რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შეყვანითა და რუსეთის საზღვართან შეტევითი სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესაძლებლობის მოპოვებით ნატო ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის დაწყების რისკს ქმნის.
“ნატოში უკრაინის ჩათრევით და ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან შეტევითი სარაკეტო კომპლექსების განლაგების პერსპექტივით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის უსაფრთხოების მუქარას და სერიოზულ სამხედრო რისკებს ქმნის ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის გასაჩაღებლად”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
news-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ