Home ახალი ამბები მსოფლიო ნოტა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას სლავინსკის თბოელექტროსადგურზე პროვოკაციის მზადების შესახებ

ნოტა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას სლავინსკის თბოელექტროსადგურზე პროვოკაციის მზადების შესახებ

88

რუსეთმა ნიკოლაევკაში, სლავინსკის თბოელექტროსადგურზე უკრაინის მხრიდან პროვოკაციის მზადების შესახებ ნოტა გაუგზავნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. ნოტაში ლაპარაკია, აგრეთვე, ხარკოვსა და ნიკოლაევში დაგეგმილ პროვოკაციებზე, _ განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში _ ალექსანდრე შულგინმა ტელეარხროსია-24”-ის ეთერში.

“ჩვენ შესაბამისი ნოტა გავუგზავნეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურ სამდივნოს, ვაცნობეთ ნიკოლაევკაში პროვოკაციის მზადების  შესახებ; ვაცნობეთ, აგრეთვე, რომ უკრაინელი ნაციონალისტები პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ ნიკოლაევსა და ხარკოვში. სულ 20-ზე მეტი ნოტა გავგზავნეთ. ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკურმა სამდივნომ ოპერატიულად გაავრცელა რუსეთის ნოტები ამ ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შორის”, _ განაცხადა შულგინმა და დასძინა, რომ რუსეთი რეგულარულად მიაპყრობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკური სამდივნოს ყურადღებას უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან პროვოკაციების მზადებაზე და ეს მათი შემაკავებელი ფაქტორია, რადგან ტექნიკური სამდივნო აგროვებს ფაქტებს და, თუ რამე მოხდება, შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://tass.ru/politika/15138013

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here