მოლდოვას სურს ევროკავშირში შესვლა, მაგრამ განზრახული არ აქვს ნატოსთან მიერთება, _ განაცხადა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ ტელეარხ Euronews–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოლდოვის პრემიერის განმარტებით, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილია ნეიტრალურობის პრინციპი.
აღსანიშნავია, რომ 3 მარტს საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადი მოლდოვამაც შეიტანა, მანამდე კი _ უკრაინამ.
kommersant.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ