Home ახალი ამბები საქართველო უკრაინის პროცესებს ისტორიულ მოვლენათა გრძელი ჯაჭვი მოჰყვება

უკრაინის პროცესებს ისტორიულ მოვლენათა გრძელი ჯაჭვი მოჰყვება

775

2022  წლის 7 ივლისს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სახელმწიფო დუმის ფრაქციათა ლიდერებთანგადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ისტორიული ღონისძიება იყო, მაგრამ საქართველოში ეს ამბავი არც გაუგიათ. აქ მსოფლიოში მიმდინარე სიღრმისეულ პროცესებზე მეტად ის აინტერესებთ, სააკაშვილს რიგით მერამდენე ცოლი სტუმრობდა იმ დღეს ან რა თქვა ჩვენ შესახებ ვიღაც არახამიამ უკრაინაში.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე  უკრაინაზე  გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხიც წამოიჭრა, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერ კი – ორიოდე სიტყვით სამხედრო ოპერაციაზე, რომელზეც პუტინმა უაღრესად საყურადღებო ხაზგასმები გააკეთა: ,,.. კოლექტიური დასავლეთი რუსეთთან დამოკიდებულებაში უკიდურეს აგრესას ავლენსრატომ? იმიტომ, რომ ისეთი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, მათ საერთოდ არ სჭირდებათ. სწორედ ამიტომ უჭერდნენ ისინი მხარს რუსეთის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს დამეხუთე კოლონას“, ტერორიზმს და სეპარატიზმს. ნი იღებდნენ და დღემდე იღებენ უპირობო მხარდაჭერას სწორედ ამ კოლექტიური დასავლეთისგან“.

პუტინის ამ ნათქვამში გაცხადებულია რუსეთის მიმართ კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულების რეალური სურათი. ყველაფერს ფარდა ჩამოეხსნა: გვეუბნებიან, რომ დონბასში, უკრაინაში, ომი ჩვენ დავიწყეთ. არა, ომი სწორედ ამ კოლექტიურმა დასავლეთმა დაიწყო, რომელმაც 2014 წელს არაკონსტიტუციური, სამხედრო გადატრიალების ორგანიზება მოახდინა. შემდეგ კი ამართლებდა და ახალისებდა დონბასის მოსახლეობის გენოციდს. ზუსტად ეს კოლექტიური დასავლეთი არის პირდაპირი დამნაშავე და წამომწყები იმ პროცესებისა, რომლებიც დღეს მიმდინარეობს“. ერთი სიტყვით, დამნაშავე მოძებნილია და ქმედებას იურიდიული კვალიფიკაციაც მინიჭებული აქვს. პუტინის მიერ გაკეთებული ზოგადი ანალიზი  დასავლეთის ქცევის მოტივის შესახებ ასეთია:

 თუკი  კოლექტიურ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება იმისთვის სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ დონეზე მათ ეს შეძლეს, ომიც გაჩაღებულია და სანქციებიც დაწესებულია. ჩვეულებრივ ვითარებაში ამის მოხერხება ძნელი იქნებოდა“. პუტინმა ამ ანალიზს დასკვნებიც მოაყოლა:

ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათ ომი ჩვენ მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე წააგეს, რადგან ამ ოპერაციის დაწყება უკვე ნიშნავდა ამერიკული მსოფლწესრიგის კარდინალურ ნგრევას. ესაა დასაწყისი ამერიკული ლიბერალურგლობალისტური ეგოცენტრიზმიდან ჭეშმარიტად მრავალპოლუსიან მსოფლიოზე გადასვლისა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ვინმეს მიერ თავისთვის მოგონილ ეგოისტურ წესებზე, რომლის მიღმაც ჰეგემონიზმისკენ სწრაფვის გარდა არაფერი დგას, არამედ საერთაშორისო სამართალზე, ხალხთა და ცივილიზაციათა ნამდვილ სუვერენიტეტზე, მათ ნებაზე, იცხოვრონ  თავიანთი ისტორიული ბედით,  ღირებულებებითა  და ტრადიციებით და თანამშრომლობა დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე ააგონ. მათ უნდა გაიგონ, რომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია ამასთანავე, მსურს, ვთქვა: ჩვენ ბევრი მხარდამჭერი გვყავს, მათ შორის,  აშშ-ში, ევროპაში, მით უფრო სხვა სახელმწიფოებსა და კონტინენტებზე. ისინი უფრო და უფრო მეტნი იქნებიან. ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ვიმეორებ: ჯერ კიდევ აშშის სატელიტ ქვეყნებშიც კი იზრდება გაცნობიერება იმისა, რომ მმართველი ელიტის ბრმა მორჩილება სიუზერენისადმი, როგორც წესი, არ შეესაბამება მათ ეროვნულ ინტერესებს, პირიქით კარდინალურად ეწინააღმდეგება მათ.”

პრეზიდენტ პუტინის ეს ანალიზი ზუსტია. დასავლეთის ის ნარატივი, რომ დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსეთი მარტო რჩება, სრულიად უსაფუძვლოა. ამ დაპირისპირებაში რუსეთს არამხოლოდ მხარდამჭერთა, არამედ მოიმედე ხალხთა და სახელმწიფოთა მთელი არმია ჰყავს. აქედან გამომდინარე, რუსეთის დამარცხებაზე საუბარი  უნაყოფო ლაყბობაა და სხვა არაფერი. ვის შეიძლება ეს პუტინზე უკეთესად ესმოდეს: “ხშირად გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა უნდა თქვა, სცადონ!” იმდენი დაცინვა და სარკაზმი იყო ჩადებული ამ ერთ სიტყვაში  _  „სცადონ!“,  რომ სრულიად დასავლეთს ეყოფოდა. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ დასავლეთი ჩვენთან ბოლო უკრაინელამდე იომებს. ეს უკრაინელი ხალხის ტრაგედიაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთ მიდის“, – დანანებით ამბობს რუსეთის პრეზიდენტი და იქვე დასძენს უაღრესად საყურადღებო წინადადებას: “Но все должны знать, что мы-то по большому счёту всерьёз пока ещё ничего и не начинали”. სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყიაო. რას ნიშნავს ეს ნათქვამი?_ ალბათ, იმას რომ, რასაც დღემდე უყურებთ, ამას  სერიოზულ ამბად არც განვიხილავთო. უკრაინა თუ გონს არ მოეგება, სერიოზული მოქმედებები მერე დაიწყებაო. პუტინი აფრთხილებს მათ და ეუბნება: ჩვენ უარს არ ვამბობთ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, მაგრამ, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, უნდა იცოდეს, ეს პროცესი რაც უფრო შორს გადაიწევს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“.

უკრაინელებმა რუსეთის დანგრევა გადაწყვიტეს და უკრაინა დაანგრიეს. თუ ქართველები  რუსეთის დანგრევას გადაწყვეტენ, საქართველოს დაანგრევენ. ეს ისეთი დებულებაა, მტკიცება რომ არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, უკრაინაშიც და საქართველოშიც ბევრია თავგაცხელებული, რომლებიც ამგვარ ბინძურ პროვოკაციებზე, ანუ საკუთარი ხალხის უბედურებაზე აპირებენ პირადი კეთილდღეობის დაფუძნებას.

დუმის ფრაქციების ლიდერებთან  ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, სხვა რომ არაფერი თქმულიყო, იგი თუნდაც ამით იქნებოდა უაღრესად საინტერესო, მაგრამ იმან, რაც შემდეგ ითქვა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, აზრი იმაზე, რა შედეგების მომტანი იქნება მსოფლიოსთვის უკრაინის პროცესი, რომელიც, პუტინს თუ დავუჯერებთ, “დასაწყისია ამერიკული ლიბერალურგლობალისტური ეგოცენტრიზმიდან ჭეშმარიტად მრავალპოლუსიან მსოფლიოზე გადასვლისა“, ურთულესი ამბავია და იგი ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცებ, სადღაც, რომელიღაც წერტილში, ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიან მსოფლიოდ გადაკეთდება და მორჩა. არა, ამას შეიძლება  ისეთი გაგრძელებები მოჰყვეს, ჯერ კიდევ სრულიად წარმოუდგენელი რომ ჩანს. ამ შეხვედრაზე ერთი, სწორედ ასეთი მნიშვნელობის საკითხი წამოსწია კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა:  

“ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მე სპეციალურად ჩამოვედი პიტერის ფორუმზე, ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა, ჩავიწერე 26 თეზისი და, ალბათ, პირველად ვიგრძენი, რომ არც ერთ იმ საკითხში, რომლებიც თქვენ დასვით, ჩვენ უთანხმოება არ გვაქვს. მე ეს ადრეც შევამჩნიე. როდესაც თქვენ ვალდაის კლუბში გამოდიოდით, თქვით: კაპიტალიზმი ჩიხში შევიდა“. მე ბევრჯერ მისაუბრია თქვენთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ  გაამაგრეთ აღმოსავლეთის ფლანგი. თქვენი ვიზიტები პეკინსა და ინდოეთში, მუდმივი კონსულტაციები ბრიჩსის ჩარჩოში, მცდელობა ამ ორგანიზაციის გაფართოებისა, ძალიან ძლიერი საპირწონეა ანგლოსაქსური იდეისა, დაგვაჩოქოს ჩვენ და შემდეგ ჩინეთს გაუსწორდეს. თქვენ თუ მოამზადებთ განკარგულებას, ვფიქრობ, კოლეგები დუმაში მხარს დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების 100 წლისთავი, როგორც დიდი საერთო ეროვნული დღესასწაული, რადგან სწორედ ჩვენ შევაჩერეთ ის აგრესორები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენ დაჩოქებას და განადგურებას“. ახლა, ამ შეხვედრაზე, ამ საკითხის ამ ფორმით დაყენება  უბრალო ამბავი არ ჩანს. კაპიტალისტურ რუსეთში საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების ასი წლისთავის აღნიშვნა საერთო ეროვნული დღესასწაულის დონეზე არამხოლოდ სოციალისტური იდეის აღიარებას, არამედ ბურჟუაზიული სისტემის (პირდაპირ ვთქვათ) დამხობას ნიშნავს. ისეთი დიდი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, როგორიც ზიუგანოვია, გარკვეული კონსულტაციების გარეშე ამგვარ ფაქიზ საკითხს ასე ჯიქურ არ დააყენებდა. ეს აზრი მას შემდეგ უფრო განმიმტკიცდა, რაც ზიუგანოვმა მეორე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის  საკითხი წამოჭრა: კაპიტალიზმი არამხოლოდ ჩიხში შევიდა, არამედ გაცოფდა. ანტისეპტიკური საშუალება მხოლოდ ერთია. კაპიტალიზმი ყოველთვის შობს ნაციზმს, ფაშიზმს და ბანდეროვშჩინას, მისი დამარცხება კი მხოლოდ სოციალიზმს შეუძლია. ამიტომ მე ველოდები, რომ შემდეგ გამოსვლაზე თქვენ უკვე სოციალისტურ ამოცანებს დასახავთ. ვფიქრობ, რომედინაია როსსიაცკი აქტიურად დაგიჭერთ მხარს. ვოლოდინი გვერდით მიზის და იღიმის. მას უკვე მოსწონს ეს იდეა“.

როგორ მოგწონთ კომუნისტების ლიდერსა და კაპიტალისტური რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული ეს უცნაური დიალოგი, რამე გლობალური ხასიათის ცვლილების მაცნე ხომ არ არის იგი რუსეთში? ჩემი ის ვარაუდი, რომ ძალიან უცნაური და სერიოზული ცვლილებების წინაშე ვდგავართ, მთლად უსაფუძვლო არ ჩანს. კომუნისტების ლიდერი ბურჟუაზიული სახელმწიფოს პრეზიდენტს ასე ღიად მოუწოდებდეს, მარცხნივ,  კომუნისტური იდეალებისკენ  შემობრუნდი და სოციალიზმის მშენებლობა ერთად დავიწყოთო, სადმე ყოფილა?! თანაც, იმასაც ეუბნება, რომ მთავარი საზოგადოების გაერთიანებააო და ჰპირდება: “ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს გზავნილებს,  მიმართულებას ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისკენ, მხარს დაგიჭერთ ნაციზმსა და ამერიკულ გლობალიზმთან ბრძოლაში. ეს პრინციპებისა და ისტორიული გადარჩენის საკითხია.” მე   კომუნისტებსა და კაპიტალისტებს შორის მსგავს დიალოგს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მთავარი წინ არის, მთავარი პუტინის პასუხია. თარგმანში ნიუანსი რომ არ დაიკარგოს, ეს პასუხი შეგნებულად მომყავს რუსულად, სტენოგრაფიული ჩანაწერიდან, სადაც მძიმეც კი არ არის გადანაცვლებული. აი ისიც: “У меня и сомнений нет в том, что члены КПРФ настроены именно таким образом. А что касается социалистической идеи, то в ней ничего плохого нет. Вопрос наполнения – чем наполнять, особенно в сфере экономики. В некоторых странах наполнение есть, и оно связано и переплетается с рыночными формами регулирования и так далее. Достаточно эффективно работает. Надо смотреть. Что касается участия государства – в этом как бы спор, как правило, лежит, – то здесь тоже вопрос в том, где, в каком объёме государство должно участвовать, в какой форме, как государство должно регулировать свою деятельность в сфере экономики. Это мы всё, безусловно, будем решать в ходе дискуссий, в ходе споров. Я исхожу из того, что при понимании того, что главные интересы – людей, интересы страны, мы эти развязки найдём”.

დამეთანხმებით, რომ ეს უბრალო დიალოგი არ არის. ეს ისეთი დიალოგია,რომელშიც საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ჩანს. რუსეთი სოციალიზმისკენ  შემობრუნების  აუცილებლობის წინაშე რომ დგას,  ფაქტია. აგერ კი ვხედავთ და ვისმენთ პირდაპირ დადასტურებას იმისა, რომ ეს შემობრუნება აუცილებლად მოხდება, ვინაიდან აურაცხელი მტრით გარემოცული სახელმწიფო შიგნით ისეთ უძლიერეს მტერს, როგორიც კაპიტალისტური სისტემაა, ვერ აიტანს. უკრაინის პროცესებს, როგორც ჩანს, ისტორიულ მოვლენათა გრძელი ჯაჭვი მოჰყვება…

ვალერი კვარაცხელია

P. S. ნობელის პრემიის ლაურეატმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა დისიდენტმა ლეხ ვალენსამ დასავლეთს მოუწოდა, რომ რუსეთი დაანაწევრონ და ქვეყნის მოსახლეობა ორმოცდაათ მილიონამდე შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს. “დასავლეთი მის უფლებამოსილებას ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებით ზრდის, მაგრამ ამას დემოკრატიული მეთოდებით აკეთებს, რუსეთი კი მავეს ძალადობრივი გზით აღწევს“, – აცხადებს ლეხ ვალენსა.

არა მგონია, ამ მარაზმატიკის აზრი თავისთავად ვინმესთვის საინტერესო იყოს. აქ საინტერესო მხოლოდ ისაა, როგორ აზროვნებდნენ და აზროვნებენ (ამას თუ აზროვნება ჰქვია) ეს რეგვენი დისიდენტებიდასავლეთის გარყვნილი ცნობიერების მოციქულები სოციალისტური სისტემის ქვეყნებში. ნობელის პრემიის კომიტეტი კი დასავლეთმა ამ გარეწართა სამსახურში ჩააყენა, რითაც მისი საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here