ლატვიელ ახალგაზრდებში საგანგაშო ტენდენცია შეიმჩნევა: ახალგაზრდების 24%-ს ქვეყნის დატოვება სურს, _ წერს delfi.lv.
ლატვიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარის თქმით, 2021 წლის ზაფხულში ევროპის 9 ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ლატვიის ახალგაზრდების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება სურს. გამოკითხვაში მონაწილეობდა 4000 ადამიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.
აშშ, გერმანია და ესპანეთი _ ეს არის სამი ყველაზე პოპულარული ქვეყანა, რომლებშიც სურთ ცხოვრება ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ახალგაზრდა მოქალაქეებს.
ლატვიელი ახალგაზრდების 24%-ს ქვეყნის დატოვება სურს. მათი უმეტესობა დიდ ბრიტანეთში ემიგრაციას ამჯობინებს. 2020 წელს ლატვია 12 ათასმა მოქალაქემ დატოვა.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ