ამა წლის 25 დეკემბერს მოსკოვში აშშ–ს საელჩოს შენობა სამოქალაქო აქტივისტებმა ფერადი ილუმინაციით გაანათეს. შენობის ფასადზე რიგ–რიგობით გაჩნდა წარწერები: “ძია სემ, გილოცავთ შობას!”; “30 წლის წინ შენ მშვენიერი საშობაო საჩუქარი მიიღე!”; “მაგრამ მეტი საჩუქრები აღარ იქნება!”.
ცნობისათვის: 1991 წ. 25 დეკემბერს გადადგა სსრკ-ს პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. იმავე დღეს, მოსკოვის დროით 17 სთ-სა და 35 წუთზე კრემლზე დაეშვა სსრკ-ს დროშა. სსრ კავშირმა არსებობა შეწყვიტა.
![](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2021/12/video47-01.jpg)
![](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2021/12/video47-04.jpg)