მიმდინარე წლის აპრილში აშშ–ში დაგეგმილი იყო 1,5-2 მლნ ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, საბოლოოდ კი შეიქმნა მხოლოდ 260 ათასი. ეს შრომის ბაზრის ყველაზე დიდი არასწორი შეფასებაა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ლიბერალური პრესა გაზაფხულზე ელოდა ეკონომიკის სწრაფ აღმავლობას “ნამდვილი პროფესიონალის” _ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით. ეკონომიკის აღმავლობა, ალბათ, მართლა დაიწყებოდა, თეთრი სახლი რომ არ უშლიდეს ხელს გამუდმებული მრავალკვირიანი “ლოკდაუნებით”. ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გამოიცა განკარგულებები, რომლებმაც სამუშაო ადგილების გარეშე დატოვა ბევრი მენავთობე და მეტალურგი. მათ, უბრალოდ, შესთავაზეს, სხვა სპეციალობას დაუფლებოდნენ. ამ რჩევას მოჰყვა მოსახლეობის ფინანსური დახმარების გეგმა, რომლითაც მოიმატა სოციალურმა გადახდებმა. მას დაემატა ბიზნესის დახმარება, თუმცა ახლა იმავე ბიზნესს გადასახადების მომატებით ემუქრებიან. სწორედ ამის გამო ქმნის ბიზნესი ნაკლებ სამუშაო ადგილებს, თუმცა ვაკანსიები საკმარისია.
პრობლემა არის ის, რომ მუშაობის მსურველი ცოტაა. მილიონობით ამერიკელი მიეჩვია უმუშევრობას და, ამასთანავე, ფულადი დახმარების მიღებას ძია სემისგან.
News-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით
მოამზადა ნიკა კორინთელმა