აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მეტ გეტცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დასცინა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან დიალოგზე უარის თქმის გამო, _ იუწყება Fox.new–ი.
რესპუბლიკური პარტიის წევრის აზრით, ორი ლიდერის დიალოგი არ დასრულდება ისე, როგორც “როკი IV”.
“მე არ ვფიქრობ, რომ ბაიდენი გაიმარჯვებს”, _ განაცხადა გეტცმა და დასძინა, რომ პუტინმა ეფექტურად უპასუხა ბაიდენის გამოხდომას. გეტცმა, აგრეთვე იხუმრა ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის ურთიერთობაზე: “ვაშინგტონში ყველამ იცის, რომ ყოველთვის, როცა კამილა ჰარისი ხელს ართმევს ჯო ბაიდენს, ის მას პულსს უსინჯავს”.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ