Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ წავიდნენ ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოსო ჯაჭვლიანი და თეა წულუკიანი

რატომ არ წავიდნენ ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოსო ჯაჭვლიანი და თეა წულუკიანი

680

ხუდონჰესის მშენებლობას, შესაძლოა, ისეთი ამბები მოჰყვეს, წინა ხელისუფლების დროსაც რომ არ მოხდარა. სოფელ ხაიშის მცხოვრებნი არ მალავენ, რომ საკუთარ მიწას არ დათმობენ. უფრო ზუსტად, ხაიშელებს ყველაზე მეტად წინაპართა საფლავების დათმობა უჭირთ და ამბობენ, საფლავებს ფულზე ვერ გავყიდითო. განცხადებების გარდა, სვანებმა ხატზეც დაიფიცეს და, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს რადიკალური ზომაა. ახლა რომ დათმონ ხაიშელებმა, სვანები არ აპატიებენ და ეგებ არც სალოცავებზე შეუშვან ამ სოფლის მცხოვრებნი.

 

ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ სიტუაცია უმძიმესია და სწორედ ამიტომ,  ხაიშელებთან სასაუბროდ ის სვანები გაუშვეს, რომლებიც პარლამენტშიც არიან და მთავრობაშიც. მოკლედ, წინასწარი ვარაუდით, ხაიშელებს პრალამენტარები _ ვიქტორ ჯაფარიძე და სოსო ჯაჭვლიანი, მინისტრები _ სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი უნდა შეხვედროდნენ. მათთან ერთად უნდა ყოფილიყო მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანიც, თუმცა…

საჯაროდ არავინ ამბობს, მაგრამ ხაიშში წასვლაზე და სოფელთან დახურულ კარს მიღმა საუბარზე უარი წულუკიანმა და ჯაჭვლიანმა განაცხადეს. პარლამენტარს პირდაპირ უთქვამს: რა პირით მივიდე ხალხთან, რომელმაც ხატზე დაიფიცა, რა ვუთხრა, ხატი გატეხეთ და მე დამიჯერეთო?!.. იმავე მიზეზით ხაიშის გზას არ დაადგა თეა წულუკიანიც და, როგორც ამბობენ, ამის გამო ირაკლი ღარიბაშვილის აშკარა რისხვა დაიმსახურა, თუმცა წულუკიანი პრაქტიკულად ერთადერთია იმ მინისტრთაგან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, მივდივარო და ეს დისკომფორტს არ შეუქმნის. შესაბამისად, წულუკიანთან ულტიმატუმით საუბარი არ გამოვიდა, ისევე, როგორც ჯაჭვლიანთან და შედეგად მძიმე მისია ჟორჟოლიანი-ჯაფარიძე-სუბარის ტრიომ იკისრა.

ჩვენი ინფორმაციით, ეს სამეული ხაიშელებს კახა კალაძის დანაბარებს ჩაუტანს. ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობას საქართველოსთვის უპრეცედენტო საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს და ამით ის ბრძოლა მოიგოს, რომელსაც ხუდონი ჰქვია. თავისთავად, შეჭირვებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაცია ცუდი არ არის და დიდი საცდურია, მაგრამ რა უნდა უყონ ხატზე არ დაფიცებას? თუმცა არსებობს ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტი _ ხატზე მთელმა სოფელმა არ დაიფიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე წასვლა ნაწილს თამამად შეუძლია, მეორე ნაწილს კი _ არა. სავარაუდოდ, ეს ფაქტი ადგილობრივთა შორის უთანხმოებას გამოიწვევს და სწორედ ამ უთანხმოების გაღრმავებას შეეცდება ხელისუფლება. თუ მთავრობა იმ ადამიანებს მიიმხრობს, რომლებსაც ხატზე არ დაუფიციათ, შიდა აშლილობა დაიწყება და არავინ იცის, რით დასრულდება.

და მაინც _ რა თანხის გადახდაზეა საუბარი? ჩვენი ინფორმაციით, საკომპენსაციო თანხის ნაწილს ინვესტორი გადაიხდის, ნაწილს კი _ სახელმწიფო.  საუბარია 180 ათას დოლარზე, ანუ თითო ოჯახს 100 ათასს სახელმწიფო მისცემს, 80 ათასს კი _ ინვესტორი. დაგვეთანხმებით, რომ 180 ათასი დოლარი არ არის ცოტა, ანუ ამ თანხით თბილისშიც შეიძლება ბინის შეძენა, თუმცა იმ ბინას მიწა არ მოჰყვება, თბილისში სვანები ვერც საქონელს იყოლიებენ და, რით უნდა იარსებონ, ჯერჯერობით ვერავინ ამბობს. არსებობს მოსაზრება, რომ ხაიშელი სვანები ახმეტის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის რაიონის სოფლებში ჩაასახლონ,  სახლები, რომლებიც ამ ეტაპზე მიტოვებულია, მფლობელებისგან გამოისყიდონ და ხაიშელებს, უბრალოდ, აჩუქონ. პლუს, ის 180 ათასიც მისცენ, რომელიც უკვე, პრაქტიკულად, გამზადებული აქვთ…

რეალურად ეს არის ტესტი, რომლის ჩაბარებაც უწევთ სვანებს და ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, რას გადაწყვეტენ საბოლოოდ. ხელისუფლებამ ეს საქმე პრიორიტეტულად აქცია, ხაიშის მცხოვრებლებმა _ ღირსების საქმედ და

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. შესაძლოა ხაიში დატოვონ მშრალზე? თუ ასე გაგრძელდა, პროექტს გადააკეთებენ და გამდინარე წყაზე ააშენებენ ჰესებს, ისე რომ ხაიშს არ შეეხებიე და არც საფლავებს, როგორც დარიალ ჰესი შენდება ისე.

  2. ეს ის სვანებია, ბარამიძე ბოკერია, მოკერიებმა რომ დააჩმორეს და დღესაც დაჩმორებულ ჩასვრილები დადიან? გრიალებს ბარამიძე, რას მოჭამენ სვანები?

  3. ეს ის სვანებია, ბარამიძე ბოკერია, მოკერიებმა რომ დააჩმორეს და დღესაც დაჩმორებულ ჩასვრილები დადიან? გრიალებს ბარამიძე, რას მოჭამენ სვანები?

  4. გიორგი
    რა შუაშია აქ აფრასიძეების ამბავი?
    წინა მთავრობამ მთელი საქართველო დააჩმორა და დაიქვემდებარა.
    ცნობისათვის ხუდონჰესის ამბავს 2007 წლიდან ეწინააღმდეგება ხაიშის მოსახლეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here