Home ახალი ამბები მსოფლიო მედვედევმა არ გამორიცხა რუსეთში აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა ქონების ნაციონალიზაცია

მედვედევმა არ გამორიცხა რუსეთში აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა ქონების ნაციონალიზაცია

115

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ უცხოეთში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ქონების დაყადაღებას სიმეტრიული პასუხი უნდა გაეცეს და ეს იქნება რუსეთში უცხოელთა ქონების დაპატიმრებადაყადაღება.

რფ-ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოსკოვისთვის დაწესებული ახალი სანქციების ფონზე არ გამორიცხავს იმ პირების ქონების ნაციონალიზაციას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა მტრულად განწყობილ იურისდიქციებში.

ამასთანავე, უკრაინის საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების შემდეგ მედვედევმა განაცხადა, რომ ეს არის საბაბი, აღდგეს სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მისი თქმით, სიკვდილით დასჯას იყენებენ აშშ-სა და ჩინეთში.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here