Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის სკოლებში დირექტორს მრჩეველს დაუნიშნავენ აღზრდის საკითხებში

რუსეთის სკოლებში დირექტორს მრჩეველს დაუნიშნავენ აღზრდის საკითხებში

164
რუსეთის სკოლებში დირექტორს მრჩეველს დაუნიშნავენ აღზრდის საკითხებში

რუსეთის განათლების მინისტრ სერგეი კრილოვის განცხადებით, სკოლებში აღზრდის საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობას შემოიღებენ.

27 იანვარს ფედერაციის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა ისაუბრა, რომელ თანამდებობებზე ჩატარდება კონკურსი ქვეყნის რეგიონებში. წლის დასაწყისში ასეთი კონკურსი, “ბავშვობის ნავიგატორი”, უკვე ჩატარდა რუსეთის ათეულობით რეგიონში.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოქმედ პედაგოგებს, ისე უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლების IV კურსის სტუდენტებს. ისინი იმუშავებენ არა მხოლოდ დირექტორებთან, არამედ მოსწავლეებთანაც.

“ამოცანა არის ის, რომ აღმზრდელს, უწინარესად, ურთიერთობა ჰქონდეს მოზარდებთან”, _ განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.

ახალ თანამდებობებს სკოლებში 2021 წლის მარტში შემოიღებენ.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here