უკრაინის ე.წ. ანტიტერორისტული ორგანიზაციის (2017-2018), ამჟამად უზენაესი რადის (პარლამენტის) დეპუტატმა პეტრე პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობიდან”, გენერალ–ლეიტენანტმა მიხეილ ზაბროდსკიმ ტელეარხ Espresso–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს რუსეთთან მიერთება სურს.
“ლაპარაკია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც ოცნებობს “ნოვოროსიაზე”, იმაზე, რომ შევიდეს რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში და ეს მარცხენა ნაპირის (მდ. დნეპრის _ ლ.მ.) ტერიტორიაა. პირობითი ხაზია ხარკოვი, დნეპრი, ხერსონი, თვით ოდესამდე”.
ეს გულწრფელი აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ კიევის რეჟიმი აცნობიერებს, როგორი არაპოპულარულია თავის ქვეყანაში, და მოსახლეობის თვალში ლეგიტიმურობის შენარჩუნებას ანტირუსული პროპაგანდით ცდილობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ამ ფონზე დასავლეთი განაგრძობს უკრაინის მილიტარიზაციას: აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვისა და ჩეხეთის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და ამუნაციის მიწოდება დაიწყო პოლონეთმაც.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა