რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აუხსნან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში აღარ უნდა ჩაერიოს, _ ნათქვამია ჩინური გამოცემა Global Time–ის სტატიაში.
ავტორი მიუთითებს ცინტუნსიას პოლიგონზე მოსკოვისა და პეკინის ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე, რომელიც, როგორც დასავლური მედიასაშუალებები აღნიშნავენ, დაკავშირებულია ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანასთან და აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ტაქტიკური მიზნები, მაგრამ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამასთანავე, თუ სწავლებასა და ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან პარალელებს გავავლებთ, ავტორის აზრით, აუცილებელია ბრძოლა რეგიონში სამ ძალასთან _ ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და სეპარატიზმთან. ამ ძალებთან დაპირისპირება ჩინეთის, რუსეთისა და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის მიზანია, _ ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიუთითებს, რომ სწორედ ვაშინგტონმა შექმნა ქაოსი ავღანეთში იქიდან თავისი ჯარების გამოყვანის შემდეგ, ამას გარდა, აშშ უამრავ პრობლემას ქმნის პეკინისა და მოსკოვის გარშემო.
სტატიის ავტორის აზრით, რუსეთმა და ჩინეთმა ქაოსის გამავრცელებელ ოკეანისგაღმელ პარტნიორს უნდა აუხსნან, რომ მან შეწყვიტოს რეგიონის საქმეებში ჩარევა.
რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება “ურთიერთქმედება _ 2021” 10 ათასი კაცის მონაწილეობით აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით
მოამზადა
ნიკა კორინთელმა