Strategy Analytics–მა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2021 წელს მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების 71%-ს ხელოვნური ინტელექტით ექნება. “სმარტფონის მწარმოებლები მოწყობილობებზე AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს) სულ უფრო ხშირად იყენებენ.
ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება სმარტფონის სხვადასხვა მახასიათებელში, როგორიცაა ენერგიის ინტელექტუალური ოპტიმიზაცია, გამოსახულების დამუშავება, ვირტუალური ასისტენტებისა და მოწყობილობის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ხელოვნური ინტელექტის წყალობით Google Assistant უფრო ჭკვიანი და მოხერხებული გახდა თავის სფეროში. თუ 2021 წელს სმარტფონების 80%-ზე მეტს ეყოლება ვირტუალური დამხმარე, 2025 წლისთვის მათი წილი 97%-მდე გაიზრდება”, _ წერს Strategy Analytics.