გამოუცხადა ჩვენი ერის ერთადერთ დასაყრდენს _ მართლმადიდებლობას და წმინდა ეკლესიის _ ქრისტეს სხეულის გაკრიტიკებისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც კი არ ეზარება! ეს არნახული მკრეხელობაა და მინდა შევეკითხო ამ ბატონს _ ვინ ხართ თქვენ, მოკვდავო ადამიანო, რომ ამას ბედავთ?!

 ერთადერთი, რაც ამ გაუნათლებელმა (განსაკუთრებით ისტორიაში) კაცმა მოახერხა, არის ის, რომ ამერიკის დახმარებით ქვეყანას მოაშორა სრულიად დისკრედიტებული სააკაშვილი, შემდეგ საზოგადოების თვალის ასახვევად თავისი მარიონეტი ღარიბაშვილი დასვა პრემიერმინისტრად. ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟით საქართველოში ჩამოაყალიბა მმართველობის ახალი ფორმა _ ოლიგარქატი, რა თქმა უნდა, საკუთარი!.. ყოველივე ეს არის საქართველოს, ქართველი ერის წინააღმდეგ მიზანმიმართული აქცია, ორგანიზებული დასავლეთის კოსმოპოლიტ-გლობალისტების მიერ; და ეს მიზნად ისახავს ქართველი ერის, ქართველი გენის ფიზიკურ და სულიერ განადგურებას და ქართული სახელმწიფოს ისტორიის დასრულებას! ამიტომ ვალდებულნი ვართ, ხმა ავიმაღლოთ ქვეყანაში დამკვიდრებული ანტიეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ და ვაიძულოთ ხელისუფლება, უარყოს წინამორბედის მიერ აღიარებული დამღუპველი საგარეო პოლიტიკა!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

4 COMMENTS

  1. ტრილიონების ფასად საბჭოთა კავშირის დაშლა-დანაწევრებისა და გაძარცვის შემდეგ, დასავლეთმა, კერძოდ კი, ამერიკულმა პირსისხლიანმა იმპერიალიზმმა საქართველოში მისივე ჩანერგილ «ეროვნულ მთავრობებს» უპირველეს ამოცანად სწორედ რუსეთის გადამტერება დაუსახა, რაც ზედმიწევნით შეასრულა «ნაცმოძრაობის» ხელისუფლებამ, რომელმაც თავის «საგარეო სამოქმედო ქარტიის» დოკუმენტებში რუსეთი #1 მტრად დაასახელა.

    ნაცმოძრაობამდე რუსეთის მტრად გადაკიდების საქმეში ლომის წვლილი ჰელსინკის კავშირს მიუძღვის…. ნოვოდვორსაკაია რესაც გვმოძღვრავს ბრთყელ-ბრთყელი სიტყვებით. ჩვენი ბედოვლათობის ბრალია ყველაფერი, როგორც ეტყობა პატარა ერებიუსთვის დამახასიათებელია თავის ირგვლივ ეძებოს "დიდი პატრონი". ჩვენთვის ისტორიულად ესენი იყვნენ ირანი, ბიზანტია- შემდეგ ოსმალეთმა ჩაანაცვლა, რუსეთი და ახლა ამერიკა გამოჩნდა…

    • ერთადერთი, რისი კომენტარის სურვილიც მაქვს ის არის, რომ ”ორიანს” გიწერ საქართველოს ისტორიის ცოდნაში. გირჩევ, ამ სისულელეების წერას წიგნი აიღე და ცოდნას დაეწაფე.

  2. 30-თი ვერცხლი,იუდა მოღალატე მასონური ნაც-ოცნება ქართველმა პატრიოტმა ხალხმა უნდა გადააგდოს ჯანდაბაში ანუ მოუსავლეთში!

  3. სოციალურ ქსელში, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ შეიძლება ამ, არსებითად, სწორი აზრების გაბედვა და გამოთქმა, მაგრამ მდგომარეობა ერთობ მძიმეა. ამ აზრის საჯაროდ დაცვა საქართველოში უკვე შეუძლებელია. ეს უნდა ვაღიაროთ, რათა მდგომარეობის სიმძიმე გაცნობიერდეს და რაღაც პერსპექტივა გამოჩნდეს. ევროატლანტურ იდეოლოგიას ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე არსად ისე შთამბეჭდავად არ გაუმარჯვია, როგორც საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here