Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანია რუსეთს დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

გერმანია რუსეთს დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

158
გერმანია რუსეთს დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი რუსეთის საპასუხოდ აცხადებს, რომ თავის გადაწყვეტილებას თუ არ შეცვლის სამი ევროპელი, მათ შორის, ერთი გერმანელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევების შესახებ, საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

მაასი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის სამი დიპლომატის გაძევების შესახებ, მათ შორის მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომლის, გაუმართლებელია და კიდევ უფრო გააუარესებს ევროპასთან ურთიერთობას.

მისი განმარტებით, გერმანელმა დიპლომატმა კანონიერად გაარკვია ადგილზე მოვლენები, როგორც ეს გათვალისწინებულია ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

„თუკი რუსეთი არ გადახედავს ამ ნაბიჯს, ის უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ევროპული ქვეყნის – გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. უწყების ინფორმაციით, ელჩების გაძევების მიზეზი დიპლომატების ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა გახდა. რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი ელჩების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here