Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული პოლიტიკური ომები უკრაინის კრიზისის ფონზე

ამერიკული პოლიტიკური ომები უკრაინის კრიზისის ფონზე

131

უკრაინის კრიზისის ფონზე თეთრმა სახლმა გამოაცხადა კიდევ 350 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით, მაგრამ ბაიდენის გუნდს არ დაუზუსტებია, ვის გადასცემენ ამ თანხას. თვითონ ბაიდენმა კი გადაწყვიტა, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა დასასვენებლად წასასვლელად, და სიხარულით გავიდა შვებულებაში.

უკრაინის დღის წესრიგს აქტიურად იყენებენ პოლიტიკური ომებისთვის აშშ-ის შიგნით. რესპუბლიკელებმა აღმოაჩინეს ბაიდენის 3 წლისწინანდელი გამოსვლა, რომელშიც ის ამბობს: “წარმოგიდგენიათ, რა მოხდება უკრაინაში, თუკი ტრამპს გადაირჩევენ?” ამ კითხვაზე პასუხი ამჟამადაც არ არის, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რა დაემართა უკრაინას ბაიდენის პრეზიდენტობისას.

სენატში ბაიდენისგან მოითხოვენ, დაკავდეს უკრაინის კრიზისის მოგვარებით, ნაცვლად თავისი კანდიდატების გაყვანის მცდელობისა უზენაეს სასამართლოში.

ბაიდენი, ჩანს, ფიქრობს, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს და ახლა ამ აურზაურში გადაწყვეტს თავის ამოცანებს. მიზეზი ბაიდენის მცდელობისა, ყველაფერში ტრამპი დაადანაშაულოს, გასაგებია. ბაიდენის რეიტინგი განაგრძობს დაცემას, უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება ძალიან მაღალია. ამასთანავე, ამერიკელების 62% მიიჩნევს, ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო, უკრაინის კრიზისი თავიდან იქნებოდა აცილებული.

ტრამპისთვის იდეალური დროა იმისთვის, რომ საერთაშორისო აურზაურის ფონზე თავისი კანდიდატურა წამოაყენოს პრეზიდენტის პოსტზე _ ეს შეიძლება მოხდეს უკვე მიმდინარე წელს. ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წელი კი მხოლოდ იმით აღინიშნა, რომ ნგრევა დაიწყო ლიბერალურმა დღის წესრიგმა.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here