“აშშ ცდილობს, გაწყვიტოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ პატრუშევმა.
“ამერიკელების ყურადღების ფოკუსში რჩება დსთ-ის (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა _ გ.გ) სივრცე. ხორციელდება კურსი რუსეთის ეკონომიკურად და კულტურულად დასაშორებლად საქართველოსა და უკრაინისგან”, _ განაცხადა პატრუშევმა დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა XVII თათბირზე სიტყვით გამოსვლისას.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ