Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg: აშშ-ის მთავრობა სოფლის მეურნეობისა და გადამზიდავ კომპანიებს ფარულად მოუწოდებს, რუსეთიდან სასუქების...

Bloomberg: აშშ-ის მთავრობა სოფლის მეურნეობისა და გადამზიდავ კომპანიებს ფარულად მოუწოდებს, რუსეთიდან სასუქების შეძენა გაზარდონ

85

აშშ-ის მთავრობა სოფლის მეურნეობისა და გადამზიდავ კომპანიებს ფარულად მოუწოდებს, რუსეთიდან სასუქების შეძენა გაზარდონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ძალისხმევა რთული მოლაპარაკებების ნაწილია, რომელიც გაეროს მონაწილეობით მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს სასუქის, მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მიწოდება რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეფერხდა.

ევროკავშირმა და აშშ-მა გამონაკლისები დაუშვეს რუსეთთან ბიზნესის წარმოების შეზღუდვებში, რათა სასუქით ვაჭრობა დაუშვან, რომლის მთავარი გლობალური მიმწოდებელი რუსეთია. თუმცა, ბევრი გადამზიდავი კომპანია, ბანკი და მზღვეველი თავს იკავებს რუსეთთან ვაჭრობისგან იმის შიშით, რომ მათ უნებლიედ შეიძლება დაარღვიონ წესები. რუსული სასუქის ექსპორტი წელს 24%-ით შემცირდა.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ პუტინზე ზეწოლა გაზარდონ, მაგრამ ამავდროულად შეზღუდონ გლობალური ეკონომიკისთვის ზიანი, რომელიც დიდად არის დამოკიდებული რუსეთიდან საქონლის მიწოდებაზე (ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასუქები, მარცვლეული). ყველა მათგანის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ომი დაიწყო.

ვაშინგტონმა მოსკოვში გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე წარმომადგენელი გააგზავნა, რადგან წელს სასუქის არაადეკვატურმა მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალი წლის მოსავალზე.

კრემლმა აშშ-ს მოუწოდა, სასუქებისა და მარცვლეულის მყიდველებსა და გადამზიდავებს გარანტია მისცეს, რომ ისინი სანქციებს არ ექვემდებარებიან.

„რუსეთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ მკაფიო სიგნალი დააფიქსიროს, რომ ეს გარიგებები დაშვებულია და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებშია და მათ არ უნდა თქვან უარი მათ შესრულებაზე“, – აღნიშნა ივან ტიმოფეევმა, კრემლის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქმეთა საბჭოში სანქციების საკითხზე სპეციალისტმა.

სანქციებისა და უსაფრთხოების შიშის გათვალისწინებით, გადამზიდავი კომპანიები უკიდურესად უფრთხილდებიან შავ ზღვას და ინდუსტრიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი დამშვიდებისთვის საჭირო იქნება უფრო შეთანხმებული საერთაშორისო ძალისხმევა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here